პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

ბალანსი ოჯახსა და სამსახურს შორის: როგორ ავიცილოთ დილით სახლიდან გასვლის სტრესი

დატოვე კომენტარი

ავტორი: ვირჯინია მ. მოლგარდი

სამსახურში მისვლისას თავს დაქანცულად გრძნობთ? აქვს თუ არა გავლენა დილით სახლიდან გასვლის წინ წარმოქმნილ ქაოსს  სამსახურში თქვენს პროდუქტიულობაზე? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ დახმარება დილის მნიშვნელოვანი საათების ეფექტურ მართვაში, გადახედეთ დაბლა მოცემულ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ სტრესის თავიდან აცილებაში.

10 რჩევა, რომელიც მთელი ოჯახისთვის დილას უფრო მშვიდს და ბედნიერს გახდის

 1.  დაიძინეთ ადრე

შესაძლებელია დაგჭირდეთ რამდენიმე კვირა სანამ ადრე დაწოლას შეეჩვევით, მაგრამ გრძელ ვადაში ეს გაგიადვილებთ დილით ადრე ადგომას, რაც მნიშვნელოვანია სტრესის თავიდან ასაცილებლად.

2. შეარჩიეთ ტანსაცმელი მომდევნო დღისთვის

ტანსაცმლის წინა ღამეს შერჩევა ან თუნდაც იმაზე ფიქრი თუ რას ჩაიცმევთ თქვენ და ბავშვები მეორე დღეს უფრო გავიმარტივებთ დილის სამზადისს. პროცესის უფრო მარტივად მართვისთვის ეცადეთ ყოველთვის გქონდეთ სუფთა ტანსაცმლის მარაგი კარადაში.

3. სამსახურში წასაღები ნივთები დაალაგეთ ერთ ადგილას

კარგი იქნება თუ გასაღებს, ჩანთას, საფულეს, ბაღის/სკოლის ნივთებს, საბუთებს კართან ახლოს დადებთ ან ერთ კონკრეტულ ადგილს მიუჩენთ. ყოველთვის იქონიეთ ხურდა ფულის მარაგი, რაც შეიძლება დაგჭირდეთ ლიფტისთვის, პარკინგისთვის ან სხვა მსგავსი წვრილმანი ხარჯისთვის.

4. ადექით ერთი ან საათნახევრით  ადრე სამსახურში გასვლამდე.

დილის სამზადისის დროს რამდენიმე წუთსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ასეთი წუთების დამატება უფრო ადრე ადგომით საგრძნობლად შეამცირებს სტრესს და ქაოსს მომზადების პროცესში, თან ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ საუზმის გარეშე დატოვოთ სახლი ან დაგავიწყდეთ იმ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, რაც სახლიდან გასვლამდე უნდა მოასწროთ.

5. ადექით პირველი, მოემზადეთ და ჩაიცვით სანამ სხვებს გააღვიძებდეთ

რა თქმა უნდა უფრო ადვილი იქნება მომზადება, თუ ხელს არავინ გიშლით და თქვენს გარშემო ბავშვები და მეუღლე არ დარბიან.

6. ეცადეთ ბავშვები შეაჩვიოთ ლანჩის დამოუკიდებლად მომზადებას

თუ სკოლის ასაკის ბავშვი გყავთ, რომელსაც თან ატანთ საჭმელს ლანჩისთვის, ეცადეთ შეაჩვიოთ ამ საჭმლის თვითონ მომზადებას ან ეცადეთ დაგეხმაროთ მაინც, რომ მომზადებაში დრო მოიგოთ.

7. ეცადეთ მეუღლეც ჩართოთ მომზადების პროცესში და გადაინაწილეთ საქმეები

ძალიან ძნელია ყველაფერთან მარტო გამკლავება, ამიტომაც მნიშვნელოვანია დაელაპარაკოთ მეუღლეს და მოახერხოთ მისი ჩართვა მომზადების პროცესში, რომ საქმეები მაქსიმალურად თანაბრად გადანაწილდეს.

8. გამოყავით დრო საუზმისთვის

მოამზადეთ მაგიდა საუზმისთვის წინა ღამეს – შესაძლებელია ამაში პატარებიც ჩართოთ, რასაც ისინი ხალისით გააკეთებენ. ეცადეთ სუფრას მიუსხდეთ 15 წუთით მაინც და მიირთვით მსუბუქი და სასარგებლო საუზმე. თუ ძალიან გეჩქარებათ და ვერ ასწრებთ საუზმის მომზადებას თან წაიღეთ ხილი, ყველი, ორცხობილა ან პატარა სენდვიჩი და ჭამეთ გზაში.

9. გადაწიეთ საათი

შესაძლებელია ამას ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, მაგრამ 5 ან 10 წუთით საათის წინ გადაწევამ შესაძლებელია დაგვიანებისგან გიხსნათ.

10. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი სამსახურში დროულად მისვლისთვის.

შეიძლება გაგიკვირდეთ თუ რამდენად კარგად შეიძლება იგრძნოთ თავი, როდესაც სამსახურში დროულად მიხვალთ. შეგიძლიათ შესვენების დროს საკუთარი თავი გაანებივროთ:  წაიკითხეთ რაიმე საინტერესო წიგნი, ან გადით ლანჩზე მეგობრებთან ერთდ და თუ გაქვთ საშუალება შეგიძლიათ  მასაჟიც კი გაიკეთოთ.

დილის სამზადისის ცხრილი

დაფიქრდით რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველა იმ საქმეზე, რასაც აკეთებთ დილით სახლიდან გასვლამდე. არის თუ არა ეს საქმეები თანაბრად გადანაწილებული ოჯახის წევრებს შორის რომ მაქსიმალურად თავიდან აიცილოთ დილის ფაციფუცი.

გადახედეთ დაბლა მოცემულ ცხრილს და მონიშნეთ შესაბამისი გრაფა – ანუ გადაანაწილეთ საქმეები შესაბამის ოჯახის წევრებზე. შეგიძლიათ ერთი და იგივე საქმე ერთზე მეტ ოჯახის წევრზე გადაანაწილოთ. ცხრილს დაამატეთ ან მოაკელით საქმეები თქვენი საჭიროების მიხედვით.

საქმე დედა მამა ბავშვები სხვა (ბებია და ა.შ.)
1 საუზმის მომზადება
2 ლანჩის/საგზლის მომზადება (სკოლისთვის, სამსახურისთვის)
3 ლოგინების დალაგება
4 პატარების მოწესრიგება (დაბანა, კბილების გახეხვა)
5 ტანსაცმლის მომზადება
6 ნაგვის გადაყრა
7 ცხოველების/ფრინველების მოვლა/დაპურება
8 საჭირო საბუთებისა და დოკუმენტების შეგროვება
9 ბავშვების ტრანსპორტირება
10 სახლის დაკეტვა და ყველაფრის გადამოწმება უსაფრთხოებისთვის

იმისთვის, რომ რეალობა შეადაროთ იმას რაც გინდათ, რომ სინამდვილეში ხდებოდეს აღნიშნეთ X ნიშანით ის ოჯახის წევრი, რომელიც რეალურად ასრულებს გრაფიკში ჩამოწერილ კონკრეტულ საქმეს. უფრო კარგი იქნება ოჯახის ყველა წევრს თუ ჩართავთ ამ ცხრილის შედგენაში.

წყარო: http://www.nncc.org/Parent/bw_f.morning.html

ავტორი: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი