პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

მოდი ერთად დავხატოთ

დატოვე კომენტარი

არდადეგების დადგომასთან ერთად მშობლებს უჩნდებათ კითხვა თუ როგორ უნდა გაართონ ბავშვები. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია ზამთრის არდადეგებზე, რადგანაც ამ დროს დროის დიდ ნაწილს ბავშვები შიგნით ატარებენ.

დღევანდელი ბავშვების უმეტესობას, მათ შორის საკმაოდ პატარებსაც, ალბათ დიდი სურვილი აქვთ მთელი დღეები  გაატარონ კომპიუტერთან, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი და აუცილებელია კომპიუტერთან ერთად სხვა გართობისა და განვითარების საშუალებების მოფიქრება.

ერთ–ერთი ასეთი საშაულება შეიძლება იყოს ხატვა, რადგანაც ბავშვების უმრავლესობას ძალიან უყვარს ხატვის პროცესი. ამას განსაკუთრებით დიდი სიამოვნებით აკეთებენ თუ მშობლებიც მათთან ერთად ერთვებიან ხატვის პროცესში. მაგრამ ფაქტია, რომ ყველას არ გვეხერხება ხატვა და შეიძლება უხერხულადაც ვიგრძნოთ თავი თუ ბავშვი გვთხოვს დავხატოთ ძაღლი, ფისო, ცხენი და ა.შ. და ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს თუ როგორ გავაკეთოთ ეს🙂 სწორედ ასეთი მომენტებისთვის გაგიზიარებთ სხვადასხვა ცხოველების დახატვის მარტივ ხერხებს, რომელიც გაგიადვილებთ ასეთი თხოვნის შესრულებას და საშუალებას მოგცემთ მოაწყოთ მხიარუალი ხატვის საათები არდადეგების დროს.

როგორც ხედავთ დაბლა წარმოდგენილია რამდენიმე ცხოველისა და ფრინველის მარტივად დახატვის ეტაპები. თუ სხვა ცხოველების დახატვა მოგთხოვათ ბავშვმა, შეგიძლიათ ისინი პოსტის ბოლოს მოცემულ ბმულების საშუალებით იპოვოთ. სხვათა შორის ზუსტად ამ მეთოდით დაიხატა ამ ბლოგის პატარა ჟირაფიც.

მაშ ასე:

#1 როგორ დავხატოთ სპილო

drawing-elephant

#2 როგორ დავხატოთ ფისო

cat

#3 როგორ დავხატოთ ცხენი

horse

#4 როგორ დავხატოთ ჩიტი


bird

#5 როგორ დავხატოთ მამალი


drawing-rooster1

#6 როგორ დავხატოთ მერცხალი

drawing-swallow

#7 როგორ დავხატოთ გედი

drawing-swan

#8 როგორ დავხატოთ ბუ
drawing-true-owl

# 9 როგორ დავხატოთ მგელი

how-to-draw-wolf

# 10 როგორ დავხატოთ ბაჭიაprintable-bunnies#11 როგორ დავხატოთ გოჭუნა

drawpiglet

# 12 როგორ დავხატოთ იალქნიანი ნავი

drawing-boat

#12 როგორ დავხატოთ ლომი

drawsimplelion
ქვევით მოცემულია გამოყენებული ვებგვერდების ბმულები, სადაც შეგიძლიათ ბევრი სხვა ცხოველის, ფრინველის, ნივთის, ადამიანის და ა.შ ხატვის მეთოდიც იპოვოთ:

 

http://shuyingtan.blogspot.com/2012/06/draw-bird.html

http://www.cartoonfactory.com/lessons-cat.html

http://www.thedrawbot.com/drawing/drawing-true-owl.html

http://www.thedrawbot.com/drawing/drawing-swallow.html

http://www.thedrawbot.com/drawing/drawing-swan.html

http://idrawgirls.com/tutorials/2012/05/23/how-to-draw-wolf/

http://graphicsfairy.blogspot.com/2011/02/vintage-kids-printable-draw-some.html

http://www.thedrawbot.com/drawing/drawing-elephant.html

http://www.cartooncritters.com/drawpiglet.htm

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s