პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ გავაკეთოთ გვირგვინი მარტივად

დატოვე კომენტარი

საღამოს, როცა მე სამსახურიდან ვბრუნდები და მარი საბავშო ბაღიდან, დაძინებამდე გვრჩება რამდენიმე საათი, რაც მინდა რომ საინტერესოდ და სასარგებლოდ გავატაროთ. როგორც წესი ამ დროს ბევრი საქმე მაქვს, რომ არაფერი ვთქვა დაღლილობაზე…მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემს საყვარელ მარიკუნასთან გატარებული დრო ყველაზე ძვირფასია და ამიტომ ყველა საქმეს გვერდზე ვდებ, დაღლას შეძლებისდაგვარად ვივიწყებ და ვცდილობ ხშირად მარისთან ერთად გავაკეთო რაიმე საინტერესო და სახალისო.

მართალია მარი ამ ბოლო დროს ძირითადად მულტფილმების ყურებას ითხოვს საღამოობით, მაგრამ აშკარად ვატყობ, რომ ცუდ გავლენას ახდებს მასზე მუტლფილმები: ძალიან ღლის, რის გამოც ღიზიანდება. ამიტომაც ვცდილობ მულტფილებს არ უყუროთ და სანაცვლოდ სხვა რამე უფრო საინტერესო გავაკეთოთ. ამ მიზნით ვიგონებთ სხვადასხვა სასარგებლო და სახალისო აქტივობებს.

რამდენიმე დღის წინ მოვიფიქრე გაგვეკეთებინა გვირგვინები, რაც ძალიან მარტივი იყო, მალე გავაკეთეთ და ცოტა დედოფლობის თამაშიც მოვასწარით.

აი როგორ გავაკეთეთ მარტივად და სწრაფად ჩვენი გვირგვინები:

დაგჭირდებათ სახატავი რვეულის შუა ფურცელი (ისეთი რომელიც ზამბარიანი არ არის), ფანქრები ან ფლომასტერები და წებო.

სახატავის რვეულის შუა ნაწილიდან ამოღებული ორმაგი ქაღალდი გადახაზეთ შუაში და გადაჭერით ხაზის გასწვრივ.

შემდეგ გაჭრილი ქაღალდის ზედა ნაწილში დაახატეთ გვირგვინის ზიგზაგები და ამოჭერით.

შემდეგ ქაღალდი გააფორმეთ და დახატეთ რაც თქვენ გაგიხარდებათ.

მოკლედ იხალისეთ და დაახატეთ რაც გაგიხარდებათ.

გაფორმების დასრულების შემდეგ დააწებეთ ქაღალდის კუთხეები და

გვირგვინიც მზადაა. ამ ყველაფრისთვის დაახლოებით 20 წუთი დაგვჭირდა და კარგი გასართობი იყო.

ასეთი აქტივობების დროს მთავარია ბავშს მისცეთ სრული თავისუფლება, რომ თვითონ გააკეთოს ყველაფერი ისე, როგორც რაც მას უნდა – აქ მთავარია სიამოვნების მიღება ამ ყველაფრის გაკეთების პროცესით და ბავშთან ურთიერთობით. ასე რომ მაქსიმალურად შეიკავეთ თავი შენიშვნებისგან. ნუ შეუსწორებთ ბავშს, უბრალოდ აუხსენით თუ გინდათ რომ რამე უკეთესად გააკეთოს მაგრამ მაინც ჯობია ნაკლებად ჩაერიოთ. მიეცით საშუალება თავისუფლად იმოქმედოს. გახსოვდეთ რომ ბავშვთან სიახლოვე ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც მას აჩვენებს თქვენს სიყვარულს.

გვირგვინით შემდეგ შეგიძლიათ რამე ზღაპარი მოიფიქროთ და ერთად ითამაშოთ.

ერთი მარიმ გააკეთა და მეორე დედამ.

ესეც დედოფალი მარიკუნა ცხელ–ცხელ გვირგვინში🙂

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s