პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

ჩვენი ჯადოსნური მინიატურული სოფელი

5 Comments

როგორც ყველა, ჩვენც ვცდილობთ ხოლმე ზაფხული საინტერესოდ გავატაროთ. ამისთვის ზაფხულის დაწყებამდე (ან დასაწყისში მაინც) ვგეგმავთ სახალისო აქტივობების სიას, რომლებიც შეიძლება გავაკეთოთ მთელი ზაფხულის განმავლობაში. სიას, როგორც წესი, ზუსტად არასოდეს მივყვებით, მაგრამ ასეთი გეგმის არსებობა გვეხმარება მიმართულების არჩევაში და საინტერესო აქცენტების გაკეთებაში.

შარშან ზაფხულსაც გავაკეთეთ ასეთი სია და ბევრი საინტერესო რამ ავირჩიეთ გასაკეთებლად. როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი რამ დაგვრჩა განუხორციელებელი, მაგრამ ბევრი რამეც მოვახერხეთ. ერთ-ერთი ასეთი რამ იყო ჯადოსნური მინიატურული სოფლის გაკეთება.

ეს ამბავი დაიწყო ჩვენი საყვარელი საქმით – ქვების მოხატვით. ამ საქმის გასაკეთებლად კი ინსპირაცია მოგვცა იმ ქვებმა, რომლებსაც პატარა სახლების ფორმა ჰქონდა. ასეთ ქვებს აბა ხელიდან როგორ გავუშვებდით და შევუდექით საქმეს. შევღებეთ ნაპოვნი ქვები და ვაქციეთ ისინი პატარა ჯადოსნურ სახლებად.

ქვების მოხატვა

შემდეგ ამ სახლებს მოვუძებნეთ პატარა მყუდრო ადგილი და თითოელმა მათგანმა დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი მომავალ სოფელში. ჯადოსნური სოფელისახლებისთვის ადგილის გამოყოფასთან ერთად ნელ-ნელა გაგვიჩნდა ახალ-ახალი იდეები. ყოველ დღე ვფიქრობდით იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ჩვენი სოფლის კიდევ უფრო გალამაზება და ჯადოსნური ელფერის კიდევ უფრო გაძლიერება. მოკლედ ასე გაჩნდა ერთ-ერთ სახლთან პირველი ბილიკი.

ლობიოს თესლები

მეტი ჯადოსნურობისთვის გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს სოფელს სჭირდებოდა ხეები და ამ საქმისთვის აბა ლობიოზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო. მოკლედ ბავშვებმა დათესეს ლობიო ამ პატარა სოფელში და ყოევლდღე ამოწმებდნენ მათი ზრდის ტემპს.

მოვლამ და ზრუნველობამ შედეგი გამოიღო და ჩვენი ლობიოს ხეებიც ნელ-ნელა გადაიქცნენ ჯადოსნურ ხეებად.

სოფელი ჭის გარეშე ხომ ვერ იქნებოდა? ჰოდა, ჩვენც გავუკეთეთ სოფელს ერთი პაწაწუნა ჭა.

დავამონტაჟეთ ჭა🙂 და გავიყვანეთ ბილიკები

ჯადოსნური სოფელი ჯადოსნური სოკოების გარეშე ხომ არ შეიძლება? ნამდვილად არა! ამიტომაც შევუდეგით ზღაპრული სოკოების გაკეთებას.

თიხის სოკოები

ესეც ჩვენი ჯადოსნური სოკოები

ჯადოსნური სოკოები

სოკოებს დაემატა ჯადოსნური კაფე🙂

მინიატურული კაფ

შემდეგ აუზი თავისი ოქროს თევზებით

ოქროს თევზები

შემდეგ ფერადი ჰამაკი

მინიატურული ჰამაკი

ჭასთან ფერადი ვედრო. შემდეგ ნელ-ნელა გაჩდნა მოსახლეობაც.

ჯუჯების ჭა

ჯერ ჭიამაიები

23შემდეგ კი ლოკოკინები

ლოკოკინები

ბოლოს სოფელში პატარა ჯუჯიკოც კი გამოჩდნა

ჯადოსნური კაფეჩვენი სახალისო პროექტზე მუშაობის ბოლო ეტაპზე კი მოხდა განსაკუთრებული რამ, ჩვენს სოფელთან საიდანღაც მოულოდნელად გაჩდნა ზღარბი, რაც ბავშვებისთვის იყო სრული საოცრება.

ზღარბი ჯადოსნურ სოფელშიმოკლედ ასეთი სახალისო რამ გავაკეთეთ შარშან ზაფხულს, რომელმაც დიდი და პატარა ერთნაიარად გაახალისა.

ჯადოსნური მინიატურული სოფელი

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

5 thoughts on “ჩვენი ჯადოსნური მინიატურული სოფელი

  1. Pingback: 101 რამ, რაც გაახალისებს ბავშვებს ამ ზაფხულს | პატარა ჟირაფი

  2. გაცოცხლებული ზღაპარი! საოცრებაა, როგორი საინტერესო წამოწყება და ხარისხიანი შესრულებაა❤

    Liked by 1 person

  3. ორი კითხვა მაქვს: რით ღებავთ ქვებს და რა მასალისგანაა შექმნილი ლოკოკინები და კაფე?

    Like

    • ქვებს ვღებავთ აკრილის საღებავებით, რომელიც სამხატვრო მაღაზიებში იყიდება. რაც შეეხება ლოკოკინებს პოლიმერული თიხით გავაკეთეთ (ჩვენ გამოვიწერეთ), მაგრამ მგონი იყიდება ასევე სამხატვრო მაღაზიებში. კაფე ჩვეულებრივი თიხით გავაკეთეთ, ოღონდ შემდეგ წავუსვით ლაქი, რომ წვიმისგან არ დაზიაებულიყო და ლაკმა დაიცვა წვიმისგან (ზოგიერთი სოკო დაგვრჩა ლაქის გარეშე და გაგვიფუჭდა წვიმაში). ჩვენ გამოვიყენეთ სამხატვრო მაღაზიაში ნაყიდი ლაქი (თუმცა ალბათ სარემონტო სამუშაოების დროს გამოყენებული ლაკიც გამოდგება)
      .

      Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s