პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ შევარჩიოთ წიგნები ყველაზე პატარებისთვის

2 Comments

წიგნები 0-დან 6 თვემდე ჩვილებისთვის

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ1234 წიგნებთან ურთიერთობის დაწყება არასოდეს არ არის ადრე, თუმცა 0-6 თვემდე ასაკში იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რას ვუკითხავთ პატარას, რამდენადაც იმ ფაქტს, რომ ჩვილს ჰქონდეს მისთვის საყვარელი ხმის – მშობლის ხმის, გაგონების საშუალება. თუ თქვენს საყვარელ პატარას გულზე მიიკრავთ და ასეთ თბილ გარემოში წარმართავთ კითხვის პროცესს, მისთვის წიგნის კითხვა მთელი ცხოვრების მანძილზე გახდება ძალიან პოზიტიური ემოციების მატარებელი.

ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ექსპერტები გვირჩევენ წიგნების შემდეგი ნიშნებით შერჩევას:

0-დან 2 თვემდე

faces-for-baby-1რადგანაც 2 თვემდე ჩვილებში მხედველობა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, სასურველია ამ პერიოდისთვის აირჩიოთ წიგნები დიდი კონტრასტების მქონე ილუსტრაციებით. საუკეთესო ვარიანტია წიგნები შავ- თეთრი ფერის ილუსტრაციებით , თუმცა როგორც თავიდან აღვნიშნეთ ამ ასაკში, მთავარია მოუსმინოს თქვენ ხმას, ამიტომაც შეგიძლიათ უკითხოთ ნებისმიერი წიგნი.

2-დან 4 თვემდე

123ორი თვიდან პატარა იწყებს მისთვის საინტერსო ნივთებისა თუ სურათების საკმაოდ დაჟინებით თვალიერებას.  ამ პერიოდიდან ბავშვები იწყებენ ფერების განსხვავებასაც და უკვე შეუძლიათ ნივთებისთვის ხელის ჩავლებაც. ამ თავისებურებების გათვალისწინებით სასურველია შეარჩიოთ წიგნები ძალიან მარტივი და დიდი ზომის ნათელ ფერებში წარმოდგენილი ილუსტრაციებით და გაითვალისწინეთ, თქვენი ხმის მოსმენაა ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

 


4-დან 6 თვემდე

1234ამ ასაკში თქვენი პატარა კიდევ უფრო ავითარებს ნივთების დაჭერის უნარს და ამ პერიოდისთვის საუკეთესოა რბილი მასალისაგან, ნაჭრისგან  დამზადებული წიგნები, ადამიანებისა და ნაცნობი ნივთების მარტივი სურათებით, წიგნები რომელთა დასველებაც შესაძლებელია/აბაზანის სათამაშო წიგნები და წიგნები, რომლებიც დამზადებულია „ჩხარუნა“ ხმის გამომცემი ნაჭრისგან. ამ ასაკისთვის გათვლილ ზოგიერთ წიგნს აქვს სპეციალური რბილი მასალა, რომელიც გათვალისწინებულია პირში ჩასადებად.

123

123

123

123

 

 

 

 

წიგნები 6-დან 12 თვემდე პატარებისთვის

123

ამ ასაკში პატარებს მხედველობა იმდენად აქვთ უკვე განვითარებული, რომ შეუძლიათ შედარებით გართულებული ილუსტრაციების გარჩევა. უკვე შეგიძლიათ იხალისოთ თქვენი პატარასთვის მარტივი ილუსტრაციების აღწერით, თუ რა თქმა უნდა მოახერხებთ იმას, რომ პატარა ამ დროს წყნარად დასვათ.

ერთ წელს მიახლოებული ბავშვები სულ მოძრაობაში არიან, უყვართ წიგნების ხელის ჩავლება და გვერდების გადაფურცლა. ამიტომაც ექსპერტები გვირჩევენ, რომ ამ ასაკში ბავშვებს წავუკითხოთ დღეში რამდენჯერმე დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში. თუ ასე მოიქცევით, არ მოგიწევთ თქვენს პატარასთან ჭიდილი მისი ყურადღების მისაპყრობად.

12318 თვეზე პატარა ბავშვებისთვის ხშირად ძალიან ძნელია რთულ ილუსტრაციებში გარკვევა, რომლებსაც დიდები მარტივად აღიქვამენ. მარტივი ილუსტრაციები კი საშუალებას აძლევს მათ გაერკვიონ იმაში, რასაც წიგნში ხედავენ.

ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ამ პერიოდში სასურველია შეიძინოთ:

  • წიგნები პატარა ბავშვების ფოტოებით
  • სქელი მუყაოსგან დამზადებული წიგნები, რომლის გვერდებზეც ნახავთ სხცადასხცა ნაჭერსა თუ მასალას პატარასთვის ხელის შესახებად (ამ ტიპის წიგნებს უწოდებენ შეხება-შეგრძნების წიგნებს)
  • წიგნები, რომელთა პირში ჩადებაც შესაძლებელია (არსებობს სპეციალური მასალისგან დამზადებული ერთი შეხედვით ქაღალდის წიგნები, რომელთა გარეცხვაც შესაძლებელია და არ იხევა ბავშვი თუ პირში ჩაიდებს), ასევე არსებობს სპეციალური რბილი დაბოლოების მქონე წიგნები, რომლებიც გათვლილია პირში ჩასადებად.
  • წიგნები ნაცნობი ნივთების სურათებით, როგორიცაა ბურთები და ბოთლები, სასურველია, რომ ერთ გვერდზე იყოს მხოლოდ ერთი ნივთის სურათი.
  • ინტერაქტიული წიგნები სათამაშოს, ჩასაკეცი და სამოძრაო ელემენტებით.

123

123

წიგნი პატარებისთვის

 

 

 

 

 

წიგნები 1-დან 2 წლამდე ბავშვებისთვის

123დაახლოებით 12 და 18 თვემდე პერიოდში, თქვენი პატარა იწყებს იმის აღქმას, რომ ის ბგერები, რომელთაც თქვენ წიგნის კითხვის დროს წარმოთქვამდით, ანუ სიტყვები, რეალურად რაღაცას ნიშნავს. რაც უფრო მეტს დაელაპარაკებით და წაუკითხავთ თქვენს პატარას ამ პერიოდში (და საერთოდაც დაბადებიდან) მით უფრო მდიდარი იქნება მისი სიტყვების მარაგი.

ამ ასაკში ეცადეთ შეარჩიოთ ვიზუალური მასალით დატვირთული წიგნები, ხშირად გამეორებული სიტყვებით, ნაცნობი და უცნობი ნივთების მკაფიო სურათებით. როდესაც ხმამაღლა უკითხავთ, ხშირად შეჩერდით, რათა დასვათ შეკითხვები იმ ნივთების გარშემო, რაც წარმოდგენილია ილუსტრაციებში, უპასუხეთ თქვენი პატარას კითხვებს და ისაუბრეთ წიგნში მიმდინარე მოქმედებებზე.

ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის არ გჭირდებათ წიგნებზე დიდი თანხის დახარჯვა. სამი ოთხი მარტივი წიგნის წიგნი პატარასთვისხშირად მოსმენა უფრო კარგია ამ ასაკში, ვიდრე სულ ახალ-ახალი წიგნების გაცნობა თქვენი პატარასთვის.
ამ ასაკში პატარები ცდილობენ ყველაფერში კარგად გარკვევას, ამიტომაც საჭიროა მათ ერთიდაიგივე ამბავი მოისმინონ ბევრჯერ, რათა კარგად გაიგონ და შეისწავლონ რაც ხდება მოცემულ ამბავში. როცა რაღაც ნაცნობი და გასაგებია, ბავშვის თავდაჯერებულობა იმატებს. ძალიან ცოტა რამ არის ბავშვებისთვის ამ ასაკში ნაცნობი და გასაგები, ხოლო ერთი წიგნის ბევრჯერ წაკითხვით ისინი კარგად იმახსოვრებენ თუ რას რა მოყვება წიგნში და უცებ აღმოაჩენენ, რომ ამ ამბის ექსპერტები არიან. ამიტომაც ნუ გაღიზიანდებით და გამოიჩინეთ მოთმინება თუ ერთიდაიგივე წიგნის ძალიან ბევრჯერ წაკითხვითა და ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემით არ ამოიწურება თქვენი პატარას ინტერესი ერთი კონკრეტული წიგნის მიმართ.

ამ ასაკისთვის სასურველია შეიძინოთ:

  • მაგარი მუყაოს წიგნები, რომელთა ხელში დაჭერასა და ტარებას შეძლებს თვენი პატარა
  • წიგნები ბავშვების სურათებით, სადაც ადგილი აქვს ნაცნობ მოქმედებებს, მაგალითად წიგნები, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ იძინებენ ან თამაშობენ ბავშვები ან პატარა ცხოველები.
  • წიგნები თემით „ძილი ნებისა“.
  • წიგნები თემით „გამარჯობა და ნახვამდის“
  • წიგნები მინიმალური ტექსტით თითოეულ გვერდზე
  • წიგნები ძალიან მარტივი ლექსებით
  • წიგნები ნათელი ფერის ილუსტრაციებით
  • წიგნები, “შეხება-შეგრძნებისთვის” გათვალისწინებული მასალებით
  • წიგნები სხვადსხვა ცხოველებზე.

 

123

123

2

 

 

 

 

 

გამოყენებული რესურსები:

Starter library for newborns to 6-month-olds

Starter library for 6- to 12-month-olds

Starter library for 1- to 2-year-olds

Tips for Choosing Books for Babies and Toddlers

ავტორი: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

2 thoughts on “როგორ შევარჩიოთ წიგნები ყველაზე პატარებისთვის

  1. თამუნა ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობ ძალიან დიდი საუშაოა ამ მხრივ ჩასატარებელი საქართველოში,(თქვენი გვერდი ძალიან მომწონს, უბრალოდ ვისურვებდი უკლებლივ ყველა მშობელმა წაკითხოს და რეალობაში გამოიტანოს ეს რჩევები. ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საკითხი რომ არის ეს ყველა მშობელმა ვიცით, მაგრამ მეორე საკითხია რას ვგულისხმობთ “აღზრდაში”, მაგალითად, დაახლოებით 1 თვის წინ მე და ჩემი 4 წლის გოგო ვიყავით ერთ-ერთ მარკეტში, სადაც ვიდექით სალაროს რიგში, ბავშვმა ხელი წაავლო ჯოხს( არ ვიცი რა ქვია) რომლითაც პროდუქტს ვტიხრავთ, ჩვენ წინ მდგომმა შუახნის ქალბატონმა ისეთი აგრესიით გამოგლიჯა ბავშვს ხელიდან ჯოხი და ისე დააგდო დახლზე ბავშვს შეხტა მოულოდნელობისგან! მეორე – სულ რამოდენიმე დღის უკან მე და ჩემი შვილი ვმგზავრობდით მეტროთი, ჩვენს წინ ისხდნენ ასაკოვანი ქალბატონები, რომლებიც ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ჩემი შვილის ცელქობას ( არ დაჯდა საკამზე, მღეროდა და რაღაცეებს მაიმუნობდა, იყო ძალიან კარგ განწყობაზე) როგორც კი მატარებელი გაჩერდა ერთ-ერთმა ქალბატონმა პირდაპირ ბავშვს მიმართა რომ სასწრაფოდ გაჩერებულიყო (ძალიან მკაცრად) და ამას მოყვა მთელი როგი აღმზრდელობითი ტექსტი ბავშვის მიმართ! მე თვალით ვანიშნე რომ გაჩერებულიყო, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა, სწრაფი ნაბიჯით წამოვედით ბავშვი იყო ძალიან დათრგული, ამ ქალბატონს მივმართე ბავშვს ნუ მიშინებთქო ( სამწუხაროდ, ძალიან გავბრაზდი და ვავმჯობინე ბავშვის თანდასწრებით არ ავფეთქებულიყავი, რაც შემდგომში ძალიან ვინანე) ამას მოყვა ასეთი ტექსტი: “ძალიან კარგი თუ შეეშინდა, შენ 3 ჯერ უთხარი და არ დაგიჯერა, გათამამებული გყავს, აბა ჩემთან გაბედოს! აღარ ვამბობ იმას რომ ყველა უცნობი, ქუჩაში სეირნობისას საჭიროდ თვლის რჩევა მოგცეს და გასწავლოს როგორ “აღზარდო” შვილი. ჩემი შვილი არის ჩვეულებრივი ბავშვი, რომელსაც სიცოცხლე უხარია, დარბის, მღერის როცა ემღერება, უყვარს თანატოლები, თამაში და ა.შ რაც საქართველოში თურმე პრობლემა ყოფილა! არ მინდა იყოს დათრგუნული და სხვის აზრს და ქცევებს მორგებული ადამიანი, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია! არ მინდა დავღალო ბავშვი აუარება შენიშვნებით, არც ის მინდა 100 % მემორჩილებოდეს და თვალებში შემომყურებდეს არც ის ასეთ “ქალბატონებს” მოწონდეთ! არც იმის მომხრე ვარ თვალები უბრიალო თუ ჭამის დროს ტანსაცმელი დაისვარა, ან სასრიალოზე სრიალის დროს ხმამაღლა, გულიანად იცინა! ეს არის რეალური სურათი საქართველოში, იმის ნაცვლად რომ ბავშვის დანახვა უხაროდეთ, ტკბებოდნენ ბავშვების ანცობით აგრესია ემართებათ! რა ვქნა როგორ აუხსნა ჩემს 4 წლის შვილს რა ხდება და როგორ ავარიდო ეს ყველაფერი, მართლა არ ვიცი. დავიწყო ჩემი შვილის სახალხოდ დაცვა და დავემსგავსო ამ აგრესიულ და კაცთმოდძულე ქალბატონებს თუ გავჩუმდე? ესეც რო არ გამომდის?! ეს არის ქვეყნის ტრაგედია, ვისურვებდი ერთი სკოლა გამეკეთებინა, სადაც პროფესიონალ ფსიქოლოგებს მოვიწვევდი ბავშვის აღზრდის საკითხებზე ლექციების კურსის ჩასატარებლად, და აუცლილებლად სავალდებულოს გავხდიდი ყველა მომავალი მშობლისთვის! აი მაშინ შეიცვლებოდა სიტუაცია.
    თამუნა იქნებ ამ საკითხთან დაკავშირებით სტატია დადოთ , ვისაც სურვილი ექნება ის მაინც წაიკითხავს და იქნებ მათი ოჯახის წევრები არიან სწორედ ასეთი ტიპის ქალბატონები, გამიხარდება თუ მიხვდებიან და საკუთარ თავს არ მისცემენ ამდენის უფლებას!

    Liked by 1 person

    • თამუნა, ძალიან კარგად მესმის თქვენი და ზუსტად ასეთი განცდების გამო დავიწყე ამ ბლოგზე მუშაობა. ვფიქრობ რაღაც შედეგი ამ ბლოგის არსებობამ გამოიღო, რადგანაც ბევრ ადამიანს მოუწერია და უთქვია ჩემთვის პირად საუბრებში, რომ სასარგებლო იყო მათთვის ამ ბლოგის სტატიების კითხვა. ეს უდიდეს სიხარულს მანიჭებს, რადგან ვთვლი, რომ ბლოგის საშუალებით თუნდაც ერთი ადამიანის მიდგომის შეცვლა უკვე შედეგია. ყველამ, ვისაც შეგვიძლია, უნდა შევიტანოთ ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩვენი პატარა წვლილი და ამ გზით იქნება შესაძლებელი რაღაცის შეცვლა. მადლობა თქვენი აზრების გაზიარებისთვის!

      Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი