პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორები არიან ბავშვები 3 წლის ასაკში და როგორი თამაშები შეიძლება მოეწონოთ მათ

დატოვე კომენტარი

3 წლიდან იწყება პერიოდი, რომელსაც ბავშვის განვითარების სპეციალისტები ხშირად „ოქროს ხანას“ უწოდებენ. ნაწილობრივ ამ ასაკს ასე იმიტომ მოიხსენიებენ, რომ ბავშვი ამ პერიოდში იწყებს უკვე მშობლების მოსმენასაც და მეორეს მხრივ იმიტომ, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც პატარა იწყებს მისი ფანტაზიის ძალიან აქტიურად გამოყენებას.

ეს ის პერიოდია ბავშვის განვითარებაში, როდესაც ის აქტიურად იწყებს სხვა ბავშვებთან თამაშსაც და უფრო დიდი ალბათობით საკუთარი სათამაშოების სხვებისთვის გაზიარებაც არ ენანება. ამ დროს ბავშვებს უკვე ეხერხებათ სხვებთან თანამშრომლობაც და ძალიან უყვართ სიახლეები. უყვართ ასევე ძალიან ბევრი კითხვის დასმა, განსაკუთრებით კი კითხვისა – „რატომ?“ ძალიან უყვართ ამბების გამოგონებაც. ბავშვები ამ პერიოდში ძირითადად ბაძავენ სხვებს – უფროსებსაც და თანატოლებსაც  და ძალიან არ უყვართ ცვლილებები დღის განრიგში.

ამ ასაკში ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვთ ყურადღების ხანგრძლივად კონცენტრირების უნარი, ამიტომაც ნუ გექნებათ არარეალური მოლოდინები მათ მიმართ, რადგანაც ამას შეიძლება მოყვეს სერიოზული გაღიზიანება. 3-4 წლამდე ასაკის ბავშვებს საშუალოდ 8 -10 წუთის განმავლობაში შეუძლიათ გააკეთონ ერთ რამეზე კონცენტრირება, ამიტომაც გული ნუ დაგწყდებათ თუ თქვენს მიერ ნაყიდ ძვირფას სათამაშოს ის ძალიან მალე მიატოვებს.

ამ ასაკის თავისებურებების გათვალისწინებით უნდა ეცადოთ მოამარაგოთ ბავშვი ისეთი სათამაშოებით და მოიფიქრით ისეთ აქტივობები და თამაშები, რომელიც ხელს შეუწყობს მათი წარმოსახვითი უნარების განვითარებას. რადგანაც კონცენტრაციის უნარი ამ ასაკში ხანმოკლეა, უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ ბავშვს ხშირად მოუნდება აქტივობებისა და თამაშების შეცვლა.

გთავაზობთ იმ სათამაშოებისა და აქტივიბების ჩამონათვალს, რომელიც 3 წლის ასაკის ბავშვისთვის იქნება შესაფერისი და ხელსაც შეუწყობს ბავშის მრავალმხრივ განვითარებას:

  1. კუბები

18ეს ერთი შეხედვით მარტივი სათამაშო ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, რადგანაც იგი ადრეული ასაკიდან ხელს უწყობს პრობლემების მოგვარების უნარის განვითარებას. ასევე ავითარებს მოტორიკას, თვალისა და ხელის კოორდინაციას, სივრცით აღქმას, ხელს უწყობს კრეატიული და მათემატიკური აზროვნების განვითარებას და რაც მთავარია, ძალიან უყვართ ბავშვებს. მოკლედ მნიშვნელოვანია, რომ თქვენს პატარას ჰქონდეს ასეთი სათამაშოთი თამაშის საშუალება.

 2. სათამაშო სახლები

22

სათამაშო სახლები აძლევენ ბავშვებს საშუალებას ჩაერთონ წარმოსახვით თამაშებში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია მათ ფანტაზიის განვითარებისთვის. ასეთი თამაშებით ბავშვები სწავლობენ სამყაროს მათ ირგვლივ, ერთვებიან სხვადასხვა დიალოგებში, რაც ავითარებს მათი კომუნიკაციის, სოციალურ და ინტელექტუალურ უნარებს და რაც ყველაზე მთავარია – ძალიან უყვართ ბავშვებს.

სამწუხაროდ ასეთი ხის სახლები, როგორც წესი ძალიან ძვირი ღირს და ადვილი შესაძლებელია, რომ ვერ გაიმეტოთ თანხა მათ შესაძენად. გული ნუ დაგწყდებათ. თუ თანხა პრობლემაა, იმედია ენთუზიაზმი და მონდომება არ იქნება პრობლემა, რადგანაც სათამაშო სახლი შეგიძლათ თქვენ თვითონ გააკეთოთ მუყაოსგან. ბავშებისთვის კი შესაძლებელია თქვენი ხელით შექმნილი სახლი ბევრად უფრო ღირებული და საყვარელი იყოს, რადგანაც როცა ნახავს თქვენს შრომასა და მონდომებაც ის კიდევ უფრო მეტ სითბოსა და სიყვარულს იგრძნობს თქვენს მიმართ. აი ასეთი ხელთნაკეთი მუყაოს ნიმუშიც, რომელიც თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ.

24

3. პლასტელინი

25ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ პლასტელინით თამაში, თან გართობასთან ერთად პლასტელინით თამაში ხელს უწყობს ბავშის განვითარებას. პლასტელინი ავითარებს ბავშის წარმოსახვას, რადგანაც ძერწვის დროს ის ბევრ სხვადასხვა ვარიანტს გამოცდის ამა თუ იმ ფორმის მისაღებად. პლასტელინზე მუშაობის დროს ატარებს ექსპერიმენტებს და იყენებს ფანტაზიას სხვადასხვა რამის მოსაფიქრებლად. ეს ყველაფერი კი წარმოსახვის განვითარებსთან ერთად ბავშვს პრობლემების მოგვარებასაც ასწავლის. ძერწვის პროცესში ბავშვი ასევე ავარჯიშებს თითების პაწაწუნა კუნთებს – იმ კუნთებს, რომელიც შემდეგ უნდა დაეხმაროს მას კალმის კარგად დაჭერასა და წერაში. ხოლო თუ ის პლასტელინით თქვენთან ერთად ან სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს, მაშინ უკვე ასეთი ურთიეთობა მისი სოციალური უნარების განვითარებასაც შუწყობს ხელს, რადგანაც ამ დროს მას მოუწევს გაზიარებაც და რიგითობის დაცვაც.

4. წარმოსახვითი/როლური თამაშები

26გინახიათ ალბათ როგორ უყვართ ბავშვებს ამა თუ იმ გმირის როლის მორგება თამაშებში – ეს მათთვის ძალიან საყვარელი გასართობია, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.  წარმოსახვითი თამაშის თითქოსდა ერთი შეხედვით უმნიშვნელო პროცესის დროს ადგილი აქვს საკმაოდ სერიოზულ და მრავალმხრივ სწავლის პროცესს. ასეთი თამაშების საშუალებით ხდება ბავშვების ინტელექტუალური, ფიზიკური, სოციალური და ემოციური უნარების განვითარება. წარმოსახვითი თამაშების დროს ბავშვები იკვლევენ და სწავლობენ სხვადასხვა მასალას, ატარებენ ექსპერიმენტებს და აანალიზებენ შესაძლებლობებს, უპირისპირდებიან პრობლემებს და პოულობენ მათი გადაჭრის გზებს. სხვა ბავშებთან ერთად თამაშის დროს სწავლობენ მოლაპარაკებას, თანამშრომლობას და ერთობლივს დაგეგმვას, ავითარებენ სიტყვების მარაგსა და კომუნიკაციის უნარს. ასევე, ავითარებენ სიტუაციების სხვადასხვა კუთხიდან გაანალიზების უნარს, რაც სათამაშოების გახმოვანების საშუალებით ხდება.

იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვს ჩაერთოს ასეთ თამაშებში, ეცადეთ მოამარაგოთ ის სხვადასხვა კოსტიუმებით, მოსართავი საშუალებებითა და სათამაშებით, რომელიც გამოადგება ასეთი თამაშის დროს. მაგალითად, ხელმისაწვდომ ადგილას დაუდეთ ექიმის ფორმა და შესაბამისი აღჭურვილობა, სხვადასხვა გმირის ქუდი, ნაჭერი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა მიზნით გამოიყენოს (მეფის ან რაინდის მანტია, სახურავი სახლისთვის და ა.შ). და ნუ შეწუხდებით ძალიან თუ ამ დროს ოთახში ყველა ნივთი თავის ადგილას არ იქნება. ბავშვს აუცილებლად სჭირდება თავისუფლება თამაშის დროს. უფრო მეტი ინფორმაცია წარმოსახვითი თამაშების მნიშვნელობაზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.

5. აპლიკაციები/ხატვა/ხელგარჯილობა

134ხატვა და აპლიკაცების გაკეთებაც საკმაოდ უყვართ პატარებს ამ ასაკში. მიეცით დიდი ფურცლები და დიდი სქელი ფანქრები, რომ ხელში კარგად შეძლონ მათი დაჭერა. მიეცით ფერადი ქაღალდები და ერთად ამოჭერით სხვადასხვა ფიგურები, შექმენით მოზაიკა, გაუკეთეთ თმა ფერადი ქაღალდებით, ძაფებით, ფოთლებით ან თუნდაც ბამბით თქვენს მიერ დახატულ რამე არსებას. მიეცით ბავშს საშუალება ხანდახან დახატოს ხელებითაც და ნუ შეგეშინდებათ თუ დაისვარა (დაბანა ყოველთვის შეიძლება J). მიეცით საშუალება გამოიყენოს პლასტმასის მაკრატელი და ამოჭრას მის მიერ ან თქვენს მიერ დახატული დიდი ფიგურები და შემდეგ დააკარით დიდ ქაღალდზე და გამოფინეთ ოთახში. ასე იფიქრებს, რომ თქვენ მის ნაშრომს აფასებთ. ხატვა და აპლიკაციებიც ისევე, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სხვა ბავშის გართობის საშუალებები, მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის სხვადასხვა კუთხით. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესი და არა საბოლოო პროდუქტი. ამიტომაც მიეცით ბავშვს სრული თავისუფლება აკეთოს ისე, როგორც მას ეს მოსწონს და შეუძლია და ნუ ჩაერევით მის ფუსფუსში. თუ თქვენს დაიწყებთ მის მაგივრად კეთებას, თვითონ ვერ გაივარჯიშებს ხელებს და შესაბამისად ვერც ისწავლის.

6. მახსოვრობის თამაშები, მარტივი პაზლები, თავსატეხები

1234ამ ასაკიდან უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ასევე ძალიან მარტივი პაზლებით ერთად თამაში და ასწავლოთ პატარას თუ როგორ შეიძლება მათი აწყობა. უხეშად ნუ ეტყვით რამეს თუ მას უცებ არ გამოუვიდა და არ იქონიოთ მისი ასაკისთვის არარეალური მოლოდინი. ამ დროს ბავშვი იწყებს მსგავსი ტიპის სათამაშოების გაცნობას და მათი აწყობის მცდელობას.

ასევე შეგიძლიათ შეიძნოთ ან რაც უფრო მარტივი და სახალისოა ერთად გააკეთოთ მახსოვრობის კარტები. მათი გაკეთების ინსტრუქრია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

27

7. სხვადასხვა სახალისო აქტივობები.

ძალიან მარტივი ნივთები და ხელით გაკეთებული მარტივი სათამაშოები ხშირად უფრო სახალისოა ბავშვისთვის, ვიდრე ძვირადღირებული ფერად-ფერადი სათამაშოები. ასეთი სათამაშოები და თამაშები კი შეგიძლიათ თქვენ თვითონ გააკეთოთ და მოიფიქროთ სახლში სხვადასხვა ადვილად საპოვნელი ნივთების გამოყენებით.

მაგალითად შეგიძლიათ კედელზე მიამაგროთ სამზარეულოს ქაღალდის გამოყენების შემდეგ დარჩენილი რულონი და უთხრათ ბავშვს, რომ ჩაყაროს შიგნით პატარა ბურთულები ფერების მიხედვით (ბურთულები შეგიძლიათ პლასტელინითაც გააკეთოთ). შეიძლება გაგიკვრდეთ, ასეთი რამე-რუმეები ბავშვებს ძალიან მოსწონთ. სურათებში ნაჩვენებია რამდენიმე იდეა ასეთი სახალისო თამაშებისთვის.

29

8. სენსორული ყუთები

ბავშვები ყველაზე უკეთესად მაშინ სწავლობენ და ვითარდებიან, როცა იყენებენ გრძნობის ორგანოებს, რადგანაც ასე ყველაფრის გაგება . დაბადებიდან ბავშვები სწავლობენ მათ ირგვლივ არსებულ სამყაროს შეხებით, სმენით, დანახვით, გემოს გასინჯვით. სხვადასხვა ტიპის ნივთებისა და მასალების შეხებისას ხდება ბავშის ტვინის სტიმულირება, რაც აძლიერებს ტვინის მუშაობას. შესაძლებელია მრავალფეროვანი სენსორული ყუთების შექმნა თქვენი ფანტაზიისა და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. წარმოგიდგენთ ასეთი ყუთების რამდენიმე მაგალითს:

30

9. წიგნები

ამ ასაკის ბავშებისთვის კარგია მარტივი ენით დაწერილი ამბები, რომელსაც ასევე მარტივი შინაარსი აქვთ. მაგალითად ამ ასაკის ბავშვებს ძალიან უყვართ ამბები, რომელიც მათ ყოველდღიურობას ჰგავს. არსებობს ქართულად ხელმისაწვდომი ასეთი ტიპის ძალიან კარგი საბავშვო სერია პატარა თაგუნა ტოპო-ტიპზე, რომელსაც აქვს ულამაზესი ილუსტრაციები. სხვადასხვა წიგნში მოთხრობილია თუ როგორ ჭირვეულობდა თაგუნა ჭამის დროს, მაგრამ როგორ შეიცვალა რაღაც შემთხვევის წყალობით, ან როგორ არ უნდა დაძინება, მაგრამ ბოლოს დედა როგორ ახერხებს მის დარწმუნებას, რომ დაიძინოს. მოკლედ ეს წიგნი ზედგამოჭრილია ამ ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა იმდენად მოსწონთ და უყვარდებათ ბავშვებს ეს წიგნი, რომ საკმაოდ ხშირად უჩვნდებათ სურვილი მოუბრუნდნენ თაგუნად ამბებს უფრო დიდ ასაკშიც.

31

ასევე ძალიან კარგია კასტორის ამბებიც (3 წიგნია გამოცემული კასტორზე).

12345

ძალიან კარგია ასევე ამ ასაკის ბავშვებისთვის სოფო კირთაძის ზოლემია

7წიგნების შერჩევის დროს კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ, რომ წიგნის ილუსტრაციები იყოს რეალისტური, ნახატი და არა ზედმეტად არაბუნებრივი გმირის სურათები, რომელიც ძირითადად კომპიუტერული გრაფიკითაა შექმნილ. ეცადეთ კითხვის პროცესში ხანდახან დასვათ კითხვები და გაიგოთ თუ რას ფიქრობს თქვენი პატარა წიგნში მოთხრობილ ამა თუ იმ საკითხზე. იმაზე, თუ რამდენად ხელს უწყობს წიგნის კითხვა ბავშვისა და მშობლის სიახლოვეს, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

10. ეზო, ველოსიპედი და საბავშრო მოედანი

32და ბოლოს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვს ყველა ასაკში სჭირდება სუფთა ჰაერზე, ეზოში ან რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბუნებაში ყოფნა. აუცილებელია მისთვის ფიზიკური მოძრაობა, ამ დროს ბავშვები ძალიან ენერგიულები არიან და შესაბამისად არ უყვართ ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა. ასე, რომ თუ გინდათ თავიდან აიცილოთ ხშირი გაციება, გაღიზიანება და ცუდ ხასიათზე ყოფნა, ხშირად ჩაიყვანეთ თქვენი პატარა ეზოში და მიეცით საშუალება იმოძრაოს ველოსიპედით, ირბინოს ეზოში, ისრიალოს და იძრომიალოს სათამაშო მოედანზე და ითამაშოს სხვა ბავშვებთან ერთად, რათა განვითარდეს ფიზიკურად, ემოციურად და სოციალურად, რაც მისი სრულყოფილი განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

უფრო მეტი ინფორმაცია ეზოში თამაშის მნიშვნელობაზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s