პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

თამაში – “ნადირობა ასოებით”

3 Comments

საღამოობით, როცა ყველანი სახლში ვართ, მარის ძალიან უყვარს მშობლებთან ერთად თამაში და თან საკმაოდ დაჟინებით ითხოვს ამას🙂 ვფიქრობ, რომ სამართლიანი თხოვნაა, რადგანაც მთელი დღე ყველანი ჩვენი საქმეებით ვართ დაკავებული და ხომ უნდა იყოს რაღაც დრო დღის განმავლობაში, რომელსაც ერთმანეთეთთან ურთიერთობისთვის გამოვყოფბთ. ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელიცაა, იმისთვის, რომ მუდმივად შენარჩუნებული იყოს მშობლებსა და შვილებს შორის სიახლოვე და რომ ჩვენ ყოველთვის კარგად გვესმოდეს ერთმანეთის.

სწორედ ამ მიზეზით, საღამოს თამაშები (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ჩვენი დღის განუყოფელი ნაწილია. ამისთვის თამაშების სიაც კი გავაკეთეთ, რომ მერე გადავხედოთ და შევარჩიოთ ის, რაც იმ დღეს უფრო გაგვიხარდება. იმისთვის, რომ თამაშები მოსაბეზრებელი არ გახდეს, ვცდილობ მოვიძიო ან თუნდაც მოვიფიქრო ახალი თამაშები.

რამდენიმე დღის წინ ერთი ახალი თამაშიც მოვიფიქრე, რომელსაც დავარქკვი “ნადირობა ანბანით”. თამაშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვმა უნდა იპოვოს ანბანის ყველა ასოზე ნივთები, ადამიანები, ცხოველები ა.შ. რაც მის გარშემოა. ამ მიზნით წინასწარ მოვამზადე მარისთან ერთად ფურცელი, სადაც ანბანის ყველა ასო იყო ჩამოწერილი.

ანბანი

ამ ფურცლების მომზადებაც ერთგვარი თამაშის ნაწილი გახდა, რადგანაც ერთობლივად გავაკეთეთ.

ამის შემდეგ დაიწყო ძიების პროცესი. მარის ავუხსენი თამაშის წესები და ისიც შეუდგა საქმეს.

თამაში

ძიება დაიწყო მთელ სახლში…

პატარა ჟირაფი

ძიების პროცესში, მარი ავსებდა იმ ასოებს, რომელსაც პოულობდა…

პატარა ჟირაფი (2)

საბოლოო შედეგი ფრიად სახალისო გამოვიდა🙂

თამაში ნადირობა ანბანით

მარიმ იპოვა სახლში ყველა ასოზე რაღაც და ამ პროცესით საკმაოდაც იხალისა🙂

იმედია თქვენც მოგეწონებათ ეს მარტივი და სახალისო თამაში. თან კარგი ისაა, რომ ეს თამაში შეგიძლიათ სხვა და სხვა ადგილას ითამაშოთ, თუნდაც პარკში, ზოოპარკში, ეზოში და ა.შ. ასე სულ განსხვავებული სიტყვების პოვნა იქნება შესაძლებელი ყოველი თამაშის დროს.

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

3 thoughts on “თამაში – “ნადირობა ასოებით”

  1. გ – გაბისონია ^_^
    რა კარგი იდეაა. თამაშების ჩამოწერაც კარგი იდეაა.

    Liked by 1 person

  2. 🙂

    Like

  3. მეც მოვიგონე ერთი თამაში🙂 მინდა გაგიზიაროთ🙂 დავხაზე რიცხვითი ღერძი და დავაწერე რიცხვები ჩვეულებრივ, -6 დან 6 მდე. თითოეული რიცხვის თავზე დავახატეთ სასურველი რამ.. მაგალითად თოფი, მანქანა, ხანჯალი და ა.შ.ერთი მოთამაშე იღებს მხოლოდ მარცხნივ მოთავსებულ პრიზებს, მეორე კი, მარჯვნივ, ანუ დადებითებისკენ მიდის. რიგ-რიგობით ვაგორებთ კამათელს, და რაც ამოვა “ვოითომ, ვითომ” მოვიგეთ.. თუ ორჯერ ერთიდაიგივე ამოვა, ჯერი მეორე მოთამაშეზე გადადის და ვინც უფრო მალე აიღებს ყველა პრიზს, ის იქნება გამარჯვებული🙂 ამ გზით ვასწავლე ჩემს ექვესი წლის შვილს, რომ მინუს რიცხვები არსებობს🙂 და ეს თამაშით და ბუნებრივად მოხდა…🙂

    Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s