პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

მუსიკის როლი ბავშვის გონებრივ განვითარებაში

დატოვე კომენტარი

ავტორი დაიან ბეილსი

მუსიკას დიდი გავლენა აქვს ჩვენს ემოციაზე. მშობლებმა კარგად იციან, რომ მშვიდ და სასიამოვნო იავნანას შეუძლია დაამშვიდოს გაღიზიანებული პატარა, ხოლო კარგი გუნდის სიმღერას კი შეუძლია ძალიან აგვაღელვოს კიდეც.  მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად მუსიკას შეუძლია ჩვენს აზროვნებაზეც მოახდინოს გარკვეული გავლენა.

ბოლო წლების განმავლობაში მეცნიერებმა საკმაოდ კარგად შეისწავლეს ის თუ როგორ მუშაობს ტვინი. ბავშვები იბადებიან მილიონობით ტვინის უჯრედებით.  ცხოვრების პირველი წლის განმავლობაში ეს ტვინის უჯრედები უკავშირდებიან სხვა ტვინის უჯრედებს. წლებთან ერთად კი ტვინში არსებული ეს კავშირები უფრო მყარდება. ბავშვები, რომლებიც ზრდის პროცესში მუსიკას უსმენენ ანვითარებენ მუსიკალური კავშირებს (musical pathways)  ტვინში. ასეთი კავშირები კი მოქმედებენ იმაზე თუ როგორ ფიქრობს ადამიანი. კლასიკური მუსიკის მოსმენა ავითარებს სივრცის ვიზუალური აღქმისა და ანალიზის უნარს (spatial reasoning) მოკლე პერიოდით მაინც. ხოლო რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლამ კი შეიძლება ხანგრძლივი ეფექტი იქონიოს ადამიანის გარკვეული მიმართულებით აზროვნების უნარების განვითარებაზე.

შეუძლია თუ არა მუსიკას გაგვხადოს უფრო ჭკვიანი?

ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ მუსიკა გვაჭკვიანებს, მაგრამ იგი ნამდვილად ხელს უწყობს ჩვენი ტვინის მუშაობის განვითარებას ზოგიერთი მიმართულებით. კლასიკური მუსიკის მოსმენის შემდეგ მოზრდილები უფრო სწრაფად ასრულებენ ისეთ რამეს, რასაც სივრცითი აღქმა სჭირდება მაგალითად, როგორიცაა პაზლის აწყობა.

რატომ ხდება ეს? ტვინში კლასიკური მუსიკის მოსმენის შედეგად წარმოქმნილი მუსიკალური კავშირები (musical pathways) ძალიან გავს იმ ტვინის კავშირებს, რაც საჭიროა სივრცითი აზროვნებისათვის. როდესაც ჩვენ უსმენთ კლასიკურ მუსიკას, სივრცითი კავშირები “ირთვება” და მზად არიან სამუშაოდ. ასეთი საფუძველის შექმნა კი ხელს უწყობს პაზლის სწრაფად აწყობას. თუმცა ეფექტი მხოლოდ მოკლე დროით გრძელდება. ჩვენი გაუმჯობესებული სივრცითი აზროვნების უნარი ნელდება კლასიკური მუსიკის მოსმენიდან დაახლოებით ერთ საათში.

რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლას კი შესაძლებელია, რომ უფრო ხანგრძივი შედეგი ჰქონდეს. რამდენიმე კვლევამ უჩვენა, რომ ბავშვებმა, რომლებიც 6 თვის განმავლობაში სწავლობდნენ პიანინოზე დაკვრას, გააუმჯობესეს პაზლების აწყობის უნარი და ასევე სხვა ისეთი უნარები, რომლებიც სივრცით აზროვნებას მოითხოვდა.

რატომ კლასიკური მუსიკა?

მუსიკა, რომელსაც კლასიკურს ვუწოდებთ, შექმნილია ისეთი კომპოზიტორების მიერ როგორიცაა ბახი, ბეთხოვენი, მოცარტი და იგი საკმაოდ განსხვავდება როკის, ქანთრის ან სხვა მსგავსი ჟანრის მუსიკისგან. კლასიკურ მუსიკას ბევრად უფრო კომპლექსური მუსიკალური სტრუქტურა აქვს. ბავშვებს 3 თვის ასაკიდან შეუძლიათ განასხვაონ ეს სტრუქტურა და გამოიცნონ ის კლასიკური მუსიკა, რაც ადრე აქვთ მოსმენილი.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ სწორედ კლასიკური მუსიკის კომპლექსური სტრუქტურა ამზადებს ტვინს სივრცითი აზროვნებისათვის, რის შედეგადაც ტვინი ამ მიმართულებით უფრო სწრაფად მუშაობს. შესაბამისად კლასიკური მუსიკის მოსმენას ტვინზე უფრო სხვა ეფექტი აქვს, ვიდრე სხვა ტიპის მუსიკას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სახის მუსიკა კარგი არაა. ყველა ტიპის მუსიკა უწყობს ხელს მუსიკალური კავშირების დამყარებას ტვინში და მუსიკას შეუძლია ზოგადად პოზიტიური გავლენა იქონიოს ჩვენს ხასიათზე და სწავლის პროცესიც უფრო გააადვილოს.

რა შეგიძიათ გააკეთოთ?

ეცადეთ გამოიყენოთ სხვადასხვა საშუალებები, იმისთვის, რომ ბავშვს შეაყვაროთ მუსიკა ადრეული ასაკიდან. ამისთვის შემოგთავაზებთ რამდენიმე იდეას:

  • მოასმენინეთ ბავშვს მუსიკა. მიეცით საშუალება ბავშვს მოუსმინოს სხვადსხვა ჟანრის მუსიკას. თუ თქვენ უკრავთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკარით მაშინ, როცა ბავშვი თქვენთან არის, მაგრამ ეცადეთ რომ ხმა ძალიან მაღალი არ იყოს. ხმამაღალმა მუსიკამ შესაძლებელია დააქვეითოს ბავშვის სმენა.
  • უმღერეთ ბავშვს – არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად მღერიხართ, თქვენი ხმის გაგონება ბავშვს ეხმარება ენის სწავლაში. ბავშვებს ძალიან უყვართ რიტმი და გამეორებები სიმღერებში და ძალიან პატარებსაც კი შეუძლიათ მელოდიის გამოცნობა თუ ერთხელ მაინც აქვთ მოსმენილი.
  • შეასწავლეთ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა ადრეული ასაკიდან. თუ თქვენ გინდათ თქვენს შვილს შეასწავლოთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, არ არის აუცილებელი ამისთვის ელოდოთ სასკოლო ასაკს. სკოლამდელი ასაკის ბავშვის ტვინს აქვს უნარი აითვისოს მუსიკა. ოთხი და ხუთი წლის ბავშვების უმრავლესობას უყვართ დაკვრა და შეუძლიათ ზოგიერთი მუსიკალური ინსტრუმენტის საფუძვლების შესწავლა. ხოლო მუსიკალური ინსტრუმენტზე დაკვრის ადრეული ასაკიდან შესწავლა კი მუსიკისადმი სიყვარულს უწყობს ხელს, რაც შემდეგ მთელი ცხოვრება გრძელდება.
  • რამდენადაც შესაძლებელია თხოვეთ თქვენი შვილის სკოლის ან ბაღის ადმინისტრაციას ასწავლონ მუსიკა. სიმღერა ხელს უწყობს ტვინის სტიმულაციას ცოტა ხნით მაინც. მუსიკის/სიმღერის სასწავლო პროგრამაში შეტანა დაეხმარებათ ბავშებს კოორდინაციისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. მუსიკის სწავლა კი ბავშვის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებასაც შეუწყობს ხელს.

წყარო: http://www.fcs.uga.edu/ext/pubs/chfd/FACS01-7.pdf

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s