პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ დავთესეთ ვაშლის ხეები

6 Comments

33

შარშან, ნოემბერში ჩვენს ეზოში მოვაწყვეთ ხეების დარგვის დღე ბავშვებისთვის. ეზოს ბავშებთან ერთად ამ პატარა ღონისძიებაში ჩვენი მეგობრები და მათი შვილებიც მონაწილეობდნენ. რადგანაც, ხეების დარგვაში დიდი გამოცდილება არ გვქონდა, დახმარება ვთხოვეთ ნატა ფერაძეს „პარტიზანული მებაღეობიდან“, რომელმაც მოგვამარაგა ყველანაირი ხელსაწყოთი, გვასწავლა რა როგორ უნდა გაკეთებულიყო და ჩვენთან ერთად დარგო 15 ხეხილის ხე ჩვენს ეზოში.

21

ეს პატარა ღონისძიება საკმაოდ სახალისო გამოგვივიდა. ხეების დარგვასთან ერთად ბავშვებს ერთი ამბავი მოვუყევით  ამერიკელ ჯონ ჩემპენზე, რომელსაც უფრო ხშირად მოიხსენიებენ როგორც ჯონ ეფპლსიდ (Johnny Appleseed), რომელმაც ვაშლის ხეები გაავრცელა მთელს ამერიკაში, ძირითადად მათი დათესვის გზით.

22

ამ ამბის დემონსტრირებისთვის, ნატამ ბავშვებს აჩვენა თუ როგორ შეიძლებოდა მართლაც ვაშლის ხის დათესვა. ყველა ბავშვმა ნატას დახმარებით ერთჯერად ჭიქაში ჩათესა ვაშლის ხე და დადო პირობა, რომ მოუვლიდა ისე როგორც ნატამ ასწავლა :).

23

მარისაც ჰქონდა ერთი ასეთი ჭიქა და ველოდეთ და ველოდეთ მოკლედ ამ ვაშლის ამოსვლას, მაგრამ არ ამოდიოდა. ვიფიქრეთ იქნებ თესლი ზედმეტად ღრმად მოვათავსეთ ჭიქაში და ამიტომაც არ გამოგვივიდაო (ნატამ როგორც გვასწავლა თესლი მხოლოდ თითის სიგრძეზე უნდა ჩავიდეს მიწაში, რომ მცენარემ მიწიდან ამოსვლა მოახერხოს). გადავწყვიტეთ მეორედ გვეცადა ბედი და აი მეორე მცდელობამ კი გაამართლა. ჩვენი წითელი ვაშლის თესლებიდან გაიზარდნენ პაწაწუნა ხეები, რამაც მარი ძაააალიან გაახარა.

34

გაზაფხულზე ვაშლის პაწაწუნა ხეები ნელ-ნელა გაიზარდნენ.

35

აი ზაფხულისთვის კი უკვე საკმაოდ დიდებიც გახდნენ.

36

მოკლედ ჩვენმა ექსპერიმენტმა გაამართლა 🙂 თურმე ნამდვილად ამოდის ვაშლის ხე თესლიდან. ახლა უკვე ჩვენი ხეები დიდ ქოთანში გადავრგეთ და ველოდებით იმას თუ როდის გახდებიან დიდი და ლამაზი ხეები 🙂

თუ თქვენც გიცდიათ ან აპირებთ მსგავსი ექპსერიმენტის ჩატარებას, ჩვენც გაგვიზიარეთ თქვენი ამბები:)

ავტორი: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

6 thoughts on “როგორ დავთესეთ ვაშლის ხეები

  1. თამუნა, ჩვენც გვასწავლე, როგორ უნდა მოვუაროთ ჭიქაში ჩამარხულ თესლს, რათა იქიდან ხე აღმოცენდეს: როდის დავთესოთ, როგორი უნდა იყოს ვაშლი ან მიწა, რა სიხშირით სჭირდება მორწყვა და ა.შ.
    მადლობა წინასწარ 🙂

    Liked by 1 person

    • 🙂 ესეიგი, ჩვენ დავთესეთ ჩვენი ვაშლის ხეები ადრე გაზაფუხლზე. თუმცა ვფიქრობ, რომ ოთახის პირობებში ახლაც შეიძლება დათესვა. რაც შეეხება ვაშლს, დიდი წითელი გორის ვაშლების თესლის გამოვიყენეთ, რომელიც ბაზარში იყიდება. მორწყვას რაც შეეხება, უნდა ზომიერად. რომ მიწა ძალიან არ გაშრეს და არც თესლი დალპეს მიწაში. ჭიქა, რა თქმა უნდა დაბლა უნდა იყოს გახვრეტილი და უნდა დაიდოს მზიან ადგილას, ფანჯარასთან.

      Liked by 1 person

      • დიდი მადლობა, თამუნა 🙂
        ვფიქრობ, ასეთი პროცესი ბავშვს ბუნებაზე დაკვირვების გარდა ერთგვარ დისციპლინას, პასუხისმგებლობას და მზრუნველობასაც ასწავლის. ძალია მომეწონა იდეა 🙂

        Liked by 1 person

  2. მადლობა 🙂

    Like

  3. გამოხმაურება: 101 რამ, რაც გაახალისებს ბავშვებს ამ ზაფხულს | პატარა ჟირაფი

  4. მე. ვერ გავაღვივრ პირდაპირ მუწაში მოათავსეთ? რა მოვლა ჯნდა რამდენი ხანი უ და აღმოცენებას

    Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი