პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


3 Comments

გახმოვანებული ქართულენოვანი საბავშვო სურათებიანი წიგნები YouTube-ზე

 

სულ ცოტა ხნის წინ ახალი რამ წამოვიწყეთ – ქართულენოვანი საბავშო სურათებიანი წიგნების გახმოვანება და მათი ატვირთვა YouTube-ზე.

მიუხედავდ იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით თუ რამდენად მავნებელია პატარებისთვის ეკრანთან დროის გატარება და რამდენად უკეთესია მათთვის ამის ნაცვლად წიგნების კითხვა, თამაში და გარეთ სირბილი, ამა თუ იმ მიზეზის გამო ისინი მაინც ატარებენ დროს ეკრანთან და ხშირად მათი ასაკისთვის სრულიად შეუფერებელი შინაარსის ფილმების თუ ვიდეო რგოლების ყურებაში.

რადგანაც გახმოვანებული ქართულენოვანი საბავშვო სურათებიანი წიგნების ნაკლებობაა ინტერნეტ სივრცეში, ვიფიქრეთ ეს წამოწყება სახალისოსთან ერთად, სასარგებლოც აღმოჩნდებოდა ქართველი პატარებისთვის. იმედია, ასეც იქნება.

10 წლის მარი, დიდი ხალისით ჩაერთო ამ წამოწყებაში და სიამოვნებით ახმოვანებს წიგნებს.  მარის ასევე შეურთდნენ 3 წლის ანასტასია და 6 წლის ლუკა 🙂

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ბავშვების მიერ გახმოვანებულ საბავშვო წიგნებს. იმედია მოგეწონებათ ისინი თქვენ და რაც მთავარია, თქვენს პატარებსაც.

#1 “კასტორი ღებავს” – ავტორი ლარს კლინტინგი

 

#2 “კასტორი აცხობს” – ავტორი ლარს კლინტინგი

 

#3 “კასტორი დურგლობს” ავტორი ლარს კლინტინგი

 

#4 “ოლივერი და პეჩი” ავტორები კლერ ფრიდმანი და კეიტ ჰინდლი

 

#5 “ბალეტი რა ძაღლის საქმეა?!” ავტორები ანა კემპი და სარა ოგილვი

 

#6 “ბაბუს კუნძული” ავტორი და ილუსტრატორი ბენჯი დეივისი

 

#7 “თეთრი ლომი” – ავტორები ჯიმ ჰელმორი და რიჩარდ ჯონსი

 

#8 “მიყვარხარ დედიკო” ავტორი ჯოანა ვოლში

 

#9 “მიყვარხარ მამიკო” ავტორი ჯოანა ვოლში

 

#10 “მარტორქები ბლინებს არ ჭამენ” –   ავტორები ანა კემპი და სარა ოგილვი 

 

#11 “ჰიპა ირჩევს პროფესიას” ავტორები ანა ჯანელიძე და ალექს ჩიყვინაძე

 

#12 “რუ – მრგვინავი დინოზავრი” ავტორები დევიდ ბედფორდი და მენდი სტენლი

 

#13 “მანდ ვინ არის?” 

 

#14 “ნადირობა უზარმაზარ ფხუკუნაზე” – ავტორები კლერ ფრიდმენტი და კეიტ ჰინდლი

 

#15 “კაკ-კუკ! აქ ვინ არის?”

#16 “როგორ დავბანოთ ფუმფულა მამონტი” – ავტორები მიშელ რობინსონი და ქეით ჰინდლი

Advertisements


დატოვე კომენტარი

გართობა ზაფხულში ბავშვებთან ერთად და ჩვენ სტუმრად რუსთავი2-ში

“რუსთავი 2” დაინტერესდა ჩვენი საზაფხულო გასართობების სიით და მიგვიწვია ამ თემაზე სასაუბროდ “სხვა შუადღეში”.  ჩვენც მივედით 🙂 და ვისაუბრეთ იმაზე თუ რას და როგორ ვაკეთებთ ხოლმე ზაფხულობით. ბავშვებმა კი იქვე გააკეთეს იმის დემონსტრირება თუ რამდენად მარტივად შეიძლება სახალისო სათამაშოების საკუთარი ხელით გაკეთება.

ესეც ჩვენი ვიდეო.

11


%(count)s კომენტარი

სახალისო ექსპერიმენტი #5 – “ჯადოსნური რძე”

11 ესეც ჩვენი მორიგი სახალისო     ექსპერიმენტი.

როგორც წინა ექსპერიმენტში, აქაც ვაგრძელებთ მოლეკულების თვისებებზე დაკვირვებას.

 

 

როგორც ვიდეოში იყო ნაჩვენები, ფერების აფეთქება მოხდა რძესა და საპონს შორის რეაქციის შედეგად. მხოლოდ საღებავების რძეში ჩასხმისას არაფერი მომხდარა, ხოლო საპნის წვეთის რძესთან შეხებისას მომენტალურად დაიწყო მოძრაობა რძეში და მოხდა „ფერების აფეთქება“.

როგორც ნახეთ, ექსპერიმენტის დროს მარი საპნიან ჩხირს არ ამოძრავებდა. ჩხირი ერთ ადგილას იყო.

თუ თქვენ თვითონ ჩაატარებთ ამ ექსპერიმენტს და რამდენჯერმე ჩადებთ საპნიან ჩხირს რძეში, ნახავთ, რომ ყოველი შემდგომი ცდის დროს, ეს რეაქცია მცირდება და საბოლოოდ ფერების მოძრაობა რძეში ჩერდება.

ეს ექსპერიმენტი უჩვენებს იმას თუ როგორ „მუშაობს“ საპონი ანუ როგორ აკეთებს ის თავის საქმეს. როდესაც ხელი ცხიმიანი გვაქვს, ვიცით რომ ხელის დაბანა მხოლოდ წყლით შეუძლებელია. საპნის გამოყენებისას კი ვგრძნობთ თუ როგორ გვშორდება ხელიდან ცხიმი.

რა ხდება საპნის გამოყენების დროს?

საპნის მოლეკულები უკავშირდებიან ცხიმის მოლეკულებს და ერწყმიან მათ, რისი გადარეცხვაც შემდეგ უკვე წყალს შეუძლია.

ჩვენი ექსპერიმენტის ჩატარების დროსაც რძეში საპნის წვეთის შეხებამ იგივე რეაქცია გამოიწვია. 12

რძე წარმოადგენს წყლის, ვიტამინების, მინერალების, პროტეინებისა და ცხიმის წვეთების ნაზავს.

საპნის მოლეკულებს ორი განსხვავებული თვისების მქონე მხარე აქვთ 1(უპოლუსო და პოლუსიანი მხარეები): ერთი მხარე არის წყლის მოყვარული მხარე, ხოლო მეორე არის წყლის მოშიში. საპნის მოლეკულის წყლის მოყვარული მხარე იხსნება წყალში, ხოლო წყლის მოშიში კი ეკრობა რძეში არსებულ ცხიმებს. საპნის მოლეკულის სწორედ ეს თვისება ხდება იმ მხიარულიების მიზეზი, რომელიც ვნახეთ ვიდეოში.

როცა საპნის მოლეკულები დაქრიან და ცდილობენ ცხიმის მოლეკულებთან შეერთებას, ისინი მოლეკულები იგრიხებიან, ტრიალებენ და ბზრიალებენ ყველა მიმართულებით. ცხიმის მოლეკულების ამ მთელი „ტანვარიჯიშის“ დროს,  საჭმლის საღებავის მოლეკულები სწრაფად მოძრაობენ და ეჯახებიან ირგვლივ ყველაფერს. მათი ეს მოძრაობა კი გვაძლევს სხვა შემთხვევაში უხილავ პროცესზე მარტივად დაკვირვების საშუალებას.

მას შემდეგ, რაც საპონი თანაბრად განაწილდება რძეში, რეაქცია ნელდება და მოძროაბა საბოოლოოდ ჩერდება.

სცადეთ და დაამატეთ კიდევ ერთი წვეთი საპონი იმის სანახავად ექნება თუ არა ადგილი კიდევ რაიმე მოძრაობას რძეში. თუ კვლავ დაიწყება მოძრაობა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ კიდევ იპოვეთ ცხიმის ის მოლეკულები, რომლებსაც ჯერ არ უპოვნიათ წყვილი ფერადი ცეკვის დროს.

სცადეთ იგივე წყალში და ნახეთ რა გამოვა? მიიღებთ თუ არა იგივე შედეგს? რას ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე?

 


დატოვე კომენტარი

სახალისო ექსპერიმენტი – მოტივტივე კვერცხი

1მარიმ და მე გადავწყვიტეთ პერიოდულად ჩავატაროთ სახალისო ექსპერიმენტები და ამ გზით გამოვიკვლიოთ და შევისწავლოთ სხვადასხვა საინტერესო საკითხი.

ჩვენი წინა ექსპერიმენტი სიმკვრივის თემას შეეხებოდა, სადაც ვნახეთ თუ როგორ და რატომ იძირება ფორთოხალი მას შემდეგ რაც ის გაიფცქვნება.

გადავწყვიტეთ შემდეგ ესქპერიმენტშიც გაგვეგრძელებინა სიმკვრივის თემა. ამჯერად ამ საკითხზე დაკვირვება კვერცხის საშუალებით გავაკეთეთ და შევამოწმეთ თუ როდის და რატომ ტივტივებს კვერცხი წყალში.

ესეც ჩვენი ექსპერიმენტი

 


3 Comments

თამაში – “ნადირობა ასოებით”

საღამოობით, როცა ყველანი სახლში ვართ, მარის ძალიან უყვარს მშობლებთან ერთად თამაში და თან საკმაოდ დაჟინებით ითხოვს ამას 🙂 ვფიქრობ, რომ სამართლიანი თხოვნაა, რადგანაც მთელი დღე ყველანი ჩვენი საქმეებით ვართ დაკავებული და ხომ უნდა იყოს რაღაც დრო დღის განმავლობაში, რომელსაც ერთმანეთეთთან ურთიერთობისთვის გამოვყოფბთ. ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელიცაა, იმისთვის, რომ მუდმივად შენარჩუნებული იყოს მშობლებსა და შვილებს შორის სიახლოვე და რომ ჩვენ ყოველთვის კარგად გვესმოდეს ერთმანეთის.

სწორედ ამ მიზეზით, საღამოს თამაშები (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ჩვენი დღის განუყოფელი ნაწილია. ამისთვის თამაშების სიაც კი გავაკეთეთ, რომ მერე გადავხედოთ და შევარჩიოთ ის, რაც იმ დღეს უფრო გაგვიხარდება. იმისთვის, რომ თამაშები მოსაბეზრებელი არ გახდეს, ვცდილობ მოვიძიო ან თუნდაც მოვიფიქრო ახალი თამაშები.

რამდენიმე დღის წინ ერთი ახალი თამაშიც მოვიფიქრე, რომელსაც დავარქკვი “ნადირობა ანბანით”. თამაშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვმა უნდა იპოვოს ანბანის ყველა ასოზე ნივთები, ადამიანები, ცხოველები ა.შ. რაც მის გარშემოა. ამ მიზნით წინასწარ მოვამზადე მარისთან ერთად ფურცელი, სადაც ანბანის ყველა ასო იყო ჩამოწერილი.

ანბანი

ამ ფურცლების მომზადებაც ერთგვარი თამაშის ნაწილი გახდა, რადგანაც ერთობლივად გავაკეთეთ.

ამის შემდეგ დაიწყო ძიების პროცესი. მარის ავუხსენი თამაშის წესები და ისიც შეუდგა საქმეს.

თამაში

ძიება დაიწყო მთელ სახლში…

პატარა ჟირაფი

ძიების პროცესში, მარი ავსებდა იმ ასოებს, რომელსაც პოულობდა…

პატარა ჟირაფი (2)

საბოლოო შედეგი ფრიად სახალისო გამოვიდა 🙂

თამაში ნადირობა ანბანით

მარიმ იპოვა სახლში ყველა ასოზე რაღაც და ამ პროცესით საკმაოდაც იხალისა 🙂

იმედია თქვენც მოგეწონებათ ეს მარტივი და სახალისო თამაში. თან კარგი ისაა, რომ ეს თამაში შეგიძლიათ სხვა და სხვა ადგილას ითამაშოთ, თუნდაც პარკში, ზოოპარკში, ეზოში და ა.შ. ასე სულ განსხვავებული სიტყვების პოვნა იქნება შესაძლებელი ყოველი თამაშის დროს.


%(count)s კომენტარი

როგორ გავაკეთოთ სამაჯური ფერადი რეზინების საშუალებით

ზამთრის არდადეგებზე ვცდილობთ ბევრი ახალი რამ ვისწავლოთ. ერთ–ერთი რამ, რაც მარის ძალიან უნდოდა ესწავლა იყო – სამაჯურების გაკეთება პატარა ფერადი რეზინების საშუალებით. მოვახერხეთ და ეს გეგმა განვახორციელეთ, რის შემდეგაც მარის ძალიან მოუნდა სხვა ბავშვებისთვისაც გაეზიარებინა ის, რაც თვითონ ისწავლა. მისი თხოვნით ჩავწერეთ ვიდეო, სადაც მარი გაჩვენებთ სამაჯურის გაკეთების მარტივ ხერხს 🙂


2 Comments

ახალი წლის მოლოდინის კალენდარი

მშობლებმა კარგად ვიცით თუ როგორ მოუთმენლად ელიან ბავშვები ახალ წელს და როგორ კითხულობენ ყოველ დღე და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც თუ რამდენი დღე დარჩა ახალი წლის მოსვლამდე. ამ მოლოდინის სასიამოვნო პროცესად გადასაქცევად არსებობს ერთი ლამაზი და სასიამოვნო ტრადიცია – მოლოდინის კალენდრის შექმნა, რომელსაც ხშირად თან ახლავს ხოლმე პატარა სიურპრიზები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია საქართველოში არ არის ფეხმოდგმული და ძირითადად დასავლეთის ქვეყნებშია ცნობილი სახელწოდებით – Christmas Advent Calendar, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენს სახლშიც შემოგვეტანა ის, რადგანაც მარიც ისევე, როგორც დასავლეთში მცხოვრები ბავშვები, მოუთმენლად ელოდება დღესასწაულებს და ისიც სულ კითხულობს თუ რამდენი დღე დარჩა ახალ წლამდეო 🙂

უკვე მეორე წელია მსგავს კალენდარს ვაკეთებთ. შარშან კალენდრი ასეთი მარტივი ვარიანტი გავაკეთეთ, სადაც მხოლოდ დღეების დათვლა იყო ძირითადი მიზანი და თითეული განვლილ დღეს მარი აწებებდა ბამბას სანტა კლაუსის წვერს.

TOMFO-DIY-Santa-adventcalendar

წელს გადავწყვიტეთ კალენდრის უფრო კომპლექსური სისტემა მოგვეფიქრებინა, სადაც ახალ წლამდე დარჩენილი დღეების დათვლას პატარა სიურპრიზებიც დაემატებოდა 🙂

ამისთვის მარიმ და მე ჩვენი ხელით გავაკეთეთ 31 პაწაწუნა კონვერტი დეკემბრის ყველა დღის აღსანიშნავად, გაუკეთეთ ფონი და ნაძვის ხის ფორმითა დავამაგრეთ კედელზე და თან გავაფორმეთ ნაძვის ხის მსგავსად.

DSC_0395

ამ კალენდის სიურპრიზი კი გახდა ჩემი წერილები მარისადმი, რომელსაც ის ყოვედღიურად იღებს ახალი წლის დადგომამდე.

DSC_0400

ყოველ დღე, ახალი წლის დადგომამდე მარი მიდის ამ კალენდართან და მოუთმენლად ელოდება იმას, თუ რა წერილი დახვდება იმ დღეს მას ახალ კონვერტში და თან იმის დასათვლელად თუ რამდენი დღე დარჩა ახალ წლამდე ანუ საჩუქრების მიღებამდე 🙂

DSC_0406

წერილების შინაარსი კი ისეთია, რაც მარის გაუხარდება რა თქმა უნდა და ყოველ დღე განსხვავებული შინაარსით 🙂

DSC_0438

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მხიარული და სასიამოვნო ტრადიციაა. ამიტომაც ვაპირებთ მომდევნო წლებშიც გავაგრძელოთ და თან ყოველწლიურად ამ კალენდრის ახალი ვარიანტები მოვიფიქროთ.