პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


დატოვე კომენტარი

გართობა ზაფხულში ბავშვებთან ერთად და ჩვენ სტუმრად რუსთავი2-ში

“რუსთავი 2” დაინტერესდა ჩვენი საზაფხულო გასართობების სიით და მიგვიწვია ამ თემაზე სასაუბროდ “სხვა შუადღეში”.  ჩვენც მივედით 🙂 და ვისაუბრეთ იმაზე თუ რას და როგორ ვაკეთებთ ხოლმე ზაფხულობით. ბავშვებმა კი იქვე გააკეთეს იმის დემონსტრირება თუ რამდენად მარტივად შეიძლება სახალისო სათამაშოების საკუთარი ხელით გაკეთება.

ესეც ჩვენი ვიდეო.

11

Advertisements


3 Comments

101 რამ, რაც გაახალისებს ბავშვებს ამ ზაფხულს

ზაფხული, მხიარულებისა და საინტერესო თავგადასავლების დროა, მაგრამ ხდება ისეც, რომ ხანდახან არ ვიცით რით გავერთოთ.

სწორედ ასეთ დღეებში შეიძლება გამოგადგეთ სია, რომელიც შეიცავს 101 იდეას ზაფხულის გასახალისებლად:

  1. გადაიღე პატარა ფილმიმაისურის ღებვა
  2. მოინახულე საინტერესო ადგილი
  3. ხელით მოხატე მაისური
  4. გამართე ოჯახური თამაშების საღამო
  5. გააკეთე მზის საათი
  6. ჩაატარე არქეოლოგიური გათხრები ზღვის სანაპიროზე
  7. გადაიღე სასაცილო სურათები
  8. დადგი სპექტაკლი მეგობრებთან ერთად
  9. ესტუმრე ბოტანიკურ ბაღს
  10. გაატარე რამდენიმე დღე ტელევიზორისა და კომპიუტერის გარეშე.
  11. დალაშქრე მთები
  12. გააკეთე სახალისო აპლიკაციები????????????????????????????????????
  13. ეწვიე ბიბლიოთეკას
  14. ააგე ქვიშის კოშკები
  15. დარგე ყვავილები
  16. დატკბი მზის ჩასვლით
  17. გააკეთე ფრანი შენ თვითონ
  18. დაწერე ზღაპარი
  19. შეხვდი მზის ამოსვლას მთაში
  20. მოიფიქრე ახალი თამაში
  21. გააკეთე ჭიანჭველების ფერმა
  22. აწარმოე დღიური
  23. ისწავლე როგორ გააკეთო ჭიამაიაების სახლი
  24. გაისეირნე ბუნებაში????????????????????????????????????
  25. გააკეთე თოჯინების თეატრი
  26. ეწვიე მუზეუმს
  27. გააკეთე ყვავილების გვირგვინი
  28. წადი სათევზაოდ
  29. წაიკითხე საინტერესო წიგნები
  30. გაბერე გიგანტური საპნის ბუშტები
  31. მოხატე ქვები
  32. ისწავლე ორიგამების გაკეთება
  33. გააკეთე ჩრდილების თეატრი ფანრის გამოყენებით
  34. გააკეთე სათამაშო ასანთის კოლოფით
  35. გააკეთე შენი ეზოს ან უბნის რუკა
  36. გააკეთე ჰერბარიუმი
  37. გაზარდე თავკომბალები და გაუშვი გუბურაში
  38. ისწავლე ხეზე აძრომა
  39. მოაწყვე მხიარული პიკნიკი
  40. დაიჭირე ციცინათელები, დააკვირდი და გაუშვი
  41. დახატე ნახატები ცარცით
  42. გამოაცხვე ნამცხვარი
  43. მოაწყვე შენი ნახატების გამოფენა
  44. დაიჭირე პეპლები (და გაშვებაც არ დაგავიწყდეს)
  45. გააკეთე ხილის ნაყინი
  46. მოიფიქრე ლექსები
  47. იპოვე ფიგურები ღრუბლებში
  48. წადი მდინარეზე ან ტბაზე
  49. გააკეთე  ნავი შენ თვითონ
  50. ისწავლე ახალი ცეკვა
  51. მოაწყვე ქაღალდის თვითმფრინავების შეჯიბრება
  52. გააკეთე მუყოას სახლი
  53. ისწავლე ახალი ფოკუსი
  54. დახატე ავტოპორტრეტი
  55. ივარჯიშე დილაობით
  56. გაუკეთე ვინმეს ძალიან მაგარი სიურპრიზი
  57. მოაწყვე პატარა წვეულება????????????????????????????????????
  58. გააცოცხლე ნივთები ჭყეტელა თვალებით
  59. იცეკვე წვიმაში
  60. გაისეირნე ნავით
  61. გააკეთე მახსოვრობის კარტები შენ თვითონ
  62. გააკეთე სამეფო ან სადედოფლი გვირგვინი
  63. გაისეირნე პარკში
  64. გააკეთე თოჯინა შენ თვითონ
  65. გააფორმე ძველი აბაჟური
  66. შექმენი ფიგურები ფერადი წებოვანი ბურბუშელით
  67. გააკეთე ჩიტუნების სახლი
  68. გააკეთე ანბანი ქვებზე
  69. გააკეთე ინდიელის გვირგვინი
  70. გააკეთე მშვილდისარი
  71. გააკეთე ლარნაკი პლასტმასის ბოთლის გამოყენებით
  72. გააკეთე მხიარული წიგნის სანიშნი
  73. ეწვიე სათაფლიის ნაკრძალს და გაიგე მეტი დინოზავრებზე
  74. შექმენი სახალისო ხელოვნების ნიმუში
  75. დათესე ვაშლის ხეები????????????????????????????????????
  76. გააკეთე სამაჯურები ფერადი რეზინებით
  77. ისწავლე მოლეკულების შესახებ ჯადოსნური რძის ექსპერიმენტით
  78. მოიფიქრე გამოცანები
  79. გაუკეთე სიკეთე უცნობ ადამიანს
  80. გაბერე ბუშტი სოდისა და ძმრის საშუალებით
  81. დატოვე წერილი შემდეგი მკითხველისთვის ბიბლიოთეკის წიგნში
  82. დაუთმე ვინმეს რიგი
  83. დაასუფთავე რომელიმე ადგილი მეგობრებთან ერთად
  84.  გააკეთე ჯადოსნური მინიატურული სოფელი
  85. დაურეკე ძველ მეგობარს
  86. ისწავლე სიმკრვივეზე და ტივტივზე ფორთოხლის ექსპერიმენტით
  87.  წაუკითხე წიგნი მოხუცს
  88. მიესალმე ხალხს ქუჩაში
  89. ვინმეს ასწავლე ახალი რამ
  90. გააკეთე საჩუქარი ვინმესთვის შენი ხელით
  91.  გააკეთე სხვადასხვა სახალისო ექსპერიმენტები
  92. დახატე ზაფხული
  93. გაუგზავნე მადლობის ბარათი ადამიანს, რომელიც შენი შთაგონების წყაროა
  94. გამართე ხელთნაკეთი ნავების შეჯიბრება
  95. მოაწყვე „წუწაობის“ დღე
  96. ისწავლე სახალისო ფიგურების ძერწვა
  97. გააკეთე რაიმე ლამაზი ნივთი ნიჟარების გამოყენებით
  98. გააკეთე წიგნის სანიშნი
  99. გამართე კონცერტი მეგობრებთან ერთად
  100. გააკეთე სათამაშო გირჩებით
  101. გაიღიმე, ღიმილი გადამდებია.


%(count)s კომენტარი

არქეოლოგიური გათხრები ზღვის სანაპიროზე

ზღვა და ქვიშა გართობის ბევრ სშუალებას სთავაზობს ბავშვებს, თუმცა არც ქვიან სანაპიროზე მოიწყენთ თუ მოინდომებთ 🙂

შარშან, ზღვაზე დასვენების დროს, ქვიშის კოშკების აშენებასა და ქვიშის აბაზანების მიღებას, კიდევ ერთი სახის სახალისო გასართობი დავამატეთ: არქეოლოგიური გათხრები ზღვის სანაპიროზე, უფრო კონკრეტულად კი არქეოლოგიური გათხრები დინოზავრების ჩონჩხის აღმოსაჩენად 🙂

ამ მიზნით შევიძინეთ ბევრი დინოზავრი (უფრო სწორად, დინოზავრის ჩონჩხი :)) ვედროები და ნიჩბები კი ისედაც გვქონდა.

თამაშის დასაწყებად ბავშვებს ვთხოვე ცოტა ხნით სხვაგან გასეირნება და ამ დროს ნიჟარებით მონიშნულ ადგილას ქვიშაში ჩავმალე 16 დინოზავრის ჩონჩხი.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოვუხმე ბავშვებს, დავურიგე ნიჩბები და ვედროები და ბავშვებიც შეუდგნენ ძებნას.

????????????????????????????????????

დინოზავრების ჩონჩხის ძიება დაიწყო

ბავშვები ძალიან დიდი მონდომებით ატარებდნენ არქეოლოგიურ გათხრებს და არ ერიდებობდნენ არანაირ დაბრკოლებას 🙂

????????????????????????????????????

სალი, ნინი და მარი ძიების პროცესში

და აი პირველი აღმოჩენაც. ნინიმ დინოზავრის ჩონჩხი იპოვა 🙂

????????????????????????????????????

ნინის პირველი აღმოჩენა

სალი და მარი კი აგრძელებენ ძიებას მთელი სერიოზულობით.

????????????????????????????????????

ნიდი და სალი

ბოლოს ისე მოხდა, რომ ყველამ თანაბარი რაოდენობის დინოზავრები იპოვა.

????????????????????????????????????

მარი თავისი ჩონჩხებით

ესეც მარის მონაპოვარი დინოზავრის ჩონჩხები

????????????????????????????????????

სალომე

ესეც თავისი მონაპოვარით აღფრთოვანებული სალომე.

????????????????????????????????????

დინოზავრების სამყარო

ძიების დასრულების შემდეგ, გოგონები გადავიდნენ დინოზავრების სამყაროს შექმნაზე.

????????????????????????????????????

ასე დასრულდა ერთი მშვენიერი ზაფხულის დღე ზღივს სანაპიროზე ახალ თამაშთან ერთად.

როგორც დინოზავრების თემის გაგრძელება, ჩვენი შემდეგი მოგზაურობა დავგეგმეთ სათაფლიის ნაკრძალში. აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ამ მოგზაურობის პატარა ვიდეო.