პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


დატოვე კომენტარი

წიგნის ფესტივალი, “პატარა ჟირაფი” და სამი გოჭის ზღაპარი

ახალი წლის წინა დღეებში თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი ჩატარდა. ორგანიზატორებმა “პატარა ჟირაფიც” მიიწვიეს 🙂

გადავწყვიტე ბავშვებისთვის რაიმე ისეთი სახალისო აქტივობა მომეფიქრებინა, რომელიც წიგნებთან კავშირში იქნებოდა. ბოლოს თოჯინების თეატრზე შევაჩერე არჩევანი. დავგეგმე ბავშვებთან ერთად გამეკეთებინა ყველაფერი: თეატრიც და თოჯინებიც, თან გადავწყვიტე ისეთი სპექტაკლი ამერჩია, რომელსაც ბავშვები მარტივად თვითონ გაითამაშებდნენ. ავირჩიე სამი გოჭის ზღაპარი და დაველოდე აქტივობისთვის დაგეგმილ დღეს. მსგავსი რამ ადრე სახლში გავაკეთე ბავშვებთან ერთად და გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა თუ რა როგორ უნდა გაკეთებულიყო.

დღე სახალისო გამოგვივიდა.

თავიდან დავიწყეთ გოჭების მომზადება სპექტაკლისთვის 🙂

4

ბავშვვები, რომლებიც ხედავდნენ ჩვენს საქმიანობას ძალიან უნდოდათ შემოერთდება, მაგრამ გამონაკლისი შემთხვევის გარდა მათ დიდხანს არ ტოვებდნენ ჩვენს კარავში, რადგან მშობლების უმეტესობას ეჩქარებოდა.

2

 

დგვრჩნენ ერთგული ბავშვები, რომლებიც მშობლების თხოვნის და მიუხედავად ადგილიდან არ დაიძრნენ, სანამ ბოლომდე არ მივიყვანეთ საქმე 🙂


6

 

როგორც დაგეგმილი გვქონდა, გავაკეთეთ თოჯინები თეატრისთვის. ბოლოს კი უშუალოდ თოჯინების თეატრიც. ბავშვებმა გაიხსენეს სამი გოჭის ზღაპარი და თვითონ გაითამაშეს სპექტაკლიც 🙂

1

იმ დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდი ერთ რამეზე, რომელზეც არაერთხელ ადრეც მიფიქრია…რამდენი რამ აკლიათ ბავშვებს საქართველოში.  როცა მშობლები ცდილობენ,  სადმე შესაფერის ადგილას წაიყვანონ ბავშვები დროის მხიარულად გასატარებლად – ძალიან მწირი არჩევანის ფონზე უწევთ გადაწყვეტილების მიღება.

სად უნდა წაიყვანო ბავშვი თბილისში? როგორც მესმის და ვხედავ არჩევანი ძირითადად შემოიფარგლება თეატრითა და კინოთი (სადაც ასევე მწირია არჩევანი ბაშვებისთვის), არის კიდევ ძალიან უღიმღამო პარკები, რომელსაც უფრო და უფრო ავიწროებენ მდიდარი ძიები და კიდევ სრულიად არასასრუველი ადგილები – მაკდონალდსი და ვენდი. სხვა ადგილი სამწუხაროდ არ მახსენდება, სადაც ბავშვის წაყვანა შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. თუ გახსენდებათ რამე, რაც მე არ ვიცი ან არ მახსენდება, იქნებ გამიზიაროთ 🙂

არა და რამდენ რამეს ვაკლებთ ბავშვებს…განსაკუთრებით ჩემთვის საოცნებოა საბავშვო მუზეუმი, რომელიც ინტერაქტიულ განმავითარებელ აქტივობებს სთავაზობს ბავშვებს და აჩვენებს, რომ მეცნიერება სახალისოა.

ძალიან მინდა რამე ისეთი საბავშვო ადგილი, კლუბი გავაკეთო, სადაც ბევრი საინტერესო, სასარგებლო და განმავითარებელი აქტივობა იქნებდა მუდამ დაგეგმილი და სადაც ბავშვებს მისვლა შეეძლებათ არა მხოლოდ ახალი წლის წინა დღეებში, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს.

7

Advertisements

სტუმრად ტელევიზია “GDS”-ში

2 Comments

ერთ დღეს ტელევიზია GDS-მა სტუმრად მიგვიწვია მე და მარი გადაცემა მიXერში, რომ გვესაუბრა სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდაზე.

თუ რაზე ვისაუბრეთ და რა გავაკეთეთ იმ დღეს ტელევიზიაში, შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოში.


2 Comments

“პატარა ჟირაფის” კარავი ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

ილიას უნივერსიტეტი სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა „პატარა ჟირაფისთვის“ მეორე მაშტაბური ღონისძიება იყო (პირველი ალბათ გახსოვთ „მე მიყვარს კითხვა“, რომელიც ვაკის პარკში გავაკეთეთ). ვნერვიულობდით, მაგრამ მე ვფიქრობ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყოველ შემთხვევაში ბავშვების და დიდების კმაყოფილი სახეები ალბათ ამას ნიშნავდა.

kravai

gogo

ჯერაც ბევრმა არ იცის ვინ დგას „პატარა ჟირაფის“ უკან და ვინ აკეთებს ამ ყველაფერს. ბევრს ჰგონია, რომ „პატარა ჟირაფი“ ორგანიზაციაა.

ვინც ჯერაც არ იცის ვინ ვართ ჩვენ 🙂 გეტყვით, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებთ მხოლოდ ორნი: მე და ანიტა ბავშვებთან ერთად – ჩვენს ბავშვებთან ერთად.

მე ვწერ ბლოგს, ვთარგმნი სტატიებს და ვეძებ ინფორმაციას Facebook-ის გვერდისთვის, ხოლო პატარა თუ დიდ ღონისძიებებს ვაკეთებთ ორივე ერთად. ანიტა ამ ღონისძიებების ფერიაა 🙂

heheh2

თამუნა და ანიტა in action

სამეცნიერო პიკნიკის დღე ძალიან დატვირთული იყო. ჩვენს კარავს ბევრი სტუმარი ეწვია. რა თქმა უნდა სტუმრების უმეტესობა პატარები იყვნენ, მაგრამ მინდა გითხრათ დიდებიც არ გვაკლდა, რომლებიც დიდი სიამოვნებით (სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე :)) აკეთებდნენ სხვადასხვა სათამაშოებსა თუ ნივთებს ჩვენთან ერთად.

kido

girls

მე ვფიქრობ ჩვენმა პატარა სტუმრებმა ბევრი რამის გაკეთება ისწავლეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისწავლეს ის, რომ ბევრი ნივთი, რომელსაც როგორც წესი ვყრით ხოლმე ნაგავში (და ამით ძალიან ვზრდით ნაგვის რაოდენობას ჩვენს გარემოში) შეიძლება გამოვიყენოთ ძალიან ლამაზი და რაც მთავარია გამოსადეგი ნივთების გასაკეთებლად.

mari da sali

სალი და მარი

მიხარია, რომ შევძელით და ასეთ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა.

იმედი მაქვს, რომ მალე იმასაც შევძლებთ, რომ ჩვენს საქმიანობას მივცეთ უფრო ორგანიზებული სახე  და „პატარა ჟირაფი“ ვაქციოთ ისეთ ორგანიზაციად, რომელიც სიხარულს მიანიჭებს პატარებსაც და დიდებსაც 🙂


დატოვე კომენტარი

“პატარა ჟირაფის” პირველი ღონისძიება – “მე მიყვარს კითხვა”.

i love readingხვალ, 8 ივნისს “პატარა ჟირაფი” გამართავს მის პირველ პატარა ღონისძიებას “მე მიყვარს კითხვა”, რომელიც განსაზღვრულია 10 წლამდე ბავშვებისთვის..

ჩვენი მიზანია ბავშვებში კითხვის წახალისება და წიგნის მიმართ ცნობისმოყვარეობის გაღვივება, რათა მათ ადრეული ასაკიდან შეიყვარონ წიგნები.  ამ ღონისძიებით გვინდა ვაჩვენოთ ბავშვებს, რომ წიგნების კითხვა საოცარი თავგადასავალია.

ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე დავიწყეთ სხვადასხვა საინტერესო რჩევების გაზიარება მშობლებისთვის “პატარა ჟირაფის’ Facebook-ის გვერდზე (https://www.facebook.com/ganatlebageo).

გავაკეთეთ ვიდეო რგოლებიც 

და გადავიღეთ ბევრი სურათი სლოგანებით იმაზე თუ რამდენად კარგია წიგნის კითხვა.

Logoti24

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის გამომცემლობა “პალიტრა L” -მა საჩუქრად გადმოგვცა 40 ძალიან საინტერესო და ულამაზესი საბავშვო წიგნი, რისთვისაც “პატარა ჟირაფი” ძალიან დიდ მადლობა უხდის.

ჩვენი მეორე პარტნიორია “თბილისის მედიათეკების გაერთიანება”, რომელმაც ასევე დაგვასაჩუქრა და ღონისძიებისთვის გადმოგვცა მედიათეკის 5 წლიური აბონემენტი. იმ ბავშვებს, რომლებიც დასაჩუქრდებიან აბონემენტებით, საშუალება ექნებათ ისარგებლონ მედიათეკით 1 წლის განმავლობაში, გამოიტანონ ან მედიათეკის ულამაზეს გარემოში წაიკითხონ ძალიან საინტერესო წიგნები. შაბათ-კვირას მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებებში.

ჩვენი კიდევ ერთი მეგობარია გამომცემლობა “ლოგოს პრესი”. ღონისძიებაზე წავიკითხავთ მათ უახლეს გამოცემას “მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნები”, რომელიც ძალიან საინტერესო და საოცარი წიგნია. გარდა ამისა “ლოგოს პრესი” ბავშვებს საჩუქრად გადასცემს 5 ძალიან საინტერესო წიგნს.

Logoti17ღონისძიება დაიწყება 14:00 საათზე და რამდენიმე აქტივობას მოიცავს:

14:00    – დახატე საყვარელი წიგნის გმირი

15:00    – იპოვე განძი
– გამოიცანი ზღაპარი

16:00    – გახდი თოჯინების თეატრის მსახიობი

16:00      – გააცოცხლე წიგნის გმირი

– მშობლებთან ერთად წავიკითხოთ ზღაპრები

– წავიკითხოთ წიგნი “მისტერ მორის ლესმორის
საოცარი მფრინავი წიგნები”

17:00           ერთად გავბეროთ გიგანტური საპნის ბუშტები

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მცირე მასშტაბის საქველმოქმედო აქცია.

ქობულაშვილების ოჯახი, რომელსაც შევუგროვებთ წიგნებს

დაიდგმება ყუთი წარწეით “აჩუქე წიგნი მათ ვისაც არ აქვს” და ამ აქციის ფარგლებში შეგროვებული წიგნები საჩუქრად გადაეცემა ქობულაშვილების ოჯახის ბავშვებს:  ავთოს ( 11 წლის), კახას (10 წლის), მიხეილს (8 წლის), ნათიას (3 წლის) და მარიამს (1 წლის).

logoti 1

“პატარა ჟირაფი” სტუმრად “სხვა შუადღის” შოუში

დატოვე კომენტარი