პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


დატოვე კომენტარი

გართობა ზაფხულში ბავშვებთან ერთად და ჩვენ სტუმრად რუსთავი2-ში

“რუსთავი 2” დაინტერესდა ჩვენი საზაფხულო გასართობების სიით და მიგვიწვია ამ თემაზე სასაუბროდ “სხვა შუადღეში”.  ჩვენც მივედით 🙂 და ვისაუბრეთ იმაზე თუ რას და როგორ ვაკეთებთ ხოლმე ზაფხულობით. ბავშვებმა კი იქვე გააკეთეს იმის დემონსტრირება თუ რამდენად მარტივად შეიძლება სახალისო სათამაშოების საკუთარი ხელით გაკეთება.

ესეც ჩვენი ვიდეო.

11

Advertisements


დატოვე კომენტარი

სახალისო ექსპერიმენტი – მოტივტივე კვერცხი

1მარიმ და მე გადავწყვიტეთ პერიოდულად ჩავატაროთ სახალისო ექსპერიმენტები და ამ გზით გამოვიკვლიოთ და შევისწავლოთ სხვადასხვა საინტერესო საკითხი.

ჩვენი წინა ექსპერიმენტი სიმკვრივის თემას შეეხებოდა, სადაც ვნახეთ თუ როგორ და რატომ იძირება ფორთოხალი მას შემდეგ რაც ის გაიფცქვნება.

გადავწყვიტეთ შემდეგ ესქპერიმენტშიც გაგვეგრძელებინა სიმკვრივის თემა. ამჯერად ამ საკითხზე დაკვირვება კვერცხის საშუალებით გავაკეთეთ და შევამოწმეთ თუ როდის და რატომ ტივტივებს კვერცხი წყალში.

ესეც ჩვენი ექსპერიმენტი

 


2 Comments

ჩაის თემა და პატარა ჟირაფი

როცა გადაცემა “ჩაის თემაში” მთხოვეს გამოსვლა, ვცადე აქცენტი გამეკეთებინა იმ საკითხებზე, რაც ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდის პროცესში:

1) ბავშთან სიახლოვე, რაც დღევანდელი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე განსაკუთრებით აკლიათ თანამედროვე ბავშვებს.

2) გაუცნობიერებელი ფსიქოლოგიური ძალადობის აღმოფხვრა ბავშვთან ურთიერთობაში 

3) იმის აღიარება, რომ ბავშვებიც აზროვნებენ და აქვთ საკუთარი აზრი, მიუხედავაც მცირე ასაკისა

4) წიგნები შეყვარება შესაძლებელია ბავშვთან წიგნებით ურთიერთობით – ანუ ყოველდღიურად სასიამოვნო წიგნის კითხვის რიტუალის გამართვით და არა ძალდატანებით.

ბოლო და მე-5 კი ის, რომ ჩვენ, მშობლებს მუდმივად გვჭირდება სწავლა და განვითარება, რათა ჩვენს შვილებს უკეთესად გავუგოთ და მივცეთ საუკეთესო მათი მომავლისთვის.

სხვა ბევრი რამეც მინდოდა მეთქვა, მაგრამ შეზღუდული დროის გამო გადავწყვიტე ეს საკითხები შემერჩია.

თქვენ შეცვლიდით ამ სიას?

8

 


%(count)s კომენტარი

სათაფლიის ნაკრძალი და პრომეთეს მღვიმე

ამ ზაფხულს სხვადასხვა საინტერესო ადგილს ვეწვიეთ, მათ შორის სათაფლიას ნაკრძალს და პრომეთეს მღვიმეს. ორივე ადგილი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის. განსაკუთრებული ინტერესი კი რა თქმა უნდა დინოზავრების ამბებმა და დინოზავრის ნაკვალევმა გამოიწვია. ამ ვიზიტის შემდეგ, მარიმ გადაწტვიტა დინოზავრები უფრო კარგად შეისწავლოს და ითხოვა დინოზავრებზე წიგნების შეძენა, რაზეც რა თქმა უნდა თანხმობა მიიღო.

1234

პრომეთეს მღვიმეც ძალიან შთამბეჭდავი იყო ორივესთვის. მარიმ თქვა, რომ ეს მღვიმე ზღაპრულ სასახლეს ჰგავდა. მოკლედ ორივე აღფროთავენბულები დარჩნენ ნანახით.

თუ ჯერ არ ყოფილხართ ამ ადგილებში, ჩვენი ვიდეო წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე თუ როგორია ისინი. მართალია, მთელი სილამაზის გადმოცემა გაგვიჭირდა ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეიქმნით ამ ადგილებზე ჩვენი პატარა ვიდეოთი.


2 Comments

როგორ გავბეროთ გიგანტური საპნის ბუშტები

ზაფხული თავგადასავლებისა და ახალი ექსპერიმენტებისთვის კარგი დროა. ამ ზაფხულს ბევრი ახალი რამ ვცადეთ და კვლავაც ვაგრძელებთ სიახლეები ძიებას.

ერთ-ერთი ჩვენი წლევანდელი ზაფხულის ექსპერიმენტი იყო გიგანტური საპნის ბუშტების გაბერვა. ვცადეთ და შედეგით ძალიან კმაყოფილები დავრჩით. გვინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.

ამ მიზნით გადავიღეთ ვიდეო, სადაც ნიკუშა და მარი გიჩვენებენ თუ როგორ უნდა გაკეთდეს სპეციალური ჯოხები, რომელიც საჭიროა გიგანტური საპნის ბუშტების გასაბერად, როგორ უნდა მომზადდეს სპეციალური სითხე და როგორ იბერება უზარმაზარი საპნის ბუშტები.

იმედი გვაქვს თქვენც ისევე იხალისებთ ბუშტების გაბერვით, როგორც ჩვენ 🙂

როგორ გავბეროთ ბუშტი სოდისა და ძმრის საშუალებით

3 Comments

გუშინ, სახლში, პატარა სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩავატარეთ 🙂 და სოდისა და ძმრის საშუალებით გავბერეთ ბუშტები. ძალიან სახალისო იყო – მარი და ნიკუშა ძალიან გაერთნენ და გადავწყვიტეთ თქვენთვისაც გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება.

ამ მიზნით გადავიღეთ ეს ვიდეო, სადაც ნიკუშა გიჩვენებთ თუ როგორ შეიძლება სოდისა და ძმრის საშუალებით ბუშტის გაბერვა და ახსნის თუ რა ხდება ამ დროს.

“პატარა ჟირაფი” სტუმრად “სხვა შუადღის” შოუში

დატოვე კომენტარი