პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


5 Comments

ჩვენი ჯადოსნური მინიატურული სოფელი

როგორც ყველა, ჩვენც ვცდილობთ ხოლმე ზაფხული საინტერესოდ გავატაროთ. ამისთვის ზაფხულის დაწყებამდე (ან დასაწყისში მაინც) ვგეგმავთ სახალისო აქტივობების სიას, რომლებიც შეიძლება გავაკეთოთ მთელი ზაფხულის განმავლობაში. სიას, როგორც წესი, ზუსტად არასოდეს მივყვებით, მაგრამ ასეთი გეგმის არსებობა გვეხმარება მიმართულების არჩევაში და საინტერესო აქცენტების გაკეთებაში.

შარშან ზაფხულსაც გავაკეთეთ ასეთი სია და ბევრი საინტერესო რამ ავირჩიეთ გასაკეთებლად. როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი რამ დაგვრჩა განუხორციელებელი, მაგრამ ბევრი რამეც მოვახერხეთ. ერთ-ერთი ასეთი რამ იყო ჯადოსნური მინიატურული სოფლის გაკეთება.

ეს ამბავი დაიწყო ჩვენი საყვარელი საქმით – ქვების მოხატვით. ამ საქმის გასაკეთებლად კი ინსპირაცია მოგვცა იმ ქვებმა, რომლებსაც პატარა სახლების ფორმა ჰქონდა. ასეთ ქვებს აბა ხელიდან როგორ გავუშვებდით და შევუდექით საქმეს. შევღებეთ ნაპოვნი ქვები და ვაქციეთ ისინი პატარა ჯადოსნურ სახლებად.

ქვების მოხატვა

შემდეგ ამ სახლებს მოვუძებნეთ პატარა მყუდრო ადგილი და თითოელმა მათგანმა დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი მომავალ სოფელში. ჯადოსნური სოფელისახლებისთვის ადგილის გამოყოფასთან ერთად ნელ-ნელა გაგვიჩნდა ახალ-ახალი იდეები. ყოველ დღე ვფიქრობდით იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ჩვენი სოფლის კიდევ უფრო გალამაზება და ჯადოსნური ელფერის კიდევ უფრო გაძლიერება. მოკლედ ასე გაჩნდა ერთ-ერთ სახლთან პირველი ბილიკი.

ლობიოს თესლები

მეტი ჯადოსნურობისთვის გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს სოფელს სჭირდებოდა ხეები და ამ საქმისთვის აბა ლობიოზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო. მოკლედ ბავშვებმა დათესეს ლობიო ამ პატარა სოფელში და ყოევლდღე ამოწმებდნენ მათი ზრდის ტემპს.

მოვლამ და ზრუნველობამ შედეგი გამოიღო და ჩვენი ლობიოს ხეებიც ნელ-ნელა გადაიქცნენ ჯადოსნურ ხეებად.

სოფელი ჭის გარეშე ხომ ვერ იქნებოდა? ჰოდა, ჩვენც გავუკეთეთ სოფელს ერთი პაწაწუნა ჭა.

დავამონტაჟეთ ჭა 🙂 და გავიყვანეთ ბილიკები

ჯადოსნური სოფელი ჯადოსნური სოკოების გარეშე ხომ არ შეიძლება? ნამდვილად არა! ამიტომაც შევუდეგით ზღაპრული სოკოების გაკეთებას.

თიხის სოკოები

ესეც ჩვენი ჯადოსნური სოკოები

ჯადოსნური სოკოები

სოკოებს დაემატა ჯადოსნური კაფე 🙂

მინიატურული კაფ

შემდეგ აუზი თავისი ოქროს თევზებით

ოქროს თევზები

შემდეგ ფერადი ჰამაკი

მინიატურული ჰამაკი

ჭასთან ფერადი ვედრო. შემდეგ ნელ-ნელა გაჩდნა მოსახლეობაც.

ჯუჯების ჭა

ჯერ ჭიამაიები

23შემდეგ კი ლოკოკინები

ლოკოკინები

ბოლოს სოფელში პატარა ჯუჯიკოც კი გამოჩდნა

ჯადოსნური კაფეჩვენი სახალისო პროექტზე მუშაობის ბოლო ეტაპზე კი მოხდა განსაკუთრებული რამ, ჩვენს სოფელთან საიდანღაც მოულოდნელად გაჩდნა ზღარბი, რაც ბავშვებისთვის იყო სრული საოცრება.

ზღარბი ჯადოსნურ სოფელშიმოკლედ ასეთი სახალისო რამ გავაკეთეთ შარშან ზაფხულს, რომელმაც დიდი და პატარა ერთნაიარად გაახალისა.

ჯადოსნური მინიატურული სოფელი

Advertisements


დატოვე კომენტარი

როგორ გავაკეთოთ პინგვინი მუყაოს რულონის გამოყენებით

თუ გადაწყვიტეთ მხიარული ცხოველების გაკეთება ბავშვებთან ერთად, მაგრამ არ იცით, როგორ გააკეთოთ,  ნუ იღელვებთ. აქ ნაჩვენები სურათები, სადაც წარმოდგენილია მუყაოს რულონით პინგვინის გაკეთების თითოეული ეტაპი, დაგარწმუნებთ იმაში, რომ ასეთი რამის გაკეთება სულაც არ არის რთული. აქ მთავარია სურვილი და მონდომება.

პინგვინის გასაკეთებლად დაგჭირდებათ სამზარეულოს ქაღალდის გამოყენების შემდეგ დარჩენილი მუყაოს რულონი,  შავი, ნარინჯისფერი და თეთრი ქაღალდი, შავი საღებავი, მაკრატელი და წებო.

PENGUIN

 

თავდაპირველად მიეცით მუყაოს სასურველი ზომა – ანუ რა ზომის პინგვინის გაკეთებაც გსურთ. შემდეგ შეღებეთ მუყაო შავად. ამოჭერით ფრთები, ნისკარტი, ფეხები, თეთრი გულმკერდის ფორმა. დიდი და პატარა ზომის მრგავლი ფორმები თეთრი და შავი ქაღალდისგან თვალებისთვის (თუ ჭყეტელა თვალები გაქვთ, შეგიძლიათ პირდაპირ ის გამოიყენოთ) და ბოლოს სურათზე ნაჩვენები ფორმის ნარინჯისფერი ქაღალდი გვირგვინისთვის. ამისათვის ქაღალდს უბრალოდ ჩაჭრით წვრილ ხაზებად.

????????????????????????????????????

ამოჭრის დასრულების შემდეგ ვიწყებთ ფორმების დაწებების პროცესს. ვიწყებთ გულმკერდის ფორმით.

????????????????????????????????????

შემდეგ გადავდივართ თვალებზე. ჯერ ვაწებებთ ოდნავ დიდი ზომის თეთრ მრგავლ ფორმას და თეთრზე ზემოდან ვაწებებთ პატარა შავ წრეებს.

????????????????????????????????????

შემდეგ ვაწებებთ ნისკარტს.

ჩვენი ნამუშევარი უკვე დაემსგავსა პინგვინს, თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით და ვამატებთ სხვა დეტალებს, რომ ის კიდევ უფრო საყვარელი გახდეს 🙂

????????????????????????????????????

ვაწებებთ ფრთებს.

იმისათვის, რომ არ მოგვიწიოს ფრთების ხელებით დიდხანს დამაგრება, შეგვიძლია გამოვიყენოთ დამჭერი.

????????????????????????????????????

სანამ წებო შრება ფრთებზე, ჩვენ შეგვიძლია დრო არ დავკარგოთ და პინგვინს მივაწებოთ ფეხები.

????????????????????????????????????

ჩვენი სამუშაოს დამაგვირგვინებელი ეტაპია თვით გვირგვინის დამაგრება და ჩვენი სამეფო პინგვინიც მზად არის.

იმედი მაქვს, ეს სურათები გამოგადგებათ ერთი ლამაზი დღის, ბავშვებთან ერთად, კიდევ უფრო ლამაზად გატარებაში.


%(count)s კომენტარი

როგორ გავაკეთოთ სამაჯური ფერადი რეზინების საშუალებით

ზამთრის არდადეგებზე ვცდილობთ ბევრი ახალი რამ ვისწავლოთ. ერთ–ერთი რამ, რაც მარის ძალიან უნდოდა ესწავლა იყო – სამაჯურების გაკეთება პატარა ფერადი რეზინების საშუალებით. მოვახერხეთ და ეს გეგმა განვახორციელეთ, რის შემდეგაც მარის ძალიან მოუნდა სხვა ბავშვებისთვისაც გაეზიარებინა ის, რაც თვითონ ისწავლა. მისი თხოვნით ჩავწერეთ ვიდეო, სადაც მარი გაჩვენებთ სამაჯურის გაკეთების მარტივ ხერხს 🙂


2 Comments

ახალი წლის მოლოდინის კალენდარი

მშობლებმა კარგად ვიცით თუ როგორ მოუთმენლად ელიან ბავშვები ახალ წელს და როგორ კითხულობენ ყოველ დღე და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც თუ რამდენი დღე დარჩა ახალი წლის მოსვლამდე. ამ მოლოდინის სასიამოვნო პროცესად გადასაქცევად არსებობს ერთი ლამაზი და სასიამოვნო ტრადიცია – მოლოდინის კალენდრის შექმნა, რომელსაც ხშირად თან ახლავს ხოლმე პატარა სიურპრიზები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია საქართველოში არ არის ფეხმოდგმული და ძირითადად დასავლეთის ქვეყნებშია ცნობილი სახელწოდებით – Christmas Advent Calendar, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენს სახლშიც შემოგვეტანა ის, რადგანაც მარიც ისევე, როგორც დასავლეთში მცხოვრები ბავშვები, მოუთმენლად ელოდება დღესასწაულებს და ისიც სულ კითხულობს თუ რამდენი დღე დარჩა ახალ წლამდეო 🙂

უკვე მეორე წელია მსგავს კალენდარს ვაკეთებთ. შარშან კალენდრი ასეთი მარტივი ვარიანტი გავაკეთეთ, სადაც მხოლოდ დღეების დათვლა იყო ძირითადი მიზანი და თითეული განვლილ დღეს მარი აწებებდა ბამბას სანტა კლაუსის წვერს.

TOMFO-DIY-Santa-adventcalendar

წელს გადავწყვიტეთ კალენდრის უფრო კომპლექსური სისტემა მოგვეფიქრებინა, სადაც ახალ წლამდე დარჩენილი დღეების დათვლას პატარა სიურპრიზებიც დაემატებოდა 🙂

ამისთვის მარიმ და მე ჩვენი ხელით გავაკეთეთ 31 პაწაწუნა კონვერტი დეკემბრის ყველა დღის აღსანიშნავად, გაუკეთეთ ფონი და ნაძვის ხის ფორმითა დავამაგრეთ კედელზე და თან გავაფორმეთ ნაძვის ხის მსგავსად.

DSC_0395

ამ კალენდის სიურპრიზი კი გახდა ჩემი წერილები მარისადმი, რომელსაც ის ყოვედღიურად იღებს ახალი წლის დადგომამდე.

DSC_0400

ყოველ დღე, ახალი წლის დადგომამდე მარი მიდის ამ კალენდართან და მოუთმენლად ელოდება იმას, თუ რა წერილი დახვდება იმ დღეს მას ახალ კონვერტში და თან იმის დასათვლელად თუ რამდენი დღე დარჩა ახალ წლამდე ანუ საჩუქრების მიღებამდე 🙂

DSC_0406

წერილების შინაარსი კი ისეთია, რაც მარის გაუხარდება რა თქმა უნდა და ყოველ დღე განსხვავებული შინაარსით 🙂

DSC_0438

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მხიარული და სასიამოვნო ტრადიციაა. ამიტომაც ვაპირებთ მომდევნო წლებშიც გავაგრძელოთ და თან ყოველწლიურად ამ კალენდრის ახალი ვარიანტები მოვიფიქროთ.


2 Comments

მუყაოს რულონით გაკეთებული ნაძვის ხის სათამაშო

ამჯერად გადავწყვიტეთ ნაძვის ხის სათამაშოების გაკეთება მუყაოს რულონით, რომელიც სამზარეულოს ქაღალდის გამოყენების შემდეგ რჩება. ამ მიზნისთვის კი მოვიმარაგეთ:

1. მუყაოს რულონი

2. საღებავი

3. მაკრატელი

4. ფუნჯი

5. სილიკონის წებო

6. მძივები გასაფორმებლად

ჩვენი კუ ემილია კი ამ პროცესის ზედამხედველი იყო 🙂

DSC_0226

პირველ ეტაპზე შევღებეთ ქაღალდის რულონი

DSC_0231

საღებავის გაშრობის შემდეგ, დავჭერით რულონი თანაბარ ნაწილებად

DSC_0232

ერთი ნაძვის ხის სათამაშოსთვის გამოვიყენეთ ხუთი თანაბარი ზომის რულონის შეღებილი ნაჭერი, რომლებიც შევღებეთ შიგნიდანაც და გაშრობის შემდეგ ერთმანეთს დავამაგრეთ სილიკონის წებოს საშუალებით. შემდეგ კი დავიწყეთ მძივებით გაფორმების სასიამოვნო პროცესი 🙂

DSC_0243

საბოლოოდ გაფორმება ასეთი გამოგვივიდა

DSC_0244

ბოლოს დავამაგრეთ ლენტები ორივეს და მარიც მზად იყო მათ დასაკიდად ნაძვის ხეზე 🙂

DSC_0278

მოკლედ როცა ვცადეთ მივხვდით, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ბევრად უფრო ადვილი იყო ვიდრე გვეგონა 🙂

DSC_0285

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 🙂


14 Comments

როგორ გავაკეთოთ თიხის სათამაშოები ნაძვის ხისთვის

წელს, მარიმ და მე, გადავწყვიტეთ ახალი სათამაშოები ნაძვის ხისთვის ყიდვის ნაცვლად ჩვენ თვითონ გაგვეკეთებინა სხვადასხვა მასალის გამოყენებით. პირველი რაც ვცადეთ თიხა იყო. გვინდა ჩვენი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

თიხის სათამაშოების გასაკთებლად დაგჭირდებათ ცომის საჭრელი ფიგურები, ცომის გასაბრტყელებელი და რა თქმა უნდა თიხა. ჩვენ ისეთ თიხა გამოვიყენეთ, რომელსაც ღუმელში გამოშრობა არ ჭირდება. ის ოთახის ტემპერატურაზე შრება დაახლოებით 24 საათში. ასეთი თიხა 6 ლარი ღირს და თითქმის ყველა საკანცელარიო მაღაზიაში იყიდება პლასტელინებთან ერთად. სათამაშოების მაღაზიებშიც შეიძლება შეგხვდეთ.

DSC_0370

სათამაშოების გასაკეთებლად, პირველ რიგში უნდა გააბრტყელოთ თიხა ისე, რომ თიხის ფენა ძალიან თხელი არ გამოვიდეს. თიხის ფენა ისეთი სისქის უნდა იყოს, რა სისქისაც გინდათ იყოს სათამაშოები.

DSC_0373

შემდეგ უნდა ამოვჭრათ  თიხა ფორმების საშუალებით.

DSC_0378

ძალიან ფრთხილად მოვაშოროთ ზედმეტი თიხა, ისე რომ ფორმა არ დაზიანდეს. ეს არც ისე რთულია და ბავშვებიც შეძლებენ ამ პროცესში ჩართვას.

DSC_0379

ამოჭრილი ფორმები ერთმანეთზე არ დაალაგოთ გაშრობამდე და არ დაგავიწყდეთ ძაფის გასაყრელი ნახვრეტის გაკეთება გამოჭრისთანავე. ამისთვის შეგიძლიათ მახათი გამოიყენოთ.

DSC_0397

თიხის გაშრობის შემდეგ კი იწყება ყველაზე სასიამოვნო პროცესი – სათამაშოების შეღებვა-გაფორმება.

DSC_0400

ჩვენ აკრილის საღებავები გამოვიყენეთ, რადგანაც უფრო ხარისხიანად ღებავს თიხას.

ასევე თუ გაქვთ ბრჭყვიალა თვლები და მსგავსი სახის გასაფორმებლები შეგიძლიათ გამოიყენოთ სათამაშოების გასალამაზებლად.

საღებავი ბოლომდე რომ გაშრება, მახათის დახმარებით ძაფის გაყრაც შეიძლება და სათამაშოებიც მზად არის! 🙂

clay toys


4 Comments

როგორ გავაკეთეთ ლარნაკი რძის ბოთლისა და საქსოვი ძაფების საშუალებით

ერთხელ ინტერნეტში გადავაწყდი სტატიას იმაზე თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ბოთლების გაფორმება ფერადი ძაფების საშუალებით.  ძალიან მომინდა მსგავსი რამე ჩვენც გვეცადა.

ერთ დღესაც მოვიცალეთ და გეგმა რეალობად ვაქციეთ, მაგრამ სტატიაში ნაჩვენები შუშის ბოთლის ნაცვლად ჩვენ პლასტმასის ბოთლი ავიღეთ და გადავწყვიტეთ ის ბოთლი ყვავილის ლარნაკად გადაგვეგცია.

მოკლედ ამ მიზნით ავიღეთ აი ასეთი რძის ბოთლი, ორი სხვადასხვა ფერის სქელი საქსოვი ძაფი, დანა და სილიკონის წებო. რადგანაც სახლში ნაჭრის საღებავიც გვქონდა, ისიც გამოვიყენეთ.

DSC_0147

შევუდექით საქმეს და პირველ რიგში რძის ბოთლი გადავჭერით აი ასე:

DSC_0149

შემდეგ მოვაშორეთ ეტიკეტი და დავიწყეთ ძაფის დამაგრება ბოთლზე სილიკონის წებოს საშუალებით.

DSC_0151

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ წებოს წასმა სულაც არ არის საჭირო ყველგან. უბრალოდ ისეთ ადგილებში უნდა წაუსვათ, რომ ძაფი მთლიანობაში კარგად დამაგრდეს ბოთლზე.

DSC_0154

ამ ყველაფრის გასაკეთებლად დაახლოებით 25 წუთი დაგვჭირდა

DSC_0156

ბოლოს გადავწყვიტეთ ყვითელ ფონზე რამე დაგვეხატა. მართალია ჩვენი სპეციალური ნაჭრის საღებავი გამოვიყენეთ, მაგრამ ამ საქმისთვის აკრილის საღებავიც ალბათ გამოდგებოდა.

DSC_0157

ჩვენმა ნამუშევარმა საბოლოოდ აი ასეთი სახე მიიღო.

DSC_0172