პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

არქეოლოგიური გათხრები ზღვის სანაპიროზე

%(count)s კომენტარი

ზღვა და ქვიშა გართობის ბევრ სშუალებას სთავაზობს ბავშვებს, თუმცა არც ქვიან სანაპიროზე მოიწყენთ თუ მოინდომებთ🙂

შარშან, ზღვაზე დასვენების დროს, ქვიშის კოშკების აშენებასა და ქვიშის აბაზანების მიღებას, კიდევ ერთი სახის სახალისო გასართობი დავამატეთ: არქეოლოგიური გათხრები ზღვის სანაპიროზე, უფრო კონკრეტულად კი არქეოლოგიური გათხრები დინოზავრების ჩონჩხის აღმოსაჩენად🙂

ამ მიზნით შევიძინეთ ბევრი დინოზავრი (უფრო სწორად, დინოზავრის ჩონჩხი :)) ვედროები და ნიჩბები კი ისედაც გვქონდა.

თამაშის დასაწყებად ბავშვებს ვთხოვე ცოტა ხნით სხვაგან გასეირნება და ამ დროს ნიჟარებით მონიშნულ ადგილას ქვიშაში ჩავმალე 16 დინოზავრის ჩონჩხი.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოვუხმე ბავშვებს, დავურიგე ნიჩბები და ვედროები და ბავშვებიც შეუდგნენ ძებნას.

????????????????????????????????????

დინოზავრების ჩონჩხის ძიება დაიწყო

ბავშვები ძალიან დიდი მონდომებით ატარებდნენ არქეოლოგიურ გათხრებს და არ ერიდებობდნენ არანაირ დაბრკოლებას🙂

????????????????????????????????????

სალი, ნინი და მარი ძიების პროცესში

და აი პირველი აღმოჩენაც. ნინიმ დინოზავრის ჩონჩხი იპოვა🙂

????????????????????????????????????

ნინის პირველი აღმოჩენა

სალი და მარი კი აგრძელებენ ძიებას მთელი სერიოზულობით.

????????????????????????????????????

ნიდი და სალი

ბოლოს ისე მოხდა, რომ ყველამ თანაბარი რაოდენობის დინოზავრები იპოვა.

????????????????????????????????????

მარი თავისი ჩონჩხებით

ესეც მარის მონაპოვარი დინოზავრის ჩონჩხები

????????????????????????????????????

სალომე

ესეც თავისი მონაპოვარით აღფრთოვანებული სალომე.

????????????????????????????????????

დინოზავრების სამყარო

ძიების დასრულების შემდეგ, გოგონები გადავიდნენ დინოზავრების სამყაროს შექმნაზე.

????????????????????????????????????

ასე დასრულდა ერთი მშვენიერი ზაფხულის დღე ზღივს სანაპიროზე ახალ თამაშთან ერთად.

როგორც დინოზავრების თემის გაგრძელება, ჩვენი შემდეგი მოგზაურობა დავგეგმეთ სათაფლიის ნაკრძალში. აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ამ მოგზაურობის პატარა ვიდეო.

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

One thought on “არქეოლოგიური გათხრები ზღვის სანაპიროზე

  1. Pingback: 101 რამ, რაც გაახალისებს ბავშვებს ამ ზაფხულს | პატარა ჟირაფი

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s