პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

სახალისო ექსპერიმენტი #5 – “ჯადოსნური რძე”

%(count)s კომენტარი

11 ესეც ჩვენი მორიგი სახალისო     ექსპერიმენტი.

როგორც წინა ექსპერიმენტში, აქაც ვაგრძელებთ მოლეკულების თვისებებზე დაკვირვებას.

 

 

როგორც ვიდეოში იყო ნაჩვენები, ფერების აფეთქება მოხდა რძესა და საპონს შორის რეაქციის შედეგად. მხოლოდ საღებავების რძეში ჩასხმისას არაფერი მომხდარა, ხოლო საპნის წვეთის რძესთან შეხებისას მომენტალურად დაიწყო მოძრაობა რძეში და მოხდა „ფერების აფეთქება“.

როგორც ნახეთ, ექსპერიმენტის დროს მარი საპნიან ჩხირს არ ამოძრავებდა. ჩხირი ერთ ადგილას იყო.

თუ თქვენ თვითონ ჩაატარებთ ამ ექსპერიმენტს და რამდენჯერმე ჩადებთ საპნიან ჩხირს რძეში, ნახავთ, რომ ყოველი შემდგომი ცდის დროს, ეს რეაქცია მცირდება და საბოლოოდ ფერების მოძრაობა რძეში ჩერდება.

ეს ექსპერიმენტი უჩვენებს იმას თუ როგორ „მუშაობს“ საპონი ანუ როგორ აკეთებს ის თავის საქმეს. როდესაც ხელი ცხიმიანი გვაქვს, ვიცით რომ ხელის დაბანა მხოლოდ წყლით შეუძლებელია. საპნის გამოყენებისას კი ვგრძნობთ თუ როგორ გვშორდება ხელიდან ცხიმი.

რა ხდება საპნის გამოყენების დროს?

საპნის მოლეკულები უკავშირდებიან ცხიმის მოლეკულებს და ერწყმიან მათ, რისი გადარეცხვაც შემდეგ უკვე წყალს შეუძლია.

ჩვენი ექსპერიმენტის ჩატარების დროსაც რძეში საპნის წვეთის შეხებამ იგივე რეაქცია გამოიწვია. 12

რძე წარმოადგენს წყლის, ვიტამინების, მინერალების, პროტეინებისა და ცხიმის წვეთების ნაზავს.

საპნის მოლეკულებს ორი განსხვავებული თვისების მქონე მხარე აქვთ 1(უპოლუსო და პოლუსიანი მხარეები): ერთი მხარე არის წყლის მოყვარული მხარე, ხოლო მეორე არის წყლის მოშიში. საპნის მოლეკულის წყლის მოყვარული მხარე იხსნება წყალში, ხოლო წყლის მოშიში კი ეკრობა რძეში არსებულ ცხიმებს. საპნის მოლეკულის სწორედ ეს თვისება ხდება იმ მხიარულიების მიზეზი, რომელიც ვნახეთ ვიდეოში.

როცა საპნის მოლეკულები დაქრიან და ცდილობენ ცხიმის მოლეკულებთან შეერთებას, ისინი მოლეკულები იგრიხებიან, ტრიალებენ და ბზრიალებენ ყველა მიმართულებით. ცხიმის მოლეკულების ამ მთელი „ტანვარიჯიშის“ დროს,  საჭმლის საღებავის მოლეკულები სწრაფად მოძრაობენ და ეჯახებიან ირგვლივ ყველაფერს. მათი ეს მოძრაობა კი გვაძლევს სხვა შემთხვევაში უხილავ პროცესზე მარტივად დაკვირვების საშუალებას.

მას შემდეგ, რაც საპონი თანაბრად განაწილდება რძეში, რეაქცია ნელდება და მოძროაბა საბოოლოოდ ჩერდება.

სცადეთ და დაამატეთ კიდევ ერთი წვეთი საპონი იმის სანახავად ექნება თუ არა ადგილი კიდევ რაიმე მოძრაობას რძეში. თუ კვლავ დაიწყება მოძრაობა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ კიდევ იპოვეთ ცხიმის ის მოლეკულები, რომლებსაც ჯერ არ უპოვნიათ წყვილი ფერადი ცეკვის დროს.

სცადეთ იგივე წყალში და ნახეთ რა გამოვა? მიიღებთ თუ არა იგივე შედეგს? რას ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე?

 

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

One thought on “სახალისო ექსპერიმენტი #5 – “ჯადოსნური რძე”

  1. Pingback: 101 რამ, რაც გაახალისებს ბავშვებს ამ ზაფხულს | პატარა ჟირაფი

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s