პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

ტელევიზორი, ძალადობა და ბავშვები

2 Comments

violence-televisionთანამედროვე ბავშვების უმეტესობა ყოველდღიურად საკმაოდ დიდ დროს ატარებს ტელევიზორის ეკრანთან. ტელევიზორი კი საკმაოდ ძლიერი იარაღია ღირებულებათა სისტემის ჩამოსაყალიბებლად და ადამიანის ქცევაზე ზემოქმედების მოსახდენად.

სამწუხაროდ,  სატელევიზიო გადაცემები (ფილმები, მულტფილმები, სხვადსხვა ტიპის შოუები და ა.შ) დღეს დიდი რაოდენობით ძალადობის ელემენტებს შეიცავს. ბევრმა კვლევამ კი, რომელიც ჩატარდა იმის შესასწავლად თუ რა ზეგავლენა აქვს ასეთ გადაცემებს ბავშვებზე უჩვენა, რომ ამ გზით:

  • ბავშვებს უქვეითდებათ თანაგრძნობის უნარი და უქრებათ ემოციები ძალადობის მიმართ,
  • ძალადობა მათთვის ხდება პრობლემების გადაჭრის გზა,
  • ბავშვები ბაძავენ იმ მოძალადეებს, რომლებსაც ხედავენ ტელევიზორის ეკრანზე,
  • საკუთარ თავს ხშირად აიგივებენ ზოგიერთ გმირთან: მსხვერპლთან ან მოძალადესთან.

მუდმივად ძალადობის ყურება ტელევიზორით იწვევს ძალიან დიდ აგრესიას ბავშვებში. ზოგჯერ შესაძლებელია მხოლოდ ერთმა ძალადობის შემცველმა გადაცემამაც კი გაზარდოს აგრესია ბავშვში. ბავშვები, რომლებიც უყურებენ ისეთ გადაცემებს, ფილმებს, სადაც ძალადობა არის ძალიან რეალისტური, ხშირი და დაუსჯელი, მეტი ალბათობით ბაძავენ და იმეორებენ იმას, რასაც ხედავენ. ბავშვები, რომლებიც არიან ძალიან ემოციურები, აქვთ პრობლემები სწავლაში, ქცევაში და არიან იმპულსურები, უფრო ადვილად ექცევიან ტელევიზორში ნანახი ძალადობის გავლენის ქვეშ. ტელევიზიით ნანახმა ძალადობამ შესაძლოა მაშინვე იჩინოს თავი ბავშვის ქცევაში, მაგრამ შესაძლებელია იგი წლების შემდეგაც გამოვლინდეს.

ის ბავშვებიც კი, რომლებიც იზრდებიან ისეთ ოჯახებში, სადაც ძალადობა არ არის მისაღები, ექცევიან ასეთი გადაცემების გავლენის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორი არ არის ძალადობრივი ქცევის ერთადერთი გამომწვევი მიზეზი, ის მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ მხრივ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მშობლები განსკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს და გაითვალისწინონ შემდეგი:

  • თვალყური ადევნონ იმას თუ რა გადაცემებს უყურებენ მათი შვილები და ეცადონ შვილებთან ერთად უყურონ შერჩეულ გადაცემებს;
  • შეზღუდონ ტელევიზორის ეკრანის წინ გატარებული დრო და არ დადგან ტელევიზორი ბავშვის ოთახში;
  • აუხსნან ბავშვებს, რომ მიუხედავად იმისა,რომ ფილმში ძალადობრივ სცენაში მონაწილეობისას მსახიობებს სინამდვილეში არაფერი მოსდით, რეალურ ცხოვრებაში ასეთი რამ დაუშვებელია და ძალიან მძიმე შედეგით სრულდება.
  • არ მისცენ ბავშვებს საშუალება უყურონ ძალადობრივ ფილმებსა და გადაცემებს, გადართონ სხვა არხზე როცა ძალადობის ელემენტები ჩნდება ეკრანზე და აუხსნან თუ რატომ არის ამის გაკეთება აუცილებელი და რატომ არის ასეთი მოქმედება ზოგადად მიუღებელი;.
  • ყოველთვის, როდესაც შეესწრებიან ტელევიზორში ძალადობრივ სიტუაციას, ხაზი გაუსვან იმ ფაქტს, რომ ასეთი მიდგომა სრულიად მიუღებელია და რომ ის არ არის პრობლემის მოგვარების სწორი გზა.
  • თანატოლების ზემოქმედების შესამცირებლად, სასურველია სხვა მშობლებთანაც საუბარი, რომ მეგობრების მშობლებმაც მსგავსი წესები შეიმუშაონ ტელევიზორთან მიმართებაში.

გარდა ძალადობისა, ტელევიზია სამწუხაროდ ხელს უწყობს სხვადასხვა სტერეოტიპების ჩამოყალიბებასაც და საერთოდ, მიუხედავად იმისა თუ რა ტიპის გადაცემაზეა საუბარი, უმჯობესია ტელევიზორთან გატარებული დრო იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, რათა არ შემცირდეს უფრო საინტერესო და სასარგებლო აქტივობებისთვის გამოყოფილი დრო.

 

წყარო:

American Academy of Child & Adolescent Psychiatry – “Children and TV Violance”.

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

2 thoughts on “ტელევიზორი, ძალადობა და ბავშვები

  1. ძალიან საინტერესო იქნება ასევე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად მისაღებია ტელევიზორის ყურება მცირეწლოვანი 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საერთოდ. სხვადასხვა სახელმძღვანელოში სხვადასხვა ინფორმაციას წავწყდომივარ

    Like

    • გიორგი, როგორც ადრეული განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები ამბობენ, უახლეს კვლევებზე დაყრდნობით, ადრეულ ასაკში 2-3 წლამდე ტელევიზორის ყურება საერთოდ არ არის სასურველი ბავშვებისთვის, რდგანაც როგორც აღმოჩნდა ის აფერხებს ბავშვის განვითარებას. კერძოდ ხელს უშლის მეტყველების განვითარებას, ასევე ბავშვებს პრობლემები უჩნდებათ კონცენტარციის უნარის განვითარებაში და კიდევ სოციალურ უნარების განვითარებაც უფერხდებათ. ამ სტატიაშია ამ საკითხზე საუბარი – http://www.urbanchildinstitute.org/articles/policy-briefs/infants-toddlers-and-television

      რაღაც პერიოდის წინ ითვლებოდა, რომ ტელევიზორი ადრეულ ასაკში ხელს უწყობდა ბავშვის განვითარებას და მზადდებოდა სხვადასხვა ტიპის გადაცემები, ამ ასაკის ბავშვებისთვის. მათ შორის იყო ერთი-ერთი საკმაოდ პოპულარული Baby Einstein ვიდეოები, რომელიც ითვლებოდა რომ იყო საუკეთესო ბავშვის განვითარებისთვის. უახლესმა კვლევებმა კი უჩვენა სრულიად საპირისპირო. ესეც სტატიის ლინკი, სადაც ამ საკითხზეა საუბარი – http://content.time.com/time/health/article/0,8599,1650352,00.html

      Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s