პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

წიგნის ფესტივალი, “პატარა ჟირაფი” და სამი გოჭის ზღაპარი

დატოვე კომენტარი

ახალი წლის წინა დღეებში თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი ჩატარდა. ორგანიზატორებმა “პატარა ჟირაფიც” მიიწვიეს🙂

გადავწყვიტე ბავშვებისთვის რაიმე ისეთი სახალისო აქტივობა მომეფიქრებინა, რომელიც წიგნებთან კავშირში იქნებოდა. ბოლოს თოჯინების თეატრზე შევაჩერე არჩევანი. დავგეგმე ბავშვებთან ერთად გამეკეთებინა ყველაფერი: თეატრიც და თოჯინებიც, თან გადავწყვიტე ისეთი სპექტაკლი ამერჩია, რომელსაც ბავშვები მარტივად თვითონ გაითამაშებდნენ. ავირჩიე სამი გოჭის ზღაპარი და დაველოდე აქტივობისთვის დაგეგმილ დღეს. მსგავსი რამ ადრე სახლში გავაკეთე ბავშვებთან ერთად და გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა თუ რა როგორ უნდა გაკეთებულიყო.

დღე სახალისო გამოგვივიდა.

თავიდან დავიწყეთ გოჭების მომზადება სპექტაკლისთვის🙂

4

ბავშვვები, რომლებიც ხედავდნენ ჩვენს საქმიანობას ძალიან უნდოდათ შემოერთდება, მაგრამ გამონაკლისი შემთხვევის გარდა მათ დიდხანს არ ტოვებდნენ ჩვენს კარავში, რადგან მშობლების უმეტესობას ეჩქარებოდა.

2

 

დგვრჩნენ ერთგული ბავშვები, რომლებიც მშობლების თხოვნის და მიუხედავად ადგილიდან არ დაიძრნენ, სანამ ბოლომდე არ მივიყვანეთ საქმე🙂


6

 

როგორც დაგეგმილი გვქონდა, გავაკეთეთ თოჯინები თეატრისთვის. ბოლოს კი უშუალოდ თოჯინების თეატრიც. ბავშვებმა გაიხსენეს სამი გოჭის ზღაპარი და თვითონ გაითამაშეს სპექტაკლიც🙂

1

იმ დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდი ერთ რამეზე, რომელზეც არაერთხელ ადრეც მიფიქრია…რამდენი რამ აკლიათ ბავშვებს საქართველოში.  როცა მშობლები ცდილობენ,  სადმე შესაფერის ადგილას წაიყვანონ ბავშვები დროის მხიარულად გასატარებლად – ძალიან მწირი არჩევანის ფონზე უწევთ გადაწყვეტილების მიღება.

სად უნდა წაიყვანო ბავშვი თბილისში? როგორც მესმის და ვხედავ არჩევანი ძირითადად შემოიფარგლება თეატრითა და კინოთი (სადაც ასევე მწირია არჩევანი ბაშვებისთვის), არის კიდევ ძალიან უღიმღამო პარკები, რომელსაც უფრო და უფრო ავიწროებენ მდიდარი ძიები და კიდევ სრულიად არასასრუველი ადგილები – მაკდონალდსი და ვენდი. სხვა ადგილი სამწუხაროდ არ მახსენდება, სადაც ბავშვის წაყვანა შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. თუ გახსენდებათ რამე, რაც მე არ ვიცი ან არ მახსენდება, იქნებ გამიზიაროთ🙂

არა და რამდენ რამეს ვაკლებთ ბავშვებს…განსაკუთრებით ჩემთვის საოცნებოა საბავშვო მუზეუმი, რომელიც ინტერაქტიულ განმავითარებელ აქტივობებს სთავაზობს ბავშვებს და აჩვენებს, რომ მეცნიერება სახალისოა.

ძალიან მინდა რამე ისეთი საბავშვო ადგილი, კლუბი გავაკეთო, სადაც ბევრი საინტერესო, სასარგებლო და განმავითარებელი აქტივობა იქნებდა მუდამ დაგეგმილი და სადაც ბავშვებს მისვლა შეეძლებათ არა მხოლოდ ახალი წლის წინა დღეებში, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს.

7

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s