პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

ახალი წლის მოლოდინის კალენდარი

2 Comments

მშობლებმა კარგად ვიცით თუ როგორ მოუთმენლად ელიან ბავშვები ახალ წელს და როგორ კითხულობენ ყოველ დღე და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც თუ რამდენი დღე დარჩა ახალი წლის მოსვლამდე. ამ მოლოდინის სასიამოვნო პროცესად გადასაქცევად არსებობს ერთი ლამაზი და სასიამოვნო ტრადიცია – მოლოდინის კალენდრის შექმნა, რომელსაც ხშირად თან ახლავს ხოლმე პატარა სიურპრიზები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია საქართველოში არ არის ფეხმოდგმული და ძირითადად დასავლეთის ქვეყნებშია ცნობილი სახელწოდებით – Christmas Advent Calendar, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენს სახლშიც შემოგვეტანა ის, რადგანაც მარიც ისევე, როგორც დასავლეთში მცხოვრები ბავშვები, მოუთმენლად ელოდება დღესასწაულებს და ისიც სულ კითხულობს თუ რამდენი დღე დარჩა ახალ წლამდეო🙂

უკვე მეორე წელია მსგავს კალენდარს ვაკეთებთ. შარშან კალენდრი ასეთი მარტივი ვარიანტი გავაკეთეთ, სადაც მხოლოდ დღეების დათვლა იყო ძირითადი მიზანი და თითეული განვლილ დღეს მარი აწებებდა ბამბას სანტა კლაუსის წვერს.

TOMFO-DIY-Santa-adventcalendar

წელს გადავწყვიტეთ კალენდრის უფრო კომპლექსური სისტემა მოგვეფიქრებინა, სადაც ახალ წლამდე დარჩენილი დღეების დათვლას პატარა სიურპრიზებიც დაემატებოდა🙂

ამისთვის მარიმ და მე ჩვენი ხელით გავაკეთეთ 31 პაწაწუნა კონვერტი დეკემბრის ყველა დღის აღსანიშნავად, გაუკეთეთ ფონი და ნაძვის ხის ფორმითა დავამაგრეთ კედელზე და თან გავაფორმეთ ნაძვის ხის მსგავსად.

DSC_0395

ამ კალენდის სიურპრიზი კი გახდა ჩემი წერილები მარისადმი, რომელსაც ის ყოვედღიურად იღებს ახალი წლის დადგომამდე.

DSC_0400

ყოველ დღე, ახალი წლის დადგომამდე მარი მიდის ამ კალენდართან და მოუთმენლად ელოდება იმას, თუ რა წერილი დახვდება იმ დღეს მას ახალ კონვერტში და თან იმის დასათვლელად თუ რამდენი დღე დარჩა ახალ წლამდე ანუ საჩუქრების მიღებამდე🙂

DSC_0406

წერილების შინაარსი კი ისეთია, რაც მარის გაუხარდება რა თქმა უნდა და ყოველ დღე განსხვავებული შინაარსით🙂

DSC_0438

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მხიარული და სასიამოვნო ტრადიციაა. ამიტომაც ვაპირებთ მომდევნო წლებშიც გავაგრძელოთ და თან ყოველწლიურად ამ კალენდრის ახალი ვარიანტები მოვიფიქროთ.

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

2 thoughts on “ახალი წლის მოლოდინის კალენდარი

  1. მეც მინდა, ასეთი კარგი დედიკო ვიყო ოდესმე🙂 ჯერ არ გამომდის საკმარისად…

    Liked by 1 person

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s