პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

მხიარული თამაში – “გააცოცხლე ყველაფერი ჭყეტელა თვალებით”

7 Comments

ტელევიზორით, კომპიუტერით, პლანშეტებთ თუ მობილური ტელეფონებით გართობას შეჩვეული ბავშვები დღეს ისეთი თამაშებით შედარებით ნაკლებად ერთობიან, რომელიც ფიზიკურ მოძრაობასა და ეზოში ყოფნას მოითხოვს. იმდენად მიმზიდველი და ჩამთრევია ტექნოლოგიები დღევანდელი ბავშვებისთვის, რომ მათ ფონზე სხვა თამაშები მოსაწყენი და ადვილად მოსაბეზრებელი ეჩვენებათ. არადა მათი ჯანმრთელობისთვის და გონებრივი განვითარებისთვის ფიზიკური მოძრაობა და წარმოსახვითი თამაშები, რომლებიც ფიქრს და ფანტაზიის აქტიურ გამოყენებას მოითხოვს – ძალიან მნიშვნელოვანია.

მარიც არ არის გამონაკლისი და შემთხვევას არ უშვებს, რომ არ ითხოვოს ტექნოლოგიებით გართობა. მე კი სულ ვფიქრობ იმაზე, რომ ასეთი თხოვნები მინიმუმამდე დავიყვანო და მოვიფიქრო ისეთი თამაშები, რომლებიც აჩვენებს მას, რომ ტექნოლოგიების გარდა სხვა ბევრი რამ საინტერესო და სახალისო არსებობს მის ირგვლივ.

სწორედ ამ მიზნით ერთ დღეს მოვიფიქრე ძალიან მარტივი და მხიარული თამაში „გააცოცხლე ყველაფერი ჭყეტელა თვალებით“. ამ თამაშისთვის დაგვჭირდა ორი ჭყეტელა თვალი, პლასტელინი და წარმოსახვის ამუშავება.

თამაშის არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ უნდა გვეპოვა ჩვენს ირგვლივ ისეთი ნივთები თუ მცენარეები, რომელთა „გაცოცხლებას“ ჭყეტელა თვალებით შევძლებდით.

პირველი გაცოცხლება შიგნით სახლში მოხდა – გავაცოცხლეთ პატარა მსხალი🙂

DSC_0512

 

მსხლის გაცოცხლების შემდეგ, გადავწყვიტეთ ეზოში ჩასვლა, რათა იქ გაგვეგრძელებინა ჩვენი შემოქმედება.

მივადექით ხეებს.

DSC_0517

 

მოგვეჩვენა, რომ ხეები საკმაოდ გაკვირვებულები შეხვდნენ. ისეთი სახეები გამოუვიდეთ თითქოს ამბობდნენ ეს რა ხდება ჩვენს თავსო…

DSC_0525

ეს გადაჭრილი ხე ძალიან მოწყენილი მოგვეჩენა….

DSC_0543

ეს ხე აშკარად გაოგნდა

DSC_0551

 ეს შედარებით ნაკლებად.

მერე ნინიც შემოგვიერთდა და ჩვენი ჯადოსნური მოგზაურობა უკვე მასთან ერთად გავაგრძელეთ.

DSC_0530

 

მერე ასეთი მხიარული ხეც ვიპოვეთ.


DSC_0531

 

შემდეგ მორიდებული სკამის საზურგე…

DSC_0552

ღობეში საცოდავად შეკუჭული პლასმასის ჭიქაც ვიპოვეთ და ისიც გავაცოცხლეთ

DSC_0562

 გოგონებმა ძებნის არეალი გააფართოვეს

DSC_0576

 

 და აი რა იპოვეს🙂

DSC_0577

 ქვებიც არ დავიწყებიათ

DSC_0585

 

გადავიდნენ სასრიალოზე

DSC_0587

და ბოლოს საკუთარ თითებზე.

DSC_0597

ჩვენი თამაში საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მარიმ და ნინიმ  ბევრი რამ გააცოცხლეს მათ ირგვლივ, რითაც წარმოსახვის უნარიც გაავარჯიშეს და კარგადაც იმხიარულეს.

ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირს ხოლმე დროის დახარჯვა ასეთი თამაშების მოსაფიქრებლად. იმედი მაქვს, რომ თქვენც ითამაშებთ ხოლმე ამ მხიარულ თამაშს თქვენს პატარებთან ერთად.  თან ასეთი თამაშები ძვირფასია იმითაც, რომ ისინი მშობლებს და ბავშვებს ერთმანეთთან ძალიან აახლოებს და ბავშვობის უძვირფასეს პერიოდს კიდევ უფრო საინტერესოს, მხიარულს და ბედნიერს ხდის.

 

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

7 thoughts on “მხიარული თამაში – “გააცოცხლე ყველაფერი ჭყეტელა თვალებით”

  1. თამუნა, დიდი მადლობა მშვენიერი იდეისათვის🙂
    ხომ ვერ მეტყვით, სად შევიძინო ან საიდან გამოვიწერო ასეთი თვალები? თუ თვითწებვადია, კიდევ უკეთესი.
    დიდი მადლობა წიანსწარ🙂

    Liked by 2 people

    • მიხარია, რომ მოგეწონათ🙂

      ასეთი თვალებს ხშირად ვყიდულობ ნაჭრების მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს, ზუსტად პროკრედიტ ბანკის გვერდზე. გამოწერით ამაზონზეც იყიდება წებოვანებიც და წებოს გარეშე, http://www.amazon.com/Watch-them-wiggle-Black-PIECES/dp/B0074MHV7W/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1398155842&sr=8-1&keywords=googly+eyes

      ნაჭრების მაღაზიაში წებოვანი არ იყიდება, მაგრამ შეგიძლიათ პლასტელინით მიამაგროთ ნივთებზე🙂

      Liked by 1 person

  2. ეს რა კარგი თამაში გვასწავლეთ. დიდი მადლობა🙂

    Like

  3. Pingback: 101 რამ, რაც გაახალისებს ბავშვებს ამ ზაფხულს | პატარა ჟირაფი

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s