პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე

16 Comments

verbal abuseბავშვებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ საკმარისად არ საუბრობენ, არადა როგორც კვლევები უჩვენებენ ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს გრძელ ვადაში და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგანაც ფსიქოლოგიური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას ანუ მთლიანად პიროვნებას.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგიურ ძალადობას სამწუხაროდ საკმაოდ ხშირად ახორციელებენ მასწავლებლები, როგორც საბავშვო ბაღებში, ასევე სკოლებში. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ თვითონ მშობლები, ხშირად სრულიად გაუცნობიერებლად ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებენ საკუთარ შვილებზე და თითქოსდა კარგი განზრახვით ნათქვამი სიტყვებით, სინამდვილეში სრულიად საპირისპირო შედეგებს იღებენ. რეალობა კი სამწუხაროდ ის არის, რომ თითქოსდა უმნიშვნელო სიტყვებმა, შესაძლებელია ბავშვს გრძელ ვადაში საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანოს. ეს არაერთმა გრძელვადიანმა კვლევამ დაადასტურა.

რა არის ფსიქოლოგიური/ემოციური ძალადობა?

ემოციური ძალადობა გულისხმობს ბავშვთან მუდმივად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს:  შეურაცხყოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესიული და ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება, დაშინება, ბავშვის აუცილებელი მოთხოვნილებების უგულებელყოფა, სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დაცინვა და დამცინავი სახელებით მიმართვა.

 

– შეურაცხყოფა, მუდმივად გაკრიტიკება–  ბავშვის მუდმივი დამცირება, დაცინვა, კრიტიკა, შერცხვენა (განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) და ყვირილი – ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია.

ზოგჯერ მშობლები დასცინიან ბავშვს თუ იგი რაიმეს შეცდომით გააკეთებს ან იტყვის. შესაძლებელია მშობლები ამ დროს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ ქცევას, რადგანაც ვერაფერს საზიანოს ამაში ვერ ხედავენ. სინამდვილეში ასეთი დაცინვა, როგორც წესი ბავშვს ძალიან თრგუნავს და აკარგვინებს საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენას. აკარგვინებენ სურვილს იმისა, რომ ის, რაზეც დაცინვით მიუთითეს, საერთოდ სცადოს ხელმეორედ.

განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან ბავშვები ასეთ მიდგომას მასწავლებლების მხრიდან, რადგანაც ასეთი ტიპის კომუნიკაცია, როგორც წესი, მთელი ჯგუფის თანდასწრებით ხდება, რაც განსაკუთრებით დამთრგუნველია.  როდესაც ბავშვი შეცდომით პასუხობს კითხვას, ან დავალებას სწორად ვერ აკეთებს, მასწავლებლების ნაწილი ბავშვს ასეთი შედეგისთვის შეურაცხყოფას მთელი კლასის თვალწინ აყენებს. ერთხელ ასეთი ფორმით შერცხვენილი ბავშვი, დიდი ალბათობით კარგავს საკუთარი თავისადმი რწმენას, რის გამოც მისი შემდეგი მცდელობა შესაძლებელია ბევრად უფრო გაუბედავი აღმოჩნდეს. ხოლო ადამიანის ფსიქოლოგიის თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვი თანდათანობით იჯერებს, რომ ის მართლაც ისეთია, როგორც მას წარმოაჩენს მასწავლებელი.

როგორც კვლევები უჩვენებს, ასეთი მიდგომა ბავშვისადმი ნეგატიურად მოქმედებს მის შემოქმედებით უნარზე, ზიანს აყენებს მის პროდუქტიულობას და იწვევს სოციალურ პრობლემებსაც.

–  დაშინება – სერიოზული ფსიქოლოგიურ ძალადობას აქვს ადგილი, როდესაც ბავშვთან ურთიერთობა შიშზეა აგებული. შიშზე აგებული ურთიერთობის დროს ბავშვი მუდმივად სტრესშია, ეშინია ნებისმიერი ქმედების და ხშირად ვერც კი არჩევს რის გამო შეიძლება დაისაჯოს და რის გამო არა. ასეთ დროს, ბავშვებს ყველა წვრილმანზე საყვედურობენ და მიუთითებენ, აშინებენ შედეგებით, რითიც საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებენ.

ხშირად როდესაც ბავშვები არ ასრულებენ მშობლის დავალებას, ხდება მათი დაშინება, თუმცა უკვე კარგად არის ცნობილი ფსიქოლოგებისთვის ის ფაქტი, რომ დასჯა და ფსიქოლოგიურ სტრესში ყოფნა ძალიან ცუდია ბავშვის მოტივაციისთვის.  როგორც წესი ასეთ მიდგომა, სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად კიდევ უფრო აუარესებს და რეალურად უფრო დიდი პრობლემების გამომწვევია.

– ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება – ძალიან ხშირად უფროსებს ავიწყდებათ, რომ ბავშვი ჯერ პატარაა და არ შეიძლება მას მოვთხოვოთ იგივე, რასაც უფროსი ასაკის ხალხს მოვთხოვდით. ზედმეტად დიდი, ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ბავშვს უყალიბებს დაბალ თვითშეფასებას. ის ფიქრობს, რომ რადგანაც თხოვენ, ალბათ უნდა შეძლოს და რადგანაც ვერ ახერხებს წაყენებული მოთხოვნების შესრულებას, ესე იგი ის არ არის ნიჭიერი, ძლიერი, ჭკვიანი და ა.შ.

 

ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგები

მუდმივი სიტყვიერი თავდასხმები და შეურაცხყოფა მშობლის მხრიდან, ბავშვს სულიერად ასუსტებს და აზიანებს კავშირს ბავშვსა და მშობელს შორის. ხშირად ასეთ სიტუაციებში ბავშვები კარგავენ უსაფრთხოების შეგრძნებას, რაც თავის მხრივ იწვევს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. შესაძლებელია, რომ ბაშვები, რომლებიც მუდმივად ან ხშირად განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობას მშობლების მხრიდან, გახდნენ გადამეტებულად მორჩილნი  მშობლების მიმართ და სრულიად დაკარგონ დამოუკიდებლობის შეგრძნება ან პირიქით, შეიძლება მშობლებს ერთ დღესაც აუჯანყდნენ და მთლიანად უარყონ მათი ავტორიტეტი.

ზოგადად ნებისმიერი უფროსის (მშობელი, მასწავლებელი, ძიძა) მხრიდან მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ მყოფ ბავშვებს აქვთ ქცევის პრობლემები, მათ შორის შესაძლოა ჰქონდეთ დეპრესიაც, უჩნდებათ პრობლემები სწავლაში და ასევე სხვებთან კომუნიკაციაში. ხშირად ასეთი ბავშვები ხდებიან ზედმეტად აგრესიულები ან ზედმეტად დამოკიდებულნი, ეზღუდებათ შემოქმედებითი უნარი, სწავლის უნარ, აქვთ დაბალი ენთუზიაზმი და ადვილად ნებდებიან მარცხის შემთხვევაში. მათ აქვთ არასრულფასოვნების შეგრძნება, არ ენდობიან გარშემომყოფებს, ფიქრობენ, რომ არავის უყვარს ისინი და ვერ იგებენ თუ რატომ გრძნობენ თავს ასე ცუდად. ხოლო ზრდასრულ ასაკში კი უფრო დიდი ალბათობით ხდებიან დეპრესიულები.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თუ ბავშვი შეესწრო სხვის მიმართ განხორციელებულ ძალადობს (ფიზიკურს ან ფსიქოლოგიურს) ის ისევე ითრგუნება, როგორც მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს.

სამწუხაროდ, არაინფორმირებულობის გამო, დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითები უბრალოდ ბავშვის „დისციპლინისთვის“ აუცილებელი საშუალებებია და მეტი არაფერი. ბევრი ფიქრობს, რომ ამ, ასე ვთქვათ “დისციპლინის” უზრუნველყოფისთვის აუცილებელი საშუალებების გადამეტებულ გამოყენებას არანაირი ზიანი არ მოაქვს. სამწუხაროდ ისინი ცდებიან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, რათა შევამციროთ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები და ძალადობის ნაცვლად თბილ, სიყვარულით გარემოცულ და მზრუნველ გარემოში გავზარდოთ ჩვენი პატარები, რათა მივცეთ მათ საშუალება ირწმუნონ საკუთარი უნარების და გახდნენ სრულფასოვანი, მოსიყვარულე, სათნო, საკუთარი შესაძლებლობებში დარწმუნებული წარმატებული ადამიანები.

 

მასალები თემაზე:

World Health Organization. Child abuse and neglect by parents and other caregivers. Ch3:  http://www.who.int/violence_injury_prevention/violence/global_campaign/en/chap3.pdf

US News. & World Report. Mental Abuse of Kids Leaves Lifelong Scars:  http://health.usnews.com/health-news/news/articles/2012/07/30/mental-abuse-of-kids-leaves-lifelong-scars

ChildSafe International. Emotional Abuse:  http://www.childsafe-international.org/EmotionalAbuseDetails.asp

American Humane Association. Child Emotional Abuse:  http://www.americanhumane.org/children/stop-child-abuse/fact-sheets/emotional-abuse.html

Global Post. Verbal Abuse in Relationships Between Parents and Children:  http://everydaylife.globalpost.com/verbal-abuse-relationships-between-parents-children-14117.html

The SocJournal – A New Media Journal of Sociology and Society. The emotional abuse of our children: Teachers, schools, and the sanctioned violence of our modern institutions: http://www.sociology.org/columnists/michael-sosteric/the-emotional-abuse-of-our-children-teachers-schools-and-the-sanctioned-violence-of-our-modern-institutions

Toronto Therapy & Online Counseling. Emotionaal Abuse: The Most Common Forms of Abuse: http://kalimunro.com/wp/articles-info/sexual-emotional-abuse/emotional-abuse-the-most-common-form-of-abuse

Glynn. W.B. Sharpe. Doctoral Thesis. University of Toronto. Behind the Closed Doos: Exploring Teacher Bullying and Abuse of Students, Characteristics of The Teachers, and Impact:  https://tspace.library.utoronto.ca/bitstream/1807/27602/3/Sharpe_Glynn_W_201103_EDD_thesis.pdf

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

16 thoughts on “რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე

  1. უნდა ამოვბეჭდო ეს წერილი და მამაჩემს უნდა ვაკითხო ყოველდღე იძულებით!

    Liked by 2 people

  2. საქართველოში ეს ყველა მშობლის დონემდე უნდა დავიყვანოთ. სხვა შემთხევაში მომავალ თაობებსაც ისეთს მივიღებთ როგორებიც დღეს გვყავს . . .

    Like

    • ასეთი ადამიანები კი არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთლიანი საზოგადოების პრობლემა ხდება საბოლოოდ.

      Like

      • თეა, გეთანხმებით, მთელი საზოგადოების პრობლემაა ეს ყვალაფერი. დიდი ხანია ეს საკითხი მაწუხებს და ამიტომაც გადავწყვიტე ბლოგის საშუალებით დამეწყო ამაზე საუბარია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო აქტიურად დაიწყებს ამ პრობლემაზე საუბარს, რომ ნელ-ნელა შეიცვალოს სიტუაციას. ჩვენს ქვეყანას პირდაპირ ეტყობა ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგები.

        Like

  3. Dasawyisistvis Sachiro werilia. Am mimartulebit bevria

    Like

    • ნინო, გეთანხმებით. სამუშაო ნამდვილად ბევრია. როგორც უკვე ავღნიშნე კიდეც წერილის დასაწყისში. ჩენი დღევანდელი რეალობა ის არის, რომ თითქმის არავინ საუბრობს ამ პრობლემაზე. მაგრამ იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია შეიცვლება და ჩვენი საზოგადოება გააქტიურდება ამ მიმართულებით.

      Like

  4. Samushao ( es bolo sityva washlila

    Like

  5. dzalan sainterso temaa,neta yvela mshobels sheedzlos swori agzrda bavshvis da ara marto mshobels…

    Like

    • მადლობა ნინო. სამწუხაროდ ქართველ მშობლებს ხელი არ მიუწვდებათ მნიშვნელოვან მასალაზე, რაც დაეხმარებოთად მათ ბავშვების სწორად აღზრდაში. ქართულ ენაზე ძალიან მწირი მასალაა ხელმისაწვდომი, მითუმეტეს უახლესი კვლევები, რაც აისახება კიდევაც ჩვენს რეალობაში.

      ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საინტერესო მასალა მოვიძიო, ვთარგმნო და დავამუშავო, ისე, რომ ხელმისაწვდომი გავხადო ამ ბლოგის საშუალებით მათთვის, ვისაც სურვილი აქვს უფრო მეტი გაიგოს თანამედროვე აღზრდის მეთოდებზე.

      Liked by 1 person

      • რა საჭიროა მასალა.. ეს ადამიანს ან გაქვს ან არა. ძალიან ბევრი მოძალადე მშობელია. რომელსაც ამ სტატიაში დაწერილი 1% არ ესმის

        Like

  6. თამუნა, დიდი მადლობა, რომ ამ საკითხზე წამოიწყეთ საუბარი. მაგრამ ვფიქრობ, ამ სტატიაში პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია განხილული. არ უნდა ვიძალადოთ ბავშვზე, გეთანხმებით, მაგრამ რეალობაში ძნელია მართო სიტუაცია. ყველა ბავშვი ერთნაირი ბუნების არაა, ასევე აუცილებელია თავად მშობლის, ხშირად დედის მდგომარეობის განსაზღვრაც. დედა, რომელიც მუდმივად განიცდის ძალადობას, როგორც რომელიმე პიროვნებისგან, ისე სახელმწიფოსგან, თავისდაუნებურად შეიძლება გახდეს ამ ძალადობის გამტარი და საბოლოოდ დარტყმა, სწორედ ბავშვზე განხორციელდეს. ასევე კარგი იქნება თუ ვისაუბრებთ იმ მტკივნეულ საკითხზე, რასაც წარმოადგენს ტელევიზიის მიერ ბავშვის სათუთ ფსიქიკაზე ძალადობის საკითხი. მე მგონი ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც არავის ადარდებს თუ რა მავნე შედეგებს გვაძლევს ტელევიზიით ნაჩვენები მულტიპლიკაციური ფილმები ( მხატვრულ ფილმებზე უკვე აღარ ვსაუბრობ) ,სადაც ბავშვებს მიეწოდებათ ძალადობის და თქვენ წარმოიდგინეთ გარყვნილების სცენები. დღეს მშობლების უმრავლესობა უჩივის ბავშვების უმართავ, აგრესიულ მდგომარეობას. როგორც ოთხი შვილის დედა შემიძლია ამის მიზეზები საკუთარი დაკვირვებიდან გაგიზიაროთ: ეს არის, არასრულყოფილი სამედიცინო მომსახურება, დედებს არ აქვთ საშუალება ორსულობის პერიოდში და შემდეგ შვილოსნობის საწყის სტადიაზე მიიღოს რჩევები ფსიქოლოგიური მდგომარეობის მოსაწესრიგებლად, საკვების შეზღუდვა მატერიალური სიდუხჭირის გამო (ეს პრობლემა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეხება), ბავშვების არასრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება, დასვენებისა და სპორტის სახეობებით დაკავების შესაძლებლობის არ ქონა, საეჭვო აცრები, რომელთა შესახებ პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ იწვევს ამა თუ იმ დაზიანებებს ბავშვის ორგანიზმში, მშობლებს არ აქვთ საშუალება დააკმაყოფილონ ბავშვის სურვილი შეუძინონ სასურველი სათამაშო, ან გაასეირნონ ისინი თუნდაც ზოოპარკში. და ა.შ. მე მგონი არასწორია მშობელს მოვთხოვოდ ცალსახად, არ იძალადოს ბავშვზე, მაშინ როდესაც თავად მშობელს ვაყენებთ მუდმივი სტრესის ქვეშ. გაიარეთ ბავშვის ეტლით თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე და მიხვდებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ უყვართ. მათზე არავინ ზრუნავს.

    Like

    • თეა ძალიან დიდი მადლობა კომენტარისთვის.

      გეთანხმებით, რომ ძალიან რთულია უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ დედას მოსთხოვო თავი შეიკავოს ყვირილისგან და მუდმივად აკონტროლოს საკუთარი თავი ბავშებთან უერთიერთობისას, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ შეიძლება გავჩუმდეთ და არ ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან საზიანოა ბავშვის ფსიქიკითვის. სხვათა შორის ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა ოჯახში არ არის პირდაპირ კავშირში ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან და საკმაოდ ხშირად ასეთ შემთხვევბს სწორედ შეძლებულ ოჯახებში ვაწყდები. ვფიქრობ, რომ პრობლემა ხშირ შემთხვევაშ არაინფორმირებულებაა და ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ვისუაბროთ ბევრი, რომ კარგად გავიზროთ თუ რამდენად საზიანოა ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშებისთვის. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მოძალადე მშობლების ბავშვები, როგორც წესი, შემდეგ თვითინ ხდებიან მოძალადე მშობლები და ეს მუდმივად ასე გაგრძელდება თუ როდესმე არ დაიწყო ამაზე საუბარი.

      რაც შეეხება სხვა თემებს, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, გეთანხმებით, რომ ყველა ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე (სხვათა შორის ძალადობის შემცველ მულტფილმების ზეგავლენას რამდენჯერმე შევეხე ჩემი ბლოგისა და Facebook გვერდის საშუალებით). მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ადამიანის ბლოგია, რომელიც თავისუფალ დროს წერს იმაზე, რაც მას აწუხებს (ან უნდა უბრალოდ სხვას გაუზიაროს) და შეუძლებელია, რომ ყველა პრობლემაზე საუბარი მე მომთხოვოთ. თუ თქვენც დაწერთ ამ თემებზე კარგი იქნება, რომ მეტი ხმა და აქტიურობა იყოს ჩვენს საზოგადოებაში თითოეული თქვენს მიერ ნახსენები პრობლემბის გარშემო.

      Like

  7. რაც მეტს დაწერთ ამ თემაზე, მით უკეთესი.

    ტექნიკური შეცდომაა ბეჭდვის დროს გაპარული, შეურაცხოფა წერია ყველგან შეურაცხყოფის ნაცვლად.

    Like

  8. Pingback: რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე | ახალი ამბები განათლების სფეროშ

  9. Pingback: რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე | ყველაფერი განათლებისთვის და გა

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s