პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

თამაში “იპოვე სიტყვები და ისწავლე კითხვა”

4 Comments

კითხვის შესწავლა, ბავშვისგან საკმაოდ დიდ შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს, მითუმეტეს თუ ეს ტრადიციული მეთოდით ხდება, რომელიც ხალისსა და თამაშის ელემენტებს სრულიად მოკლებულია.

დღეს, განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები უფრო და უფრო ამახვილებენ ყურადღებას თამაშის მნიშვნელობაზე და მიგვითითებენ, რომ თამაში ახალი უნარების ათვისების საუკეთესო გზაა, რადგანაც ის ეხმარება ბავშვს შესასწავლი მასალის უფრო კარგად გააზრებაში. ყველა ამ სასარგებლო თვისებასთან ერთად თამაში ხომ ძალიან სახალისოა და რატომ არ შეიძლება სწავლის პროცესიც ისეთვე სახალისო გავხადოთ, როგორც თამაში?

თამაშის მნიშვნელობაზე ბევრი სტატის წაკითხვისა და ინტერნეტით ლექციების მოსმენის შემდეგ, გადავწყვიტე სხვადასხვა თამაში მე თვითონაც მომეფიქრებინა, რაც მარისთან ერთად გატარებულ დროს უფრო გაახალისებდა და თან მის განვითარებას და განათლებასაც შეუყწობდა ხელს.

ამ მიზნით პირველ ეტაპზე საკმაოდ მარტივი თამაში მოვიფიქრე, რომელიც მიზნად ისახავს კითხვის უნარის გაუმჯობესებას. სახელიც შესაბამისი დავარქვი – “იპოვე სიტყვები და ისწავლე კითხვა”.

ამ თამაშისთვის გამოვიყენე ფერადი ფურცელი, მაკრატელი და ფლომასტერი:

2პატარა ზომებად დაჭრილ ფერად ქაღალდზე დავაწერე იმ ნივთების სახელწოდებები, რომლებიც სახლში გვქონდა.

3

შემდეგ ეს ქაღალდები ოთახში სხვადასხვა არასწორ ადგილას დავდე და მარის ვუთხარი, რომ უნდა ეპოვა 15 პატარა ქაღალდი წარწერებით, წაეკითხა ისინი და სწორ ადგილას უნდა დაედო. იმ ფაქტმა, რომ ქაღალდები თავიდანვე მოსაძებნი იყო -გაამართლა, რადგანაც ბავშვებს უყვართ მოქმედებაში ყოფნა და მარიმაც ხალისით დაიწყო ამ ფურცლების ძებნა მთელს ოთახში და თან გამუდმებით ითვლიდა, რომ გაეგო კიდევ რამდენი დარჩა მოსაძებნი.

5

თხუთმეტივე პატარა ფურცლის პოვნის შემდეგ, მარი კითხვას შეუდგა, რომ გაეგო თუ რა ეწერა თითოეულ ფურცელზე.

7

სანამ მარი სიტყვებს კითხულობდა და სწორ ადგილას დებდა თითოეულ მათგანს, მე სურათებს ვიღებდი და ვერთობოდით🙂

9

მარის ეს თამაში ბევრად უფრო მეტად მოეწონა, ვიდრე მე მქონდა წარმოდგენილი. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ყოველი სიტყვის წაკითხვას სიხარულით ხვდებოდა და დიდი ხალისით დარბოდა ოთახში აქეთ იქით, რომ ნივთები სწორ ადგილას “დაემალა”. ფურცლების გადანაწილების შემდეგ ჯერი ჩემზე მიდგა და მე დავიწყე მათი ძებნა, რომ შემემოწმებინა ყველა სიტყვამ თავისი ადგილი სწორად იპოვა თუ არა. ყველაფერი სწორად იყო, რამაც მარი ძალიან გაახარა და თამაშის გამეორება სამჯერ მთხოვა, ამ დროს ხან თვითონ მალავდა ამ სიტყვებს და ხან მე.

 გადავწყვიტეთ, რომ ეს თამაში სხვადასხვა სიტყვებით სხვადასხვა ადგილას პერიოდულად ვითამაშოთ ხოლმე, თან ისეთი სიხშირით, რომ ძალიანაც არ მოგვეზრდეს არც მარის და არც მე🙂.

მოკლედ, თამაშების მოფიქრება ძალიან ძნელი საქმე არ არის, მთავარია იცოდე რა არის შენი მიზანი, გაითვალისწინო იმ ადამიანის თუ ჯგუფის მოთხოვნები, ვისთვისაც ამ თამაშს ქმნი და რაც მთავარია ხალისით და სიყვარულით გააკეთო ეს ყველაფერი🙂.

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

4 thoughts on “თამაში “იპოვე სიტყვები და ისწავლე კითხვა”

  1. ძალიან საინტერესო იდეაა და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს შვილთან როცა კითხვას ისწავლის🙂 რამდენი წლიასაა მარი კითხვა რომ იცის? ანუ სკოლაში დადის თუ ჯერ არა და უკვე კითხულობს? ამ თემაზე მაინტერესებს თქვენი აზრი ან თუ გაქვთ რამე დაწერილი რომ მიმითითოთ. ანუ უნდა ვასწავლოთ თუ არა კითხვა სკოლაში მისვლამდე? მერე მათვის უინტერესო ხომ არ იქნება გაკვეთილები. ან რომ არ ვასწავლოთ, სხვა ბავშვებს რომ შეეძლოთ კითხვა პირველ კლასშ,ი ცოტა ხომ არ დაითრგუნებაიან? მადლობა წინასწარ🙂

    Like

  2. სოფიო, დიდი მადლობა კომენტარისთვის.

    მარი ახლა 6 წლისაა და წელს მიდის სკოლაში. კითხვა თამაშებით ისწავლა, ჯერ ასოების გამოცნობას ვთამაშობდით და მერე თვითონ ცდილობდა სიტყვების წაკითხვას. კითხვის სწავლის მოტივაცია თვითონ გაუჩნდა, როცა დაინახა რომ მისი მეგობარი, რომელიც პირველ კლასშია,უკვე კითხულობდა და მითხრა მეც მასწავლე კითხვაო. რადგანაც მისივე სურვილი იყო კითხვის სწავლა, მოვიფიქრე სხვადასხვა თამაშები, რომ კითხვის შესწავლა გამეადვილებინა და მისთვის სასიამოვნო პროცესი ყოფილიყო.

    გეთანხმებით, რომ სკოლაში წასვლამდე კითხვის სწავლება ბავშვისთვის, მითუმეტეს ფორმალური მეთოდებით ხშირად ნეგატიური შედეგის მომტანია. ამიტომაც უმჯობესია, რომ სკოლამდე მშობლებმა არ დააძალონ ბაშვებს კითხვის სწავლა. კვლევები, რომელიც ამ მიმართულებით ჩატარდა განვითარებულ ქვეყნებში უჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებიც 6-7 წლის ასაკში სწავლობენ კითხვას, უფრო მეტი სიამოვნებით კითხულობენ წიგნებს 11 წლის ასაკში და ზემოთ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებმაც უფრო ადრეულ ასაკში ისწავლეს კითხვა (თუმცა გამონაკლისები ყოველთვის არსებობენ). შესაბამისად, კითხვის სწავლება სკოლამდე მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს თუ თვითონ ბავში იჩენს ამის სურვილს. თუ სხვა ბავშვებმა სკოლაში კითხვა თუნდაც უკვე იციან, როცა ის მივა სკოლაში, არ უნდა იდარდოთ, რადგანაც ასაკიდან გამომდინარე ისიც მალე ისწავლის და სხვებსაც დაეწევა🙂 მთავარი ასკოლამდელ ასაკში ის არის, რომ მშობელმა ბევრი და მრავალფეროვანი წიგნები წაუკითხოს ბავშვს, რომ წიგნის სიყვარული გაუღვივოს მას. წარმატებებს გისურვებთ🙂

    Like

  3. ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის🙂 4 წლის ხდება ჩემი შვილი, საოცრად უყვარს წიგნების კითხვა, ანუ მე რომ ვუკითხავ. უყვარს როცა თვითონ არჩევს. აქვს საყვარელი წიგნებიც მაგრამ რაც მახარებს ისაა რომ, ეს საყვარელი წიგნები ამოჩემებული არ აქვს და ყველა ახალ წიგნს სიხარულით უსმენს და ინტერესდება. მეც ვცდილობ არ მოვაკლო ბევრი და საინტერესო წიგნი, თუმცა სამწუხაროდ თამაშების მოგონებაში ცოტა მოვიკოჭლებ, ამიტომ აუცილებლად გამოვიყენებ თქვენთან ნასწავლ საინტერესო რაღაცეებს🙂 კითხვასთან დაკავშირებით რჩევასაც გავითვალისწინებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შევუწყობ ხელს თუ თვითონ ექნება ინტერესი🙂

    Like

    • 🙂 რა კარგია, რომ ასეთი კარგი დედა ხართ!🙂 წარმატებებს გისურვებთ! მეც ვეცდები ბევრი ისეთი რამ დავწერო, რაც თქვენთვის და თვქენნაირი მონდომებული დედებისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება.

      Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s