პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ გავაკეთეთ საშინაო თოჯინების თეატრი

2 Comments

დიდი ხანია მინდოდა მარისთვის გამეკეთებინა თოჯინების თეატრი, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე საკმაოდ დიდი ხანი ვერ მოვახერხე ამ გეგმის განხორციელება. საახალწლო არდადაგებზე კი როგორც იქნა ეს გეგმაც განვახორციელე ბავშვებთან ერთად და დღეს უკვე სახლში გვაქვს “მობილური” საშინაო თოჯინების თეატრი და როცა მოგვესურვება ვატარებთ სპექტაკლებს.

თუ თქვენც გაქვთ სურვილი ასეთი თოჯინების თეატრი გაუკეთოთ თქვენს პატარებს, შეგიძლიათ ჩვენი გამოცდილება გამოიყენოთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს საკმაოდ მარტივია და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.

ამ საქმისთვის დაგჭირდებათ ნაჭერი, დაახლოებით 1,5 – 2 მეტრი სიგრძის. ლენტი, პატარა ზომის სხვადასხვა ფერის ნაჭრები. ჩვენ გასაფორმებლად უბრალო ტილოს ნაჭრები გამოვიყენეთ, რადგან სხვა არ გვქონდა სახლში. სასურველია თეატრის ფარდისთვის თხელი ნაჭერიც.

DSC_0496

რადგანაც ჩვენი თეატრი კარის ჩარჩოზე მაგრდება, ჩვენ პირველ რიგში გავზომეთ ნაჭერის სიგრძე და ბავშვებისთვის მოსახერხებელ ადგილზე ცარცით მოვხაზეთ სცენის ადგილი.

DSC_0497

ამოჭრილი სცენის ადგილზე სილიკონის წებოს დახმარებით დავამაგრეთ წვრილ ხაზებად დაჭრილი ტილოს ნაჭრები. დაკერების მაგივრად წებოს გამოყენება საკმაოდ დიდ დროს დაგაზოგინებთ და ბევრად უფრო გაგიმარტივებთ საქმეს.

DSC_0498

ამის შემდეგ დავამატეთ კიდევ სხვა დეტალები თეატრის გასაფორმებლად. ამოვჭერით ტილოს ნაჭრებიდან ფერადი სამკუთხედები და ისინიც სილიკონის წებოს გამოყენებით დავაწებეთ ნაჭერს.

DSC_0499

სულ ბოლოს კი დავამაგრეთ თეატრის ფარდა. ამ შემთხვევაში მეტი ეფექტისთვის ნემსი და ძაფიც გამოვიყენეთ ფარდების ასაფუშფუშებლად🙂 რომელიც ბოლოს მაინც წებოს გამოყენებით მივამაგრეთ მთავარ ნაჭერს და თეატრიც მზად იყო. კარის ჩარჩო, რომ ძალიან არ გაგვეფუჭებინა, ნაჭერი ჭიკარტების საშუალებით დავამაგრეთ კარებზე (და ყოველ ჯერზე ამ მეთოდს  ვიყენებთ).

DSC_0491

აი ჩვენი პატარა თეატრიც🙂

DSC_0487

ნინი და მარი ჩვენი საშინაო თეატრის სცენიდან იჭყიტებიან

და ბოლოს წარმოგიდგენთ მარიკუნას მიერ გამართულ პირველ წარმოდგენას ჩვენს საშინაო თეატრში, ზღაპარს “სამი გოჭი”

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

2 thoughts on “როგორ გავაკეთეთ საშინაო თოჯინების თეატრი

  1. მერამდენედ აღვფრთოვანდე ამ ბლოგის ავტორის ბრწყინვალე ნიჭითა და შემოქმედებითი უნარით?!❤

    Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s