პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ გავაკეთოთ თიხის სათამაშოები ნაძვის ხისთვის

14 Comments

წელს, მარიმ და მე, გადავწყვიტეთ ახალი სათამაშოები ნაძვის ხისთვის ყიდვის ნაცვლად ჩვენ თვითონ გაგვეკეთებინა სხვადასხვა მასალის გამოყენებით. პირველი რაც ვცადეთ თიხა იყო. გვინდა ჩვენი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

თიხის სათამაშოების გასაკთებლად დაგჭირდებათ ცომის საჭრელი ფიგურები, ცომის გასაბრტყელებელი და რა თქმა უნდა თიხა. ჩვენ ისეთ თიხა გამოვიყენეთ, რომელსაც ღუმელში გამოშრობა არ ჭირდება. ის ოთახის ტემპერატურაზე შრება დაახლოებით 24 საათში. ასეთი თიხა 6 ლარი ღირს და თითქმის ყველა საკანცელარიო მაღაზიაში იყიდება პლასტელინებთან ერთად. სათამაშოების მაღაზიებშიც შეიძლება შეგხვდეთ.

DSC_0370

სათამაშოების გასაკეთებლად, პირველ რიგში უნდა გააბრტყელოთ თიხა ისე, რომ თიხის ფენა ძალიან თხელი არ გამოვიდეს. თიხის ფენა ისეთი სისქის უნდა იყოს, რა სისქისაც გინდათ იყოს სათამაშოები.

DSC_0373

შემდეგ უნდა ამოვჭრათ  თიხა ფორმების საშუალებით.

DSC_0378

ძალიან ფრთხილად მოვაშოროთ ზედმეტი თიხა, ისე რომ ფორმა არ დაზიანდეს. ეს არც ისე რთულია და ბავშვებიც შეძლებენ ამ პროცესში ჩართვას.

DSC_0379

ამოჭრილი ფორმები ერთმანეთზე არ დაალაგოთ გაშრობამდე და არ დაგავიწყდეთ ძაფის გასაყრელი ნახვრეტის გაკეთება გამოჭრისთანავე. ამისთვის შეგიძლიათ მახათი გამოიყენოთ.

DSC_0397

თიხის გაშრობის შემდეგ კი იწყება ყველაზე სასიამოვნო პროცესი – სათამაშოების შეღებვა-გაფორმება.

DSC_0400

ჩვენ აკრილის საღებავები გამოვიყენეთ, რადგანაც უფრო ხარისხიანად ღებავს თიხას.

ასევე თუ გაქვთ ბრჭყვიალა თვლები და მსგავსი სახის გასაფორმებლები შეგიძლიათ გამოიყენოთ სათამაშოების გასალამაზებლად.

საღებავი ბოლომდე რომ გაშრება, მახათის დახმარებით ძაფის გაყრაც შეიძლება და სათამაშოებიც მზად არის!🙂

clay toys

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

14 thoughts on “როგორ გავაკეთოთ თიხის სათამაშოები ნაძვის ხისთვის

  1. ძალიან კარგი იდეაა, აუცილებლად გავაკეთებ ჩემს გოგოებთან ერთად🙂 შარშან თეთრი ნაძვის ხის სათამაშოები ვიყიდე და ისინი მოვხატეთ საღებავებით. მადლობა რომ ასეთ საინტერესო იდეებს გვაწვდით

    Like

    • დიდი მადლობა სოფი ასეთი თბილი კომენტარისთვის. ძალიან მიხარია, რომ საინტერესოა თქვენთვის ბლოგით გაზიარებლი იდეები🙂

      Like

  2. gamarjobat … es sachreli phormebi sad sheidzinet xom ver mimascavlit ?🙂

    Like

    • თაკო, ასეთი ფორმები და კიდევ ბევრი სხვაც შეგიძლიათ შეიძინოთ ბაზრობაზე, ისეთ მაღაზიაში სადაც ტორტის გასაფორმებელი საშუალებები იყიდება. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტელინის საჭრელი ფორმები (აჯობებს შედარებით დიდები), რომელიც ხშირად მოყვება პლასტილინების ნაკრებსაც.

      Like

      • ადვილად მუშავდება თიხა? ანუ ხელით ადვილად დასამუშავებელია და ადვილად შრება?

        Like

      • პრინციპში გააჩნია როგორ თიხას შეიძენთ. თეთრი თიხა, რომელიც სათამაშოების მაღაზიებში იყიდება როგორც წესი ადვილად მუშავდება. უმეტესობა, რაც მიყიდია, ადვილად მუშავდება. რაც შეეხება გაშრობას, ერთი დღე სჭირდება, რომ თიხა კარგად გამოშრეს.

        Like

      • და აი ასეთ სათამაშოს ლაკი რომ გადავუსვა ხომ ვერ მირჩევ რამეს? ან სად ვიყიდო მაინცდამაინც ელიავაზე რომ არ დამჭირდეს გასვლა.

        Like

      • ლაკი პატარა შუშებში იყიდება სამხატვრო მასალების მაღაზიაში. ერთი ასეთი მაღაზია არის რუსთაველიდან ელბაქიძისკენ ჩასახვევი რომ არის იქ მარჯვენა მხარეს.

        Like

      • და სადაა ელბაქიძის ჩასახვევი? ;დ ანუ რასთან ახლოს მაგალითად

        Like

      • ელბაქიძის ჩასახვევი არის რუსთაველის მეტროსთან რომ მარცხნივ ჩადის გზა…პატარა გვირაბივით არის გასავლელი და იქ მარცხენა მხარეს არის მაღაზია

        Like

      • და ხომ ვერ მეტყვით ხელოვნური ბუმბულების ყიდვა სად შემიძლია?

        Like

      • ანა, ბუმბულები ერთხელ ვნახე პეკინზე, თუ იცით ძაფების და მძივების დიდი მაღაზია. თუ სწორად მახსოვს პეკინის 23 ნომერშია ან სადღაც ახლოს ამ ნომერთან

        Like

  3. და ეს თიხა ადვილად არ ტყდება ?

    Like

    • თუ ძალიან თხელს არ გააკეთებთ არ ტყდება.

      Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s