პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

დაბადების დღე ეზოში

7 Comments

მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს დაბადების დღის ცენტრებმა საქართველოში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა, ჩვენ, ცენტრის ნაცვლად მარის დაბადების დღე წელს ეზოში გადავიხადეთ. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მარის საშინლად არ უყვარს ეს ცენტრები და სასტიკად აპროტესტებს იქ სიარულს მეგობრების დაბადების დღეებზეც კი. ჩვენც შევეშვით.

მარის ასეთ განწყობას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: 1) მას საშინლად არ უყვარს მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა და წამყვანები, რომლებიც მიკროფონების გამოყენებით ელაპარაკებიან ბავშვებს და 2) განსაკუთრებით არ მოსწონს ის ფაქტი, რომ წამყვანები აიძულებენ გააკეთოს ის, რაც მას სულაც არ მოსწონს და ზოგადად არ მოსწონს მათი თამაშები.

უნდა ვაღიარო, რომ დამოუკიდებლად ბავშვებისთვის დაბადების დღის ზეიმის მოწყობა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმედ ჩავთვალე, რადგანაც აქ ორგანიზებაც და გართობაც ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული. თან მარისგან განსხვავებით ბავშვების დიდ ნაწილს მოსწონს კიდევაც ცენტრები და მათი პროგრამები. ვიცოდი, რომ ცენტრებს შეჩვეული ბავშვების გართობა იოლი საქმე არ იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მაინც გადავწყვიტე რისკზე წასვლა. რადგანაც ჩემები ვერ ხვდებოდნენ რატომ ვირთულებდი ცხოვრებას, დახმარებაზე თავი დიდად არავის არ შეუწუხებია. ამიტომაც თითქმის ყველაფრის გაკეთება მარტომ მომიწია.

პირველი ამოცანა ზეიმისთვის თემის შერჩევა იყო, რომ ყველაფერი შერჩული თემისთვის დამეკავშირებინა. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც ვკითხულობთ მარი და მე ფიფქიას, კონკიას და მსგავსი ტიპის ზღაპრებს, სულაც არ მიმაჩნია რომ ეს გმირები სამაგალითონი არიან თანამედროვე ბავშვებისთვის. ამ ზღაპრებში ზედმეტად დიდი აქცენტი კეთდება გოგონების სილამაზეზე, ტანსაცმელზე და თითქმის არასოდეს ცოდნაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე და სხვა მნიშვნელოვან თვისებებზე. კიდევ ის არ მომწონს, რომ ეს გმირები არასოდეს იბრძვიან საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და რატომღაც სულ რომელიმე პრინცს ელოდებიან როგორც მხსნელს და თვითონ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ ლოდინის გარდა. მისაბაძი ქალი გმირების სიმწირის ფონზე, არჩევანი შედარებით ახალ გმირზე – მამაც მერიდაზე გავაკეთეთ, რადგანაც სხვა თუ არაფერი, ეს გმირი მამაცი და უშიშარი მაინც არის. იბრძვის იმისთვის, რომ იყოს დამოუკიდებელი და იბრძვის საკუთარი ბედნიერებისთვის. მოკლედ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, რა თქმა უნდა მარისთან შეთანხმებით დაბადების დღის თემად შევარჩიე მამაცი მერიდას ზღაპარი და დაბადების დღის გაფორმების და გართობის გეგმაც და ეზოს გაფორმების საშუალებებიც შეძლებისდაგვარად თემას შევუსაბამე.

Merida and Mariam

დაბადების დღისთვის მზადება საკმაოდ ადრე დავიწყე. შევიძინეთ მერიდას კაბა, მშვილდისრები, მერიდას ზღაპრის წიგნი. შევადგინე ზეიმის გეგმა და მენიუ და დავიწყე გეგმის განსახორციელებისთვის საჭირო საკითხების მოგვარება. ბოლოს და ბოლოს დადგა 11 სექტემბერი – მარიკუნას დაბადების დღეც.

b-day preps

მეგობრების დახმარებით მოვრთე შერჩეული ადგილი ეზოში. რადგანაც მარი პრინცესა მერიდას ფორმაში იყო გამოწყობილი, გადავწვიტეთ სტუმრებიც გაგვეხალისებინა და ყველა ბავშვს და მშობელს გადავეცით ჩვენი ხელით გაკეთებული გვირგვინები, რადგან იუბილართან ერთად გვინდოდა ამ ზეიმზე ყველა პრინცი, პრინცესა, მეფე და დედოფალი ყოფილიყო.🙂

ზეიმი კი მამაცი მერიდას ზღაპრის კითხვით დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები დაბადების დღის ცენტრებში ხმაურიან გართობას არიან შეჩვეული, ჩემმა ექსპერიმნტმა გაამართლა და ზღაპარი დიდი ინტერესით მოისმინეს!🙂

book1

ზღაპრის შემდეგ ბავშვები სუფრას მიუსხდნენ და მარიმ ყველას დაურიგა საჩუქრები ჩვენს მიერ გაკეთებული პატარა ოქროსფერი ჩანთებით. იქ ბაშვების საყვარელი ნატვრის თვლები, ფერადი ქვები და პატარა სათამაშოები იდო, რამაც ჩვენი პატარა სტუმრები ძალიან გაახარა.

IMG_1480

ამის შემდეგ კი დაიწყო სამეფო ნადიმი🙂

supra

ჩვენი დაბადების დღე, გასართობი პროგრამითაც საკმაოდ განსხვავდებოდა  ცენტრების მიერ მოწყობილი ზეიმებისგან. აქ მაღალ ხმაზე აწეული მუსიკის ფონზე ჩატარებული თამაშების ნაცვლად სხვა სახის გართობა შევთავაზეთ ბავშვებს. ყველა დეტალი კი რა თქმა უნდა წინასწარ განხილული და შეთანხმებული იყო მარისთან🙂.

ჩვენს ზეიმზე ბავშვებმა გააკეთეს სახალისო აპლიკაციები, შეღებეს ქვები და გადააქციეს პატარა მწერებად, ასევე გააკეთეს ჩიტუნების სახლები.

apli2

ესეც ჩიტუნების სახლებიც გალამაზების პროცესი. გაფორმების დასრულების შემდეგ ჩიტუნების სახლები ეზოში ხეებზე ჩამოვკიდეთ.

chita 1

ზეიმზე გვქონდა მერიდას ტორტიც, რომელიც მარის ძალიან მოეწონა🙂

merida

 რადგანაც დროში შეზღუდულები არ ვიყავით, გიგანტური საპნის ბუშტებიც გავბერეთ და  და საჰაერო ფარანიც გავუშვით.

შემდეგ კი რადგან დაღამდა, სხვა გზა არ იყო – ყველა სახლში წავედით.

მთავარი ჩემთვის ის იყო, რომ მარი ძალიან კმაყოფილი იყო. მხოლოდ ერთი საჩივარი ჰქონდა – რატომ უფრო ადრე არ დავიწყეთ ზეიმი, რომ კიდევ უფრო მეტი თამაში მოგვესწროო.🙂

LIGHT

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

7 thoughts on “დაბადების დღე ეზოში

  1. maris dabadebis dge dzalian momecona🙂🙂🙂 bednieri gogo gaizarde patara princesa❤

    Like

  2. ძალიან ძალიან კარგი იდეაა დაბადების დღის ეზოში მოწყობა.

    აღფრთოვანებული ვარ ამ ბლოგით და ბევრი რამე ძალიან მომეწონა, აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.

    დიდი მადლობა🙂

    Like

    • დიდი მადლობა სოფია🙂 მიხარია, რომ მოგეწონათ ბლოგი🙂

      Like

  3. mshvenieri dabadebis dge gmosvlia maris.rac mtavaria minda avgnishno rom dalian kargi dediko hkolia maris.ase zrunavs mis agzrdaze!
    🙂

    Liked by 1 person

  4. არაჩვეულებრივია, ყოველთვის მომხრე ვარ სუფთა ჰაერის, ზღაპრების, ნამდვილი თავგადასავლების, იმის რაც დიდობაში კარგად გაგვახსენდება

    Liked by 1 person

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s