პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

“პატარა ჟირაფის” კარავი ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

2 Comments

ილიას უნივერსიტეტი სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა „პატარა ჟირაფისთვის“ მეორე მაშტაბური ღონისძიება იყო (პირველი ალბათ გახსოვთ „მე მიყვარს კითხვა“, რომელიც ვაკის პარკში გავაკეთეთ). ვნერვიულობდით, მაგრამ მე ვფიქრობ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყოველ შემთხვევაში ბავშვების და დიდების კმაყოფილი სახეები ალბათ ამას ნიშნავდა.

kravai

gogo

ჯერაც ბევრმა არ იცის ვინ დგას „პატარა ჟირაფის“ უკან და ვინ აკეთებს ამ ყველაფერს. ბევრს ჰგონია, რომ „პატარა ჟირაფი“ ორგანიზაციაა.

ვინც ჯერაც არ იცის ვინ ვართ ჩვენ🙂 გეტყვით, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებთ მხოლოდ ორნი: მე და ანიტა ბავშვებთან ერთად – ჩვენს ბავშვებთან ერთად.

მე ვწერ ბლოგს, ვთარგმნი სტატიებს და ვეძებ ინფორმაციას Facebook-ის გვერდისთვის, ხოლო პატარა თუ დიდ ღონისძიებებს ვაკეთებთ ორივე ერთად. ანიტა ამ ღონისძიებების ფერიაა🙂

heheh2

თამუნა და ანიტა in action

სამეცნიერო პიკნიკის დღე ძალიან დატვირთული იყო. ჩვენს კარავს ბევრი სტუმარი ეწვია. რა თქმა უნდა სტუმრების უმეტესობა პატარები იყვნენ, მაგრამ მინდა გითხრათ დიდებიც არ გვაკლდა, რომლებიც დიდი სიამოვნებით (სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე :)) აკეთებდნენ სხვადასხვა სათამაშოებსა თუ ნივთებს ჩვენთან ერთად.

kido

girls

მე ვფიქრობ ჩვენმა პატარა სტუმრებმა ბევრი რამის გაკეთება ისწავლეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისწავლეს ის, რომ ბევრი ნივთი, რომელსაც როგორც წესი ვყრით ხოლმე ნაგავში (და ამით ძალიან ვზრდით ნაგვის რაოდენობას ჩვენს გარემოში) შეიძლება გამოვიყენოთ ძალიან ლამაზი და რაც მთავარია გამოსადეგი ნივთების გასაკეთებლად.

mari da sali

სალი და მარი

მიხარია, რომ შევძელით და ასეთ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა.

იმედი მაქვს, რომ მალე იმასაც შევძლებთ, რომ ჩვენს საქმიანობას მივცეთ უფრო ორგანიზებული სახე  და „პატარა ჟირაფი“ ვაქციოთ ისეთ ორგანიზაციად, რომელიც სიხარულს მიანიჭებს პატარებსაც და დიდებსაც🙂

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

2 thoughts on ““პატარა ჟირაფის” კარავი ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

  1. ძალიან მომეწონა თქვენი ინფორმაცია, სამეცნიერო პიკნიკის მონაწილეობის აქტივობები… არაჩვეულებრივი იდეები გაქვთ… ყოჩაღ თამუნა და ანიტა… და რა თქმა უნდა ბავშვებო…

    Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s