პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ გავახალისოთ ბავშვებისთვის წიგნის კითხვის პროცესი

3 Comments

Mindy Pierce Illustration

კითხვა – ბავშვებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ პასიური პროცესის ნაცვლად, წიგნის კითხვა შეგვიძლია გადავაქციოთ სახალისო და ინტერაქატიულ აქტივობად.

გაგიზიარებთ 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვებისთვის კითხვის პროცესის გახალისებაში:

  • ბავშვებს ძალიან უყვართ საკუთარი ემოციების გადმოცემა ხატვის საშუალებით, ამიტომაც შეგიძლიათ კითხვის დასრულების შემდეგ ერთად დახატოთ და ასე ნახატებში გადმოსცეთ წიგნიდან მიღებული შთაბეჭდილებები.
  • პატარები ძალიან გახალისდებიან, თუ კითხვის დასრულების შემდეგ, ერთად მოიფიქრებთ ახალ ისტორიებს წიგნის გმირებზე.
  • თუ რბილი სათამაშოებით პატარა სპეკტაკლს გაითამაშებთ წაკითხული ზღაპრის მიხედვით, ბავშვებს ნამდვილ სიხარულს მიანიჭებთ და გააცოცხლებთ წაკითხულ ზღაპარს.
  •  კითხვის პროცესი უფრო საინტერესო გახდება თუ ბავშვს კითხვებს დაუსვამთ წაკითხულის გარშემო, მაგალითად კითხეთ “გააკეთებდა თუ არა თვითონაც იგივეს, რაც გააკეთა მთავარმა გმირმა?”
  • ნამდვილად გახალისდებით თუ ეცდებით და ერთად მოიფიქრეთ ზღაპრის სხვა, ახალ და განსხვავებულ დასასრულს.
  • შეგიძლიათ ზღაპრის რომელიმე ნაწილი თქვენი შეხედულებისამებრ შეცვალოთ. ამით ბევრად უფრო საინტერესო და ახლობელი გახადოთ წიგნში გადმოცემული ისტორია.
  • შეგიძლიათ სცადოთ და მოყვეთ ზღაპარი სხვა გადმოსახედიდან. მაგალითად: მოიფიქრეთ თქვენ ან ბავშვმა თუ როგორ მოყვებოდა მგელი სამი გოჭის ამბავს.
  • გააკეთეთ მთავარი გმირების თოჯინები. ეს შესაძლებელია იყოს უბრალოდ ამოჭრილი ნახატებიც კი, რომლებიც ჯოხებზეა დამაგრებული. ასეთი თოჯინებით მშვებიერ სპეკტაკლსაც მოაწყობთ.
  • ხანდახან შეგიძლიათ სხვადასხვა ზღაპრის გმირებიც შეახვედროთ ერთმანეთს. მაგალითად ვინი პუჰი შეახვედრეთ ალისას და მოიფიქრეთ სულ ახალი ზღაპარი.
  • შეგიძლიათ ითამაშოთ თამაში “გამოიცანი გმირი”: გაითამაშეთ ეპიზოდები ზღაპრებიდან და ასე ხან თქვენ და ხან ბავშვებმა გამოიცანით თუ რომელ გმირზეა საუბარი.

კითხვა ადრეული ასაკიდან ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის და თუ კითხვის პროცესს სხვადასხა საშუალებით გაახალისებთ, ბავშვებს წიგნებს აუცილებლად შეაყვარებთ და თან ძალიან.

წყარო:

http://creativewithkids.com/12-ways-to-make-reading-interactive/

 

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

3 thoughts on “როგორ გავახალისოთ ბავშვებისთვის წიგნის კითხვის პროცესი

  1. რა საინტერესოა🙂
    ერთიმეორეზე უკეთესი რჩევებია. ასეთი მანიპულაციები ბავშვს არამხოლოდ შეაყვარებს კითხვას, არამედ შემოქმედებით აზროვნებას და კრეატიულობას წაახალისებს.
    აუცილებლად გამოვიყენებ ამ რჩევებს (ზოგიერთს მაინც, რასაც შევძლებ) ბავშვთან ურთიერთბაში. მადლობა.

    Like

    • დიდი მადლობა. მიხარია, რომ მოგეწონათ და იმედია გამოგადგებათ რჩევები🙂

      Like

  2. ძალიან მომეწონა!დიდი მადლობა

    Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s