პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ გავაკეთეთ ლარნაკი რძის ბოთლისა და საქსოვი ძაფების საშუალებით

4 Comments

ერთხელ ინტერნეტში გადავაწყდი სტატიას იმაზე თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ბოთლების გაფორმება ფერადი ძაფების საშუალებით.  ძალიან მომინდა მსგავსი რამე ჩვენც გვეცადა.

ერთ დღესაც მოვიცალეთ და გეგმა რეალობად ვაქციეთ, მაგრამ სტატიაში ნაჩვენები შუშის ბოთლის ნაცვლად ჩვენ პლასტმასის ბოთლი ავიღეთ და გადავწყვიტეთ ის ბოთლი ყვავილის ლარნაკად გადაგვეგცია.

მოკლედ ამ მიზნით ავიღეთ აი ასეთი რძის ბოთლი, ორი სხვადასხვა ფერის სქელი საქსოვი ძაფი, დანა და სილიკონის წებო. რადგანაც სახლში ნაჭრის საღებავიც გვქონდა, ისიც გამოვიყენეთ.

DSC_0147

შევუდექით საქმეს და პირველ რიგში რძის ბოთლი გადავჭერით აი ასე:

DSC_0149

შემდეგ მოვაშორეთ ეტიკეტი და დავიწყეთ ძაფის დამაგრება ბოთლზე სილიკონის წებოს საშუალებით.

DSC_0151

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ წებოს წასმა სულაც არ არის საჭირო ყველგან. უბრალოდ ისეთ ადგილებში უნდა წაუსვათ, რომ ძაფი მთლიანობაში კარგად დამაგრდეს ბოთლზე.

DSC_0154

ამ ყველაფრის გასაკეთებლად დაახლოებით 25 წუთი დაგვჭირდა

DSC_0156

ბოლოს გადავწყვიტეთ ყვითელ ფონზე რამე დაგვეხატა. მართალია ჩვენი სპეციალური ნაჭრის საღებავი გამოვიყენეთ, მაგრამ ამ საქმისთვის აკრილის საღებავიც ალბათ გამოდგებოდა.

DSC_0157

ჩვენმა ნამუშევარმა საბოლოოდ აი ასეთი სახე მიიღო.

DSC_0172

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

4 thoughts on “როგორ გავაკეთეთ ლარნაკი რძის ბოთლისა და საქსოვი ძაფების საშუალებით

  1. ჰეჰე , რა კარგი რამაა . საინტერესოა როგორი გამომივა , ვცდი ^_^

    Like

    • საკმაოდ ადვილია🙂 გამიზიარეთ თქვენი ნამუშევარიც🙂 მეც მაინტერესებს🙂

      Like

  2. ვაჰ, რა შესანიშნავი იდეაა🙂
    კარგა ხანია, სილიკონის პისტოლეტის შეძენას ვაპირებდი. დავაჩქარებ😀

    Like

    • სილიკონის თოფს ძალიან ბევრი რამისთვის ვიყენებთ ხოლმე. კარგი რამეა🙂

      Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s