პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ გავაკეთოთ ინდიელის გვირგვინი

3 Comments

ინდიელის გვირგვინის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:

  1. სქელი დიდი ფორმატის ქაღალდი
  2. ხარისხიანი ქაღალდის წებო
  3. მაკრატელი
  4. ორი სხვადასხვა ფერის ნაჭერი

როგორც სურათიდან ჩანს, ჩვენ მაგიდის ტილოს ფერადი ნაჭრები გამოვიყენეთ, რომელსაც ყველგან შეხვდებით.

DSC_0036

პირველ რიგში უნდა გამოვჭრათ განიერი ზონარის ფორმის ქაღალდი, იმ ზომის რომ თავზე მოერგოს იმას ვისთვისაც აკეთებთ🙂.

ამის შემდეგ გამოვჭრათ სამკუთხედები ფერადი ნაჭრებისგან და თანმიმდევრულად ვაწებებთ ქაღალდზე.

DSC_0039

არ იდარდოთ თუ დაწებების დროს აღმოაჩენთ, რომ ყველა სამკუთხედი ზუსტად არ ჯდება ქაღალდზე და ცდება ქაღალდის ზომებს ან პირიქით. ამის გამოსწორების საშუალება გექნებათ ბოლოს, ყველა სამკუთხედის დაწებების შემდეგ. შეგიძლიათ მაკრატლის საშუალებით ქაღალდიც და ნაჭრებიც ყველა ერთმანეთს გაუთანაბროთ.

DSC_0040

ქაღალდის ეგრეთწოდებული ზონარის დასრულების შემდეგ გამოჭერით ბუმბულის ფორმა ასევე სქელი ქაღალდისგან და ორივე მხრიდან დააწებეთ ფერადი ნაჭერი. შეგიძლიათ ერთი ან რამდენიმე ბუმბულის ფორმა გაუკეთოთ თქვენს გვირგვინს, ეს თქვენზე და თქვენი შვილის სურვილსა და გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული.

DSC_0047

ყველა ზემოთ აღწერილ ინსტრუქციას თუ მიყვებით აი ასეთი გვირგვინი გამოვა.

ასეთი გვირგვინი საზაფხულო თამაშებს მეტ ხალისს შესძენს🙂

DSC_0056

მარიკუნა

DSC_0148

მარი

DSC_0312

ნიკუშა და სანდრო

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

3 thoughts on “როგორ გავაკეთოთ ინდიელის გვირგვინი

  1. ძალიან მომეწონა.🙂

    Liked by 1 person

  2. Pingback: 101 რამ, რაც გაახალისებს ბავშვებს ამ ზაფხულს | პატარა ჟირაფი

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s