პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

საინტერესო სასწავლო სათამაშოები: “ჯაგრისა რობოტუნა” და “ამოთხარე დინოზავრი”

6 Comments

ტექნოლოგიური განვითარება და სწრაფად ცვალებადი ცხოვრების სტილი ახალ მოთხოვნებს უყენებს მშობლებს.  ბაღსა და სკოლაში მიღებულ განათლებასთან ერთად დღეს (და ალბათ არა მხოლოდ დღეს) საკმაოდ მნიშვნელოვანია მშობლის უშუალო ჩართულობა ბავშვის აღზრდასა და განათლებაში, ეს კი სხვა ბევრ რამესთან ერთად გულისხმობს მშობლის თანამონაწილეობას ბავშვის განათლების პროცესში. ამ თანამონაწილეობას კი შესაძლებელია ჰქონდეს ძალიან მრავალფეროვანი სახე – თუნდაც ბუნების შესწავლა ბავშვთან ერთად სეირნობის დროს, საინტერესო და სახალისო ხელსაქმეების ერთად გაკეთება, სხვადასხვა საინტერესო თემებზე საუბარი, ბევრი კითხვების დასმა შერჩეული საკითხის გარშემო და მათი ანალიზი – ასეთი რამ სკოლამდელი ასაკის ბავშვებთანაც შესაძლებელია თუ ამ საუბარს მათთვის გასაგებ ენაზე წარვმართავთ.

ამ ყველაფერთან ერთად მშობლის თანამონაწილეობა სათამაშოების სწორად შერჩევასაც გულისხმობს. რადგანაც გართობასთან ერთად სათამაშოებს ბევრად უფრო დიდი მისია აკისრიათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულად მოვეკიდოთ სათამაშოების შერჩევის საკითხს და შევარჩიოთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც უბიძგებენ ბავშვებს ფიქრისა და აზროვნებისკენ, ხელს უწყობენ მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, ეხმარებიან ფანტაზიის განვითარებაში და აღვიძებენ ინტერესს სხვადასხვა სფეროს მიმართ.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შევარჩიეთ სათამაშო ნიკუშას დაბადების დღისთვის და წიგნთან ერთად შევიძინეთ სათამაშოები, რომელთაგან ერთი აცნობს არქეოლოგიას, ხოლო მეორე გამოყენებით მექანიკას და ასწავლის რობოტების აწყობას დამოუკიდებლად.

DSC_0486

მართალია ბავშვებს მზა რობოტებიც მოეწონებათ, მაგრამ თუ გვინდა ბავშვი თამაშთან ერთად განვითარდეს და ბევრი რამ ისწავლოს, უმჯობესი იქნება ასაწყობი რობოტის შეძენა. თან დიდია იმის ალბათობა, რომ მზა რობოტი ბავშებს საკმაოდ მალე მობეზრდეთ, ხოლო ასაწყობი რობოტის შეძენის შემთხვევაში მათ გაუჩნდებათ მოტივაცია და ინტერესი იმისა, რომ თვითონ შექმნან ახალი რამ. თან გაეცნობიან გამოყენებით მექანიკას და მარტივ რობოტიკას. ასეთი სათამაშოები ხელს უწყობს მოტორული უნარებისა და ხელისა და თვალის კოორდინაციის უნარის განვითარებას.

DSC_0492

სამწუხაროდ ასეთი სათამაშოები ჯერ-ჯერობით საქართველოში არ იყიდება (ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია), მაგრამ ამანათების გადამზიდი კომპანიების დახმარებით მათი გამოწერა შესაძლებელია amazon.com-იდან და დაახლოებით ღირს 10-12 დოლარი. დააჭირეთ ამ ბმულს Brush Robot და გადახვალთ  amazon.com-ზე სადაც რობოტ ჯაგრისთან ერთად სხვა ბევრ საინტერესო მსგავსი ტიპის სათამაშოს იპოვით.

თუ თქვენც გადაწყვეტთ მსგავსი რობოტის შეძენას, გაითვალისწინეთ, რომ ასაწყობ რობოტს მოყვება საკმაოდ დეტალური ინსტრუქცია, რომელიც აუცილებელია ასეთი რობოტის ასაწყობად. თუ თქვენი შვილი ინგლისურს კარგად ფლობს, მაშინ მას საშუალება ექნება დამოუკიდებლად ისწავლის ინსტრუქციებით მუშაობას, რაც გააუმჯობესებს ბავშვის კონცენტრაციისა და ხელსაწყოების გამოყენების უნარს. სხვა შემთხვევაში მოგიწევთ დახმარების გაწევა ინსტრუქციების თარგმნაში.

მაგრამ თუ ამ კონკრეტულ რობოტის შეძენას გადაწყვეტთ საქმე გაგიიოლდებათ, რადგანაც ბატონმა დაჩი გრძელიშვილმა იზრუნა ამ კონკრეტული რობოტის ინსტრუქციის თარგმნაზე, როდესაც ის შვილებისთვის შეიძინა და მისი ნაშრომი ჩვენც გაგვიზიარა. ქართულად თარგმნილი ინსტრუქზია იხილეთ ამ ბმულზე –რობოტი ჯაგრისის აწყობის ინსტრუქცია ქართულ ენაზე

DSC_0495

 აქ კი შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ გამოიყურება ეს საყვარელი რობოტი მუშაობის პროცესში🙂

ალბათ გაინტერესებს უფრო მეტი რამ გაიგოთ იმაზე თუ რა იყო მეორე სათამაშოს ყუთში. იქ იყო თიხის მსგავსი შედარებით ადვილად დაფშვნადი მასა, რომელშიც ჩამალული იყო დინოზავრების ნაწილები. არქეოლოგიური ხელსაწყოების საშუალებით, რომელიც ამ ყუთს მოყვებოდა ნიკუშამ ისინი ამოთხარა, ააწყო და მიამატა თავის დინოზავრების კოლექციას. ეს სათამაშოც ასევე დაახლოებით 10 დოლარი ღირს და ესეც  amazon.com-ზე შევიძინეთ. აქ შეგიძლიათ პირდაპირ გადახვიდეთ ამ სათამაშოს ბმულზე Dig A Dino Tyrannosaurus Rex.

dino dino

თუ მეტი ინფორმაცია გაინტერესებთ სათამაშო ასაწყობ რობოტებზე და მათ სარგებელზე შეგიძლიათ ეწვიოთ ამ ვებ გვერდებს.

http://www.robots.org/GettingStarted.htm

http://www.nytimes.com/2008/12/02/technology/techspecial2/02robots.html?_r=0

http://hobbyschooling.org/reports/index.php?/archives/5-Jungle-Robot-Kit-Review.html

http://www.modrobotics.com/blog/

http://www.the-nref.org/in-the-news.lib/items/Buying-a-Child-a-Rob

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

6 thoughts on “საინტერესო სასწავლო სათამაშოები: “ჯაგრისა რობოტუნა” და “ამოთხარე დინოზავრი”

  1. ეს რობოტია ახლა?!😀 დამტვრეულ მოტორიან სათამაშოს, რომ ჩოთქი მივაბა, უკეთესი ეფექტი არ ექნება
    ვითომ?! 😀😀

    Like

    • სოფიო, ასეთი ტიპის მექანიზმებს რობოტი დაარქვეს, მაგრამ თქვენ თუ არ ეთანხმებით და არ მოგწონთ, რა თქმა უნდა თქვენი ნებაა. აქ მთავარი ის კი არ არის, რომ რაღაც მოძრაობს და ის უნდა მოეწონოთ ბავშვებს. მთავარი ის არის, რომ ბავშვი სწავლობს რთული ელექტრო მექანიზმების დამოუკიდებლად აწყობას და ერკვევა მათი მუშაობის პრინციპებში. ამ მექანიზმის აწყობა კი დამერწმუნეთ საკმაოდ რთულია არამხოლოდ ბავშვისთვის. მოკლედ, მთავარია სწავლა და არა უბრალოდ რაღაც სათამაშოს მოძრაობის ყურება.

      Like

      • ზემოთ ცოტათი ვიხუმრე, თუმცა სულაც არ მიგულისხმია, რომ არ მომწონს ასეთი ,,რობოტუნები”
        (,,რობოტი” აქ მაინც ხმამაღლა ნათქვამად მეჩვენება – ისეთ სასაცილო ხასიათზე დამაყენა ამ თვალებიანმა ჯაგრისმა)
        – პირიქით ვგიჟდები, ყველაფერზე რაც ბავშვისთვის შემეცნებითია.
        თქვენმა შემდეგმა ფრაზამ კი: ,,ამ მექანიზმის აწყობა კი დამერწმუნეთ საკმაოდ რთულია არამხოლოდ ბავშვისთვის”
        – გადამაწყვეტინა წამეკითხა ქართული ინსტრუქცია და საბოლოოდ დავრწმუნდი რა წარმოუდგენელია ამით ბავშვმა ითამაშოს, მე პირადად ნერვები დამაწყდებოდა და წარმომიდგენია ბავშვისთვის რამდენად გამაღიზიანებელია.
        მოკლედ, არ მიყვარს სათამაშოები რომლებიც ბავშვს აუცილებლად გააღიზიანებს!

        (ჩვენს დროში კი, იმდენი ფაქტორია, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქიკაზე, თუნდაც მულტფილმები…აღარ გავაგრძელებ..)

        თუმცა, პირველ რიგში, იმ მშობლებისთვის გამოვეხმაურე ამ სტატიას, ვინც წაიკითხავს და ალბათ გული დასწყდება, თუ ასეთი ”გლამურული” სათამაშოებით ვერ გაანებივრებს შვილებს, შეუძლიათ, ბევრი რამ მათთან ერთად, თვითონ შექმნან, როგორც მაგალითად ეს – ძველი სათამაშოს ელექტრო მექანიზმზე, ჯაგრისისა და თვალების მიმაგრებით. რაც ჩემთვის უფრო საინტერესო და დასაფასებელია😉

        Like

  2. სოფიო, ეს სათამაშო ისე ცოტა მოზრდილი ბავშვებისთვის არის გათვალისწინებული, რომლებსაც პირიქით უყვართ ასეთ რაღაცეებში კირკიტი და ნერვებიც ნაკლებად ეშლებათ, იმიტომ რომ ძალიან ცნობისმოყვარენი არიან. ზოგიერთ ბავშვს მხოლოდ ასეთი რთული სათამაშოები მოსწონს, მათ მიდრეკილება აქვთ ასეთი ტექნიკური აქტივობების მიმართ და ბოლოს ეს გატაცება როგორც წესი უფრო სერიოზულ მისწრაფებებში გადასდით ხოლმე (თუ რა თქმა უნდა მშობელმა შეძლო და ხელიც შუწყო). ასევე, თუ ბავშვი ამ მექანიზმს ერთ დღეში ვერ ააწყობს, შეუძლია დაისვენოს და იმდენი დრო მოანდომოს ამ ყველაფრის აწყობას, რამდენიც მას დასჭირდება ამ საქმის გასაკეთებლად ნერვების მოშლის გარეშე🙂.

    რაც შეეხება მუტლფილმებს და მათ ნეგატიურ ზეგავლენას ბავშებზე, ამაში 100% გეთანხმებით. მაგრამ ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ბევრი მულტფილმი შეიცავს დიდი რაოდენობით ძალადობის ელემენტებს, რაც პირდაპირ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. ამ ნეგატიური ეფექტის თავიდან ასაცილებლად ჩემს შვილს ძალიან ცოტა მულტფილმებს ვაყურებინებ როგორც წესი და ამ მულტფილმების შერჩევასაც დიდ დროს ვუთმობ, რომ შედარებით მისაღები შინაარსი მაინც ჰქონდეს.

    ისე რაც შეეხება ამ სათამაშოს “გლამურულობას”, ფასის მხრივ დიდად “გლამურული” არ არის, დაახლოებით 23 ლარი ღირს, უბრალოდ “გლამურული” იმიტომაც ჩანს, რომ საქართველოს სათამაშოების მაღაზიებში ვერ შეხვდებით, რადგანაც იქ ძირითადად ერთფეროვანი სათამაშოების არჩევანი არსებობს. ხოლო ბევრი არაფრის მომცემი სათამაშო, რომელიც ბავშვს მეორე დღეს უკვე აღარც აინტერებს, ხშირად ბევრად უფრო ძვირი ღირს. უბრალოდ კარგი იქნება სათამაშოების მაღაზიებმა გააფართოვონ მათი სათამაშოების არჩევანი, ასეთი ტიპის სათაშოებიც შესთავაზონ მომხმარებლებს, რომ მერე მყიდველმა ბავშვის სურვილიდან გამომდინარე გადაწყვიტოს რა უკეთესია და რა არა და რა მოუშლის და რა არ მოუშლის ნერვებს ბავშვს😉

    Like

  3. ,,გლამურულში” – შეფუთვა ვიგულისხმე.. ვერ დავიჯერებ, ასეთ რობოტში, ვინმე ლარსაც თუ გადაიხდის – ამ ლამაზი ყუთების გარეშე რომ იდოს დახლზე. ნუ ეს ჩემი აზრია…

    Like

    • 🙂 სოფო სრული უფლება გაქვთ ეს სათამაშო საერთოდ არ მოგწონდეთ. მაგრამ მე რადგანაც მომეწონა და ამ სათამაშოს ჩემი ბლოგის ერთი პოსტიც კი მივუძღვენი, ვიტყვი, რომ ყუთის გარეშე ეს სათამაშო ვერ გაიყიდებოდა, რადგანაც დაშლილ მდგომარეობაში ნაწილებს უბრალოდ ვერ გაიგებდა მყიდველი რისთვის არის, ხოლო აწყობილ მდგომარეობაში მის გაყიდვას საერთოდ აზრი არ ექნებოდა, რადგანაც ამ სათამაშოს არსი სწორედ ამ აწყობის პროცესშია. აქ პროცესია უფრო მნიშვნელოვანი, რადგანაც აწყობის პროცესი ეხმარება ბავშვს სწავლაში.

      Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s