პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

PlayMais ანუ ფერადი წებოვანი ბურბუშელა

დატოვე კომენტარი

როგორც ყველა ბავშვს, მარისაც უყვარს ახალი სათამაშოები და ახალი საინტერესო გასართობი საშუალებების მოსინჯვა. სწორედ ასეთი სიახლის ძიებისას გადავწყვიტეთ გამოგვეცადა PlayMais-ის მასალა, რომელსაც ჩვენ წებოვანი ბურბუშელა დავარქვით. PlayMais-ის მასალა სათამაშოების მაღაზიებში იყიდება და როგორც წესი მას სხვადასხვა ზომის ყუთებით ყიდიან.  შესაძლებელია ერთი რომელიმე ფიგურის გასაკეთებლად საკმარისი მასალის ყიდვა და ყუთშიც ამ ფიგურის შესაფერისი ფერები და მასალის შესაბამისი რაოდენობაა წარმოდგენილი. ჩვენ არჩევანი ჟირაფის ფიგურაზე გავაკეთეთ და საბავშვო ბაღიდან და სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ შევუდექით ამ საქმეს, რომ საშუალება გვქონოდა დღის ნაწილი მაინც ერთად და ხალისიანად გაგვეტარებინა.
DSC_0117

როგორ PlayMais-ის ოფიციალური ვებგვერდიდან (http://www.playmais.de) გავარკვიე – PlayMais® არის ბუნებრივი მასალისგან დამზადებული მოქნილი, ბავშვების ხელსაქმისთვის შექმნილი მასალა. იგი ეკოლოგიურად სუფთაა და გაკეთებულია ყვითელი სიმინდისგან წყლისა და საჭმლის საფერავის დამატებით და წარმოებულია გერმანიაში. ვებ გვერდიდან კიდევ ის გავარკვიე, რომ PlayMais ხელს უწყობს მოტორული და კონცენტრაციის უნარების განვითარებას ბავშვებში და ასევე ავითარებს მათ შემოქმედით უნარებს, რის გამოც იგი აქტიურად გამოიყენება საბავშო ბაღებსა და სკოლებში (საქართველოში არ ვიცი გამოიყენებენ თუ არა, მე პირადად არ მინახია). მე კი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია დავამატო ის, რომ ნამდვილად ძალიან სახალისოა ამ მასალის გამოყენება.

როგორ კეთდება ფიგურები?

how_playmais_works

როგორც სურათიდან ჩანს ეს პროცესი არც ისე რთულია. ვასველებთ ტილოს (მასალას მოყვება, თუმცა ნებისმიერი სხვა ტილოც გამოდგება) და კარგად ვწურავთ. მასალის ოდნავ დასველება კარგად გაწურული ტილოთი აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ იგი წებოვანი გახდეს და მეორე მასალას ადვილად მიეწებოს. ზედმეტად დასველების შემთხვევაში მასალა ფორმას კარგავ და ფუჭდება. ყუთს მოყვება ინსტრუქცია, სადაც  სურათების საშუალებით ახსნილია თუ როგორ უნდა გაკეთდეს ფიგურის სხვადასხვა ნაწილი. სწორედ ამ ინსტრუქციებით გავაკეთეთ ჟირაფის თავი. ორი იმიტომ, რომ მარიმ გადაწყვიტა თავისი ჟირაფი ცალკე გაეკეთებინა.

DSC_0123

მერე გავაკეთეთ  ფეხები და ტანი.

DSC_0128

და საბოლოოდ აი ასეთი ჟირაფი გამოგვივიდა (ოღონდ მხლოდ ერთი ჟირაფი დავასრულეთ), რაც პირველი მცდელობისთვის მემგონი არ არის ცუდი. ისე ყუთზე დახატულ ჟირაფს რატომღაც პირი არ ჰქონდა, ჩვენ უპირო ჟირაფი არ მოგვეწონა და ჩვენსას პირი გაუკეთეთ.

DSC_0157

ამ მასალისგან ბევრი სხვა რამის გაკეთებაც შეიძლება. შეგიძლიათ ამისთვის მოინახულოთ PlayMais® ვებგვერდი და Facebook-ის გვერდი, სადაც სხვადასხვა ფიგურის ნიმუშები და მათი გაკეთების ინსტრუქციებია მოცემული. ჩვენ კარგად გავერთეთ იმ საღამოს და იმედია თქვენც და თქვენს შვილებსაც ასევე მოგეწონებათ ეს წებოვანი ფერადი ბურბუშელები.

Playmais

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s