პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

რა იწვევს აგრესიას მცირეწლოვან ბავშვებში და როგორ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს

6 Comments

agrgressionროგორც აღმოჩნდა, სკოლამდელი ასაკის ბავშვებში აგრესია არც თუ ისეთი იშვიათი და გასაკვირი მოვლენაა, როგორც ეს შეიძლება გვეგონოს. ფსიქოლოგების აზრით ამის მიზეზი შესაძლებელია ბევრი რამ იყოს, მათ შორის:

  • გადაღლილობა – შესაძლებელია პატარას არ ჰყოფნის ძილი, რაც იწვევს ბავშვის გადაღლას, ეს კი საბოლოო ჯამში ადვილი შესაძლებელია გახდეს ბავშვის აგრესიულობის მიზეზი.
  • შიმშილის შეგრძნება მშიერი ბავშვი ადვილად ღიზიანდება და შესაძლებელია მის ქცევები აგრესიულ მოქმედებებში ადვილად გადაიზარდოს.
  • ზედმეტად ხშირი აკრძალვები – ზედმეტად ბევრი აკრძალვები და მუდმივად „ეს არ გააკეთო“, „მოშორდი იმას“, „ხელი არ ახლო იმას“ და ა.შ. გამეორება იწვევს ბავშვის გაღიზიანებას, რადგანაც იგი მუდმივად რაღაცისგან შეზღუდულია, რაც მისთვის დამღლელი და გამაღიზიანებელია. ამას კი ბავშვები ხშირად აგრეიული ქცევით აპროტესტებენ.
  • კომუნიკაციის პრობლემა – ეს განსაკუთრებით ეხებათ 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ კარგად განვითარებული მეტყველების უნარი. ის ფაქტი, რომ ისინი სხვებს ვერ აგებინებენ საკუთარ საჭიროებებს, იწვევს მათ გაღიზიანებას, რაც ასევე ხშირად გადადის აგრესიულ მოქმედებებში.
  • დამოუკიდებლობის სურვილი პატარებს საკმაოდ ადრე უჩნდებათ დამოუკიდებლობის სურვილი და მათ ძალიან უნდათ ხოლმე სცადონ ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად, მაგრამ როცა არ გამოსდით – ძალიან ღიზიანდებიან.
  • ძალადობის შემცველი მულტფილმები, მხატვრული ფილმები, სატელევიზიო გადაცემები, კომპიუტერული თამაშები და ასევე სათამაშოები ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს პატარა ბავშვების ფსიქიკაზე. ხშირ შემთხვევაში ტელევიზიით თუ თამაშებში ნანახ ძალადობას აღიქვამენ როგორც მისაღებს და ხშირად ბაძავენ და იმეორებენ ნანახს. თუმცა ზედმეტად დიდი დროის გატარება თუნდაც ძალადობას მოკლებულ მულტფილმებთან და კომპიუტერულ თამაშებთან ადვილად იწვევს ბავშვის გადაღლას და გაღიზიანებას. გაღიზიანებული ბავშვი კი ადვილად ხდება აგრესიული.
  • ფიზიკური მოძრაობის საშუალების ნაკლებობა ბავშვებს სჭირდებათ ხშირად სუფთა ჰაერზე გაყვანა და ენერგიის დახარჯვა, თუ ეს საჭიროება არ არის დაკმაყოფილებული ბავშვი ღიზიანდება.
  • სტრესი – ბავშებში სტრესის მიზეზი შესაძლებელია იყოს კონფლიქტები და არასასიამოვნო ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორის. ასევე სტრესი შეიძლება გამოიწვიოს საბავშვო ბაღში პირველად წაყვანამ ან საბავშვო ბაღის გამოცვლამ.
  • ყურადღების ნაკლებობა – მშობლების მხრიდან ყურადღებისა და სითბოს ნაკლებობას ზოგიერთი ბავშვი აგრესიით პასუხობს, რადგანაც ცდილობს ამ გზით მაინც მიიპყროს ყურადღება.
  • გარემო თუ სახლში და ეზოში ბავშვი ხედავს თუ როგორ უხეშად და აგრესიულად იქცევიან ბავშვები და უფროსები, ის ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მისაღებია. უბრალოდ გარშემო მყოფი ადამიანების მიბაძვა შესაძლებელია გახდეს ბავშვის აგრესიული ქცევის მიზეზი. მუდმივად ხმაურში და აურზაურში ყოფნაც ასევე გამაღიზიანებელია ბავშვისთვის.

როგორ მივუდგეთ ამ საკითხს

არავითარ შემთხევაში ბავშვის ძალადობას არ უნდა უპასუხოთ ძალადობით. ფსიქოლოგების აზრით ყვირილი, უხეში მოპყრობა და უხეში ფორმით დასჯა არ არის გამოსავალი და ასეთი მიდგომა ძირითადად უკუ შედეგს იძლევა და მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

პირველ რიგში საჭიროა დააკვირდეთ ბავშვს იმისთვის, რომ გაიგოთ თუ რა იწვევს მის გაღიზიანებას და რა უბიძგებს აგრესიისკენ. ხოლო როცა მიაგნებთ გამომწვევს მიზეზს, იმოქმედეთ შესაბამისად.

ეცადეთ მუდმივად დაიცვათ ბავშვის ძილის და ჭამის განრიგი, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისთვის და ამაზეა დიდად დამოკიდებული ბავშვის ნერვების სიმშვიდე.

ეცადეთ შეუქმნათ ისეთი გარემო, სადაც უსაფრთხო იქნება ბავშვის ყოფნა და არ მოგიწევთ ხშირად უთხრათ მოშორდეს ან ხელი არ მოკიდოს რაიმე ნივთს. ამ მიზნით შეინახეთ ძვირფასი ნივთები, რომელიც შეიძლება ბავშვმა გააფუჭოს და ასევე საშიში ნივთები, რომელმაც ბავშვი შეიძლება დააზიანოს. ასე თქვენ არ მოგიწევთ მუდმივად ბავშვის უკან დევნა და ამკრძალავი შეძახილების მუდმივი გამოყენება.

ეცადეთ არ აყურებინოთ ძალადობის შემცველი მულტფილმები და მოაშორეთ მსგავსი ტიპის კომპიუტერული თამაშებს. ამის სანაცვლოდ შეგიძლიათ ათამაშოთ საგანმანათლებო თამაშები, მაგრამ შეზღუდული დროით, რათა ამან არ გამოიწვიოს გადაღლა. ასევ ეცადეთ ბავშვთან ერთად არ უყუროთ ძალადობის შემცველ გადაცემებს და მუდმივად არ ჩართოთ ტელევიზორი მთელი დღის განმავლობაში. ბავშვებს ძალიან სჭირდებათ სიმშვიდე. გამუდმებით ტელევიზორის ყურების ნაცვლად შეგიძლიათ მოასმენინოთ მშვიდი კლასიკური მუსიკა.

ყოველთვის ეცადეთ ესაუბროთ ბავშვს მშვიდი ტონით და აუხსენით, რომ აგრესიული ქცევა არ შეიძლება და ამით სხვებს აზიანებს და ეს მტკივნეულია. თუ ბავშვი დაგარტყამთ არავითარ შემთხვევაში თქვენც იგივე არ გაიმეოროთ. მცირეწლოვან ბავშვებს ჯერ არ აქვთ განვითარებული იმის უნარი, რომ გაიაზრონ საკუთარი დანაშაული. ეცადეთ ბევრი მოეფეროთ და ხშირად ეთამაშოთ ბავშვებს და ეს ყოველივე უცილებლად გამოიღებს დადებით შედეგებს ბავშვის ქცევაში.

წყარო:

http://www.babycenter.com/0_aggression-hitting-and-biting_11550.bc

http://www.parenting.com/article/ask-dr-sears-aggressive-toddlers

http://www.whattoexpect.com/toddler-behavior/aggressive-behavior.aspx

http://www.ces.ncsu.edu/depts/fcs/pdfs/fcs_504.pdf

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

6 thoughts on “რა იწვევს აგრესიას მცირეწლოვან ბავშვებში და როგორ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს

  1. გაიხარეთ,,,, მადლობა საინტერესო რჩევებისთვის,,,,🙂

    Liked by 1 person

  2. ძალიან საინტერესო და საგულისხმო რჩევებია. მომწონს თქვენი აქტიურობა ასეთი გზით. სპეც პედაგოგი გახლავართ და თქვენს რეკომენდაციებს ხშირად ვიყენებ პრაქტიკაში….
    \

    Liked by 1 person

    • მადლობა ლელა, მიხარია, რომ თქვენთვის სასარგებლოა ბლოგით გაზიარებული რჩევები.

      Like

  3. sabavshvo bavshvi maswavlebelma bavshvs unda uyviros da gaartyas?

    Like

    • რა თქმა უნდა ეს ყოვლად დაუშვებელია და ასეთი მასწავლაბელი ბაღში საერთოდ არ უნდა მუშაობდეს. მოძალადე მასწავლებელს ბავშვებთან რა უნდა…

      Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s