პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

საშობაო ბაზრობა თბილისის თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღში

4 Comments

15 დეკემბერს თბილისის თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღში გაიმართა საშობაო ბაზრობა, სადაც შესაძლებელი იყო ბაღისა და სკოლის მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ულამაზესი საახალწლო საჩუქრებისა და სათამაშოების შეძენა.

გარდა ამისა ბაზრობაზე ასევე იყო საშობაო კაფე, სადაც იყიდებოდა მშობლების მიერ გამომცხვარი გემრიელი ტკბილეული. ბავშვებს, მშობლებს და მათ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ამოევლოთ ჩურჩხელა ეზოში და ადგილზევე დაეგემოვნებინათ. მოკლედ ამ საშობაო ბაზრობაზე ხალისიანი და საზეიმო განწყობა სუფევდა.

წელს პირველად ჩვენც ამ ბაზრობის მონაწილეები ვიყავით და როგორც მშობლების უმრავლესობამ ჩვენც მივიტანეთ ტკბილეული საშობაო ბაზრობის კაფესთვის.

DSC_0015

ესეც ჩვენი საფირმო ტკბილეული J რომელიც მარიმ და მე მოვამზადეთ დილით ბაზრობაზე წასვლამდე.

DSC_0016

ბაზრობაზე როდესაც მივედით იქ უკვე დიდი ფუსფუსი იყო. საშობაო კაფეშიც, ეზოშიც და ბაზრობის დახლებთან ყველგან ხალხი მრავლად იყო. საშობაო კაფეს კი ვალდორფის სკოლის ბავშვები მუსიკალურად აფორმებდნენ, რაც უფრო ალამაზებდა სიტუაციას.

DSC_0019ესეც ბაზრობის კაფეზე წარმოდგენილი ტკბილეული და ხაჭაპურები.

DSC_0021 პატარა ანა და მარი საშობაო ბაზრობის კაფეში

DSC_0024ესეც ჩურჩხელების ამოვლების პროცესი ეზოში.

DSC_0035

ესეც მხიარული საშობაო ბაზრობა და ამაყი ხელოვანები🙂

DSC_0042

თექისგან გაკეთებული ნაძვის ხის სათამაშოები.

DSC_0041ძალიან ლამაზი ფერიები და თოვლის პაპები

DSC_0037ესეც საინტერესო ნაძვის ხეები

DSC_0026ეს კი ჩვენი სტუმრები ლიკა და მარიამი

DSC_0065ესენი კი მარის მიერ ბაზრობაზე არჩეული საჩუქრები.

მოკლედ ბავშვებიც და მშობლებიც ძალიან კმაყოფილები დავრჩით ამ მხიარული საშობაო ბაზრობით.

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

4 thoughts on “საშობაო ბაზრობა თბილისის თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღში

  1. sad gaxlavt es bagi?romel quchaze?gmadlobt.

    Like

  2. გამარჯობა.მე ვამზადებ თოჯინებს რომელიც ასევე ახლოსაა ვალდორფის თოჯინებთან,უკაცრავად რომ ამდენ ხანს აღარ მოგწერეთ უბრალოდ ვეღარ ვიპოვე ეს გვერდი.თუ დაინტერესდებით მომძებნეთ Facebook-ზე,ძალიან მიხარია რომ საქართველოში არსებობს ასეთი ბაღი.
    Mariam Hildebrand

    Liked by 1 person

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s