პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

მისალოცი ბარათი

დატოვე კომენტარი

საქართველოში მისალოცი ბარათები რატომღაც პოპულარული არ არის და შესაბამისად ჩვენთან მაღაზიებში ვერ შეხვდებით ისეთ მრავალფეროვან მისალოც ბარათებს, როგორც სხვა ქვეყნებში გვხდება ხოლმე – ყველანაირი და ყველა შემთხვევისთვის, სადაც ყველაფერი დაწერილია ისე, რომ მხოლოდ სახელის მიწერა არის საჭირო. არადა მისალოცი ბარათი და კეთილი სურვილები ნამდვილად დაამშვენებდა ზეიმებს, განსაკუთრებით კი თუ ეს ხელით არის გაკეთებული და ზედ გულწრფელი სურვილებია მიწერილი.

მოკლედ ამ ამბებზე ფიქრებში და გასართობი საქმის ძიებაში მე და მარიმ ერთ დღეს გადავწყვიტეთ ჩვენ თვითონ გაგვეკეთებინა მისალოცი ბარათები მარის მეგობარ ნატალისთვის  და ნანა დეიდასათვის, რომელთა დაბადების დღეებიც ახლოვდებოდა.

რადგანაც სპონტანურად დავიწყეთ ბარათების გაკეთება, გამოვიყენეთ ის, რაც სახლში უკვე გვქონდა (შემდეგისთვის უფრო სერიოზულად მოვემზადებით და შევიძენთ და მოვაგროვებთ უფრო მრავალფეროვან მასალებს). ცოტაც ვიფიქრეთ იმაზე თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და შევუდექით საქმეს.

მარიმ გადაწყვიტა ჭიამაიას დახატვა ნანა დეიდასთვის, ნატალისთვის გოგონა და დედამ რატომღაც მოიფიქრა მუხლუხო…

გავაკეთეთ სამი ბარათი და მერე გაგვახსენდა და რომ კიდევ ერთი დაბადების დღე გველის წინ და დავამეტეთ მესამეც. ისე მოგვეწონა ეს საქმე, რომ მერე კიდევ დავამატეთ ორი ბარათი, ვიფიქრეთ გამოგვადგება, როცა ვინმეს დაბადების დღის წვეულებაზე მიგვიწვევენო.

ესეც ნატალიკოს მისალოცი ბარათი

ეს ნანა დეიდას ჭიამაია მისალოცი ბარათი

ესეც მუხლუხო ბარათი

ეს ბარათების გარე ხედი🙂

ესეც სარეზერვო მისალოცი ბარათები

მარის ძალიან უყვარს როცა დედაც მასთან ერთად აკეთებს ყველაფერს – ასე უფრო ხალისით აკეთებს საქმეს.

მოკლედ ეს იყო ბარათების გაკეთების ჩვენი პირველი მცდელობა და რადგანაც გამოცდილება უკვე მივიღეთ, შემდეგისთვის ვფიქრობთ, რომ უკეთესი გამოგვივა. ნანა დეიდას ჩვენი პირველი მცდელობაც ძალიან მოეწონა და მარის ბარათს საპატიო ადგილიც მიუჩინა. აი ნატალისკი  ჯერ არ უნახია და იმედია მასაც ასევე მოეწონება მარის ნამუშევარი.🙂

ეს კიდევ ახალი დამატება. ნინის დაბადების დღისთვის აი ასეთი ბარათი გავაკეთეთ🙂

DSC_0133

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s