პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

მახსოვრობის კარტები (memory cards), რომლებიც ჩვენ თვითონ გავაკეთეთ

6 Comments

მარიკუნას ბაღში ჰქონდათ მახსოვრობის კარტები, რომელიც მას ძალიან მოეწონა და მთხოვა მიყიდეო. ასეთი კარტები თბილისში არსად არ შემხვედრია და ვერ ვუყიდე, მაგრამ მერე ვიფიქრე ჩვენ თვითონ რომ გავაკეთოთ ნეტავ რა მოხდებათქო. გავაკეთეთ კიდეც და ძალიანაც ვიხალისეთ გაკეთების პროცესით და კარტებითაც კარგად ვითამაშეთ. მერე ეს კარტები მარიმ ბაღშიც წაიღო და როგორც მითხრა კარგადაც ვიხალისეთ ჩვენი გაკეთებული კარტებითო.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ ამ კარტებით თამაში თან მახსოვრობის განვითარებას უწყობს ხელს, ასე რომ მე ვფიქრობ სახალისო და სასარგებლო რამეა.  ასეთი კარტების საგანმანათლებლო თვისებებზე შეგიძლიათ ამ სტატიაში წაიკითხოთ “The Educational Benefits of Card Games”.

აი როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ ასეთი კარტები:

მასალა: თეთრი ქაღალდი, მაკრატელი და ფერადი ფანქრები.

ვიღებთ თეთრ ქაღალდს, რომელიც სასურველია იყოს საკმაოდ სქელი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ხარისხიანი სახატავი რვეულის ფურცლებიც.

ვჭრით კარტის ზომის ნაწილებად. სასურველია ყველაზე ცოტა 8 კარტი მაინც გააკეთოთ, შესაძლებელია მეტიც და დახატეთ ნებისმერი რამ წყვილად. ანუ თუ მზეს დახატავთ ერთ კარტზე, მეორეზეც უნდა დახატოთ ზუსტად ისეთივე მზე წყვილი კარტი რომ გამოვიდეს.

ბავშვების ძალიან ხალისობენ ამ პროცესით და იმაზე ფიქრით თუ რა უნდა დახატონ კარტებზე. ფანქრის გამოყენება ამ დროს სასურველია, რადგანაც ფანქრით დახატული ფურცლის მეორე მხარეს ნაკლებად გამოჩნდება. ფლომასტერით დახატული კი დიდი ალბათობით მეორე მხარესაც გამოჩნდება, რაც თამაშის დროს ხელს შეგიშლით.

ჩვენ ასეთი წყვილები გამოგვივიდა.

როცა წყვილების ხატვას დაასრულებთ, კარგად აურიეთ კარტები და თავდაღმა დაალაგეთ. ამის შემდეგ კი იწყება წყვილების ძებნა.

თუ ერთნაირი კარტები ამოატრიალა მოთამაშემ ცალკე ალაგებს. თუ ორი ერთნაირი კარტი ვერ იპოვა სვლა სხვა მოთამაშეზე გადადის. თამაშის დროს კარტებს არ უნდა შეუცვალოთ ადგილი, რადგანაც მიზანი ის არის, რომ კარტები და მათი ადგილმდებარეობა უნდა დაიმახსოვრონ მოთამაშეებმა და ამ გზით იპოვონ ყველა წყვილი. თამაშის ბოლოს ვისაც ყველაზე მეტი წყვილი ექნება ნაპოვნი ის იქნება გამარჯვებული.

ჩვენ ძალიან ვიხალისეთ და დარწმუნებული ვარ თქვენს შვილებაც მოეწონებათ, როგორც თამაში, ასევე კარტების გაკეთების პროცესიც.

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

6 thoughts on “მახსოვრობის კარტები (memory cards), რომლებიც ჩვენ თვითონ გავაკეთეთ

  1. tu kidev dagainteresebt yidva, sheiaret magaziashi – mother care, me piradad iq shevidzine :))

    Like

    • მადლობა ნათია ინფორმაციისთვის🙂 მაგრამ გაკეთებაც ურიგო არ არის🙂 ბავშვი ამ დროს თავის შემოქმედებით უნარებსაც განავითარებს, რადგან თვითონ უნდა მოიფიქროს თუ რა უნდა დაახატოს კარტებს და დარწმუნებული ვარ ამაყი იქნება იმით, რომ მან თვითონ შექმნა სათამაშო თავისი ხელებით🙂

      Like

      • გეთანხმებით, რომ უფრო საინტერესო და სასარგებლოა, როცა ბავშვი თავად ქმნის რაიმეს… თუმცა, ყველა ბავშვს არ შესწევს უნარი თავად აკეთოს ასეთი რაგაცეები და მათ მშობლებს უფრო გამოადგებათ ჩემი რჩევა🙂

        Like

      • 🙂

        Like

  2. Pingback: როგორები არიან ბავშვები 3 წლის ასაკში და როგორი თამაშები შეიძლება მოეწონოთ მათ | პატარა ჟირაფი

  3. Pingback: 101 რამ, რაც გაახალისებს ბავშვებს ამ ზაფხულს | პატარა ჟირაფი

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s