პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

მულტფილმები ძალადობის გარეშე სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის

12 Comments

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის კომპიუტერისა და ტელევიზორის მავნე ზემოქმედების შესახებ, მშობლების დიდი ნაწილი მაინც აძლევს საკუთარ შვილს ტელევიზორის ყურებისა და კომპიუტერის თამაშის უფლებას. ეს ალბათ გარდაუვალიცაა, რადგანაც ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ბავშვების იზოლაცია ტექნოლოგიებისაგან უბრალოდ უკვე შეუძლებელიცაა.  მაგრამ ზომიერება ყველაფერში აუცილებლია, განსაკუთრებით კი, როცა საქმე ბავშვებსა და ტექნოლოგიებს ეხება, რომელთა ზემოქმედებაც საბოლოოდ მაინც კარგად არ არის გამოკვლეული, ამიტომ მაინც სიფრთხილეა საჭირო.

თუმცა აქვს ამ ტექნოლოგიებს დადებითი მხარეც. დღეს ძალიან ბევრი მულტფილმი და ვებ გვერდი იქმნება იმ მიზნით, რომ ბავშვების განათლებასა და განვითარებას შეუწყოს ხელი. თანამედროვე განათლება ზუსტად, რომ ტექნოლოგიურ განვითარების მაქსიმალურად ათვისებაზე გადადის და მოხშირდა კიდეც ისეთი კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტექნოლოგიების საშუალებით განათლების მიღება ბევრად უფრო კარგ შედეგებს იძლევა ვიდრე ტრადიციული განათლება.

თუ გადაწყვიტეთ, რომ მისცეთ თქვენს შვილს საშუალება შეზღუდული დროით მაინც უყუროს მულტფილმებს  გაგიზიარებთ ისეთი მულფილების სიას, რომლებიც ძალადობას მოკლებულია და საგანმანათლებლო ფუნქციებიც აქვს (სასარგებლო კომპიუტერულ თამაშებს კი სხვა პოსტს მივუძღვნი). მაგრამ დაიხსომეთ, რომ მხოლოდ მულტფილების ყურება მცირეწლოვან ბავშვს მეტყველების უნარს ვერ განუვითარებს და ამისთვის ბავშვთან ბევრი საუბარი და წიგნების ხშირი კითხვაა საჭირო.

მაშ ასე, რომელი მულტფილები არ შეიცავენ ძალადობასა და საშიშ გმირებს და მშვიდად შეუძლიათ უყურონ სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა:

1. Peppa Pig – ეს არის ბრიტანული სატელევიზიო მულტფილმების სერიალი. ყოველი სერია არის დაახლოებით 5 წუთიანი, სადაც ნაჩვენებია პეპა გოჭის, მისი ოჯახისა და მეგობრების ყოველდთღიური ცხოვრება და საინტერესო ეპიზოდები. მულტფილმი ბავშვებს აწვდის საინტერესო ინფორმაციას და იქ ვერ ნახავთ ძალადობას და საშიშ გმირებს. მოკლედ ძალიან საყვარელი მულტფილმია და მე თუ მკითხავთ მშობლებისთვისაც სასარგებლო საყურებელია, რადგანაც საინტერესოა მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობა ამ მულტფილმში.  შეგიძლიათ ამ მულთფილმის დისკები ასევე შეიძინოთ amazon.com –იდან ან უყუროთ youtube-ზე. თუ გირჩევნიათ ინგლისურ ენაზე უყუროს ბავშვმა მულტფილმს youtube– ში ჩაწერეთ Peppa Pig English.

2. Pocoyo – ეს არის ესპანური სატელევიზიო მულტფილმების სერიალი შექმნილი გილერმო გარსია კარსის, ლუის გალეგოსა და დევიდ კანტოლას მიერ.  მულტფილმის ინგლისურ ვერსიას ახმოვანებს მსახიობი სტეფან ფრაი.  ეს არის 3 განზომილებიან სივრცეში შექმნილი მულტფილმი, პატარა ლურჯ ტანსაცმელში გამოწყობილ ბიჭზე, რომელიც ძალიან ცნობისმოყვარეა. წამყვანი ხშირად სვამს კითხვებს მაყურებელი ბავშვებისთვის და ესაუბრება მულტფილმის გმირებსაც. ეს მულტფილმიც, ისევე როგორც პეპა გოჭის მულტფილმი ძალიან მშვიდობიანია და ბავშვებს აცნობს სხვადსხვა ნივთებს და ასწავლის თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა სიტუაციაში. თუ გირჩევნიათ ინგლისურ ენაზე უყუროს ბავშვმა მულტფილმს, youtube– ში ჩაწერეთ Pocoyo English.

3. Ben & Holly’s Little Kingdom – ეს არის სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მულტფილების სერიალი, რომელშიც გადმოცემულია ჯადოსნური ფერიების, ელფებისა და მწერების სამყაროს ამბები. მულლტფილმი შექმნილია იგივე ფირმის მიერ, რომელმაც შექმნა მულტფილმი გოჭუნა პეპაზე. ეს მულტფილმიც საკმაოდ საინტერესო საყურებელია ბავშვებისთვის და არ შეიცავს არანარის ძალადობის ელემენტებს და არც საშიშ გმირებს.

4. My friends Tigger and Pooh – ეს არის ვინი პუჰის შედარებით ახალი სერიალი, რომელიც შექმნილია სპეციალურად სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. ავტორების მტკიცებით ეს ანიმაციური სერიალი ბავშვებში აღვივებს ცნობისმოვარეობას, უვითარებს მათ პრობლემების გადაჭრის უნარს, ასწავლის გუნდური მუშაობის პრინციპებს და ავითარებს მათ ფანტაზიას.  ვინი პუჰის ცნობილი გმირების გარდა, ამ ანიმაციურ სერიალში დამატებულია ახალი გმირებიც, გოგონა დერბი და მისი ძაღლი ბასტერი. ვინი პუჰი, ტიგერი, დერბი და ბასტერი ამ სერიალში არიან სუპერ გამომძიებლები, რომლებიც მუშაობას იწყებენ გამომძიებლის სირენის ხმის გაგონების შემდეგ. ისინი “ფიქრობენ, ფიქრობენ, ფიქრობენ” (“Think, Think, Think” – სიმღერის სიტყვებია მულტფილმში) პრობლემაზე და მათი მოგვარების საინტერესო გზებს პოულობენ.

5. Timmy Time – ეს არის BBC-სა და Aardman Animations-ის მიერ შექმნილი საბავშვო კომედიური სერიალი, რომელიც პირველად 2009 წელს გამოჩნდა დიდი ბრიტანეთის არხ CBeebies-ზე. შეცდომები.  სერიალი განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და აქ ცხვარი ტიმი და მისი მეგობრები სწავლობენ თუ როგორ უნდა დამეგობრდნენ, გაუყონ ერთმანეთს ნივთები და აღიარონ საკუთარი შეცდომები. თითოეული სერიის ხანგრძლივობაა 10 წუთი და არ შეიცავს არანაირ დიალოგს.

ჩემს  შვილს ძალიან მოსწონს ეს მულტფილმები და სიამოვნებით უყურებს მათ. იმედია თქვენს შვილებსაც მოეწონებათ და რაც მთავარია მშვიდად შეძლებენ მათ ყურებას, ყოველგვარი შიშისა და ცუდი განცდების გარეშე.

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

12 thoughts on “მულტფილმები ძალადობის გარეშე სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის

  1. მიხარია, რომ სწორედ ჩემი გოგონების ფავორიტი მულტფილმები დამხვდა ამ ბლოგპოსტში. 3 წლამდე ბავშვებისთვის, გავუწევდი რეკომენდაციას babyTV-ს. ცოტა დიდებისთვის კი – რუსულ მულტფილმს “სამი კნუტი”. მომწონს იმიტომ, რომ აღმზრდელობითი ხასიათისაა და სწორად არის დასმული ფასეულობები.

    Liked by 1 person

    • მადლობა მარიამ.

      ვნახავ თქვენს მიერ რეკომენდირებულ მულტფილმებსაც🙂

      Like

  2. ესეც “სამი კნუტის” ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=l9Zqu2wm0BY

    Like

  3. ძალიან კარგი მულტფილმებია უდავოდ, მაგრამ როგორ უნდა უყუროს ამას 2-3 წლის ბავშვმა? როგორ ისწავლოს მულტფილმიდან, როდესაც ინგლისურ ენაზე მიდის საუბარი და ამ ასაკში ბევრს ქართულადაც უჭირს გამართულად საუბარი? მესმის, მშობელი უნდა დაუჰდეს და აუხსნას ყველაფერი. ნაწილობრივ შესაძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ ყველამ არ იცის ინგლისური. ამ კატეგორიამ რა უნდა ქნას?

    Like

    • ქეთი, მესმის თქვენი, ურბალოდ რეალობა ის არის, რომ საქართველოში სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მსგასვი ტიპის მულტფილმებს არავინ არ ქმნის.

      არც ასეთ კარგ მულტფილმებს ირჩევენ სამწუხაროდ ჩვენი ტელევიზიები, რომ შემდეგ თარგმნონ კიდეც ერთერში გასაშვებად. ყოველთვის რაღაც უცნაურ და ძალადობის მქადაგებელ მულტფილმებს ირჩევენ ხოლმე რატომღაც. თუ ამ თემაზე აქტიურად დავიწყებთ საუბარს, შესაძლებელია რამე შეიცვალოს ამ მიმართულებით ქართველი ბავშვების საკეთილდღეოდ.

      Like

  4. ძალიან სახალისო შედარებით პატარებისთვის

    სკოლამდელებისთვის

    Like

  5. trotroc kargiaa🙂

    Liked by 1 person

  6. ასევე ძალინ კარგია, ლუნწიკი, ფიქსიკები, რაბაკა პოლი, ესენიც ძ
    ალიან ბევრს ასწავლიან ბავშვს

    Like

  7. ეს ძალიან კარგი.მიხარია რომ მსგავსი ტიპის სტატიები იდება.მაგრამ რა ვქნა როცა სკოლის ბავშვს მულთბილმი უნდა უყუროს და ესენი უკვე აგარ აინტერესებტ,იქნებ გამიზიაროთ რამე?

    Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s