პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

მულტფილმები ძალადობის გარეშე სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

12 Comments

მულტფილმებიმიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის კომპიუტერისა და ტელევიზორის მავნე ზემოქმედების შესახებ, მშობლების დიდი ნაწილი მაინც ვაძლევთ საკუთარ შვილებს ეკრანთან გარკვეული დროის გატარების უფლებას. ეს ალბათ გარდაუვალიცაა, რადგანაც ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა და მისგან ბავშვების იზოლაცია  უბრალოდ უკვე შეუძლებელიცაა.

თუ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მცირე დროით მაინც მივცეთ ბავშვებს ეკრანთან დროის გატარების საშუალება, იმაზე მაინც კარგად უნდა დავფიქრდეთ თუ რა ღირებულებებს შეიძენენ ჩვენი შვილები ეკრანთან გატარებული დროის განმავლობაში. სკოლამდელი ასაკის ბავშვები პირდაპირ ირეკლავენ იმას, რასაც მათ გარემოში ხედავენ და იმეორებენ იმას, რასაც ეკრანზე უყურებენ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ ისეთი შინაარსის მულტფილმები, რომლებიც სიკეთეს, მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას ასწავლიან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდირებული არ არის ეკრანთან თუნდაც მინიმალური დროის გატარება, რადგანაც ამ გზით ფერხდება მათი გონებრივი განვითარება. გარდა ამისა, მცირეწლოვან ბავშვს მულტფილმები მეტყველების უნარს ვერ განუვითარებს. ამისათვის ბავშვთან ბევრი საუბარი და წიგნების ყოველდღიური კითხვაა საჭირო.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ საბავშვო მულტფილმებს ინგლისურ ენაზე, რომლებიც მისაღები იქნება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის:

  1. Tree Top Family/ოჯახი ხინ კენწეროზე – კომპანია Super Simple-ის მიერ შექმნილი ძალიან საყვარელი მულტფილმია ოჯახზე და მეგობრობაზე, სადაც შეგხვდებათ ბეღურები, თაგუნები და ციყვები, რომლებიც თამაშობენ და მღერიან ლამაზ და ადვილად დასამახსოვრებელ საბავშვო სიმღერებს.ა თითოეულ სერიაში პატარებს ასწავლიან რაღაც ახალს და საინტერესოს.

 

2. ვეფხვი დანიელის სამეზობლო/Daniel Tiger’s Neighborhood

ამ მულტფილმში წარმოდგენილია 4 წლის ვეფხვი დანიელისა და მისი ოჯახის ყოველდღიური ისტორიები. აქ გამოყენებულია ლამაზი სიმღერები სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების შეასასწავლად. წარმოსახვის, კრეატიულობისა და მუსიკის დახმარებით ვეფხვი დანიელი და მისი მეგობრები სწავლობენ ბევრ მნიშვნელოვან სოციაულურ უნარ-ჩვევებს (არხის ბმული).

 

3. ცნობისმოყვარე ჯორჯი/Curiouse George – სახალისო მულტფილმების სერიაა პატარა მაიმუნ ჯორჯზე, რომელიც ძალიან მხიარული, ცნობისმოყვარე და კეთილი არსებაა. ის მუდამ ცდილობს გაიგოს რა ხდება მის ირგვლივ და შეისწავლოს ყველაფერი.

 

4. გოჭი პეპა/Peppa Pig –  პეპა გოჭის, მისი ოჯახისა და მეგობრების ყოველდღიური ცხოვრება და მათი ისტორიები უკვე ბევრმა ბავშვმა იცის საქართველოში. ჩვენც, როგორც ბევრ სხვას, ძალიან გვიყვარს ეს სერიები, განსაკუთრებით იმის გამო, რომ აქ არ არიან საშიში გმირები, არ არის ძალადობა და ყოველდღიურ ისტორიებს სახალისოდ გადმოსცემენ.

 

4. Ben & Holly’s Little Kingdom – ეს არის სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მულტფილების სერიალი, რომელშიც გადმოცემულია ჯადოსნური ფერიების, ელფებისა და მწერების სამყაროს ამბები. მულლტფილმი შექმნილია იგივე ფირმის მიერ, რომელმაც შექმნა მულტფილმი გოჭუნა პეპაზე. ეს მულტფილმიც საკმაოდ საინტერესო საყურებელია ბავშვებისთვის და არ შეიცავს არანარის ძალადობის ელემენტებს.

 

 

 

 

.

Advertisements

ავტორი: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

12 thoughts on “მულტფილმები ძალადობის გარეშე სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

  1. მიხარია, რომ სწორედ ჩემი გოგონების ფავორიტი მულტფილმები დამხვდა ამ ბლოგპოსტში. 3 წლამდე ბავშვებისთვის, გავუწევდი რეკომენდაციას babyTV-ს. ცოტა დიდებისთვის კი – რუსულ მულტფილმს “სამი კნუტი”. მომწონს იმიტომ, რომ აღმზრდელობითი ხასიათისაა და სწორად არის დასმული ფასეულობები.

    Liked by 1 person

  2. ძალიან კარგი მულტფილმებია უდავოდ, მაგრამ როგორ უნდა უყუროს ამას 2-3 წლის ბავშვმა? როგორ ისწავლოს მულტფილმიდან, როდესაც ინგლისურ ენაზე მიდის საუბარი და ამ ასაკში ბევრს ქართულადაც უჭირს გამართულად საუბარი? მესმის, მშობელი უნდა დაუჰდეს და აუხსნას ყველაფერი. ნაწილობრივ შესაძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ ყველამ არ იცის ინგლისური. ამ კატეგორიამ რა უნდა ქნას?

    Like

    • ქეთი, მესმის თქვენი, ურბალოდ რეალობა ის არის, რომ საქართველოში სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მსგასვი ტიპის მულტფილმებს არავინ არ ქმნის.

      არც ასეთ კარგ მულტფილმებს ირჩევენ სამწუხაროდ ჩვენი ტელევიზიები, რომ შემდეგ თარგმნონ კიდეც ერთერში გასაშვებად. ყოველთვის რაღაც უცნაურ და ძალადობის მქადაგებელ მულტფილმებს ირჩევენ ხოლმე რატომღაც. თუ ამ თემაზე აქტიურად დავიწყებთ საუბარს, შესაძლებელია რამე შეიცვალოს ამ მიმართულებით ქართველი ბავშვების საკეთილდღეოდ.

      Like

  3. ძალიან სახალისო შედარებით პატარებისთვის

    სკოლამდელებისთვის

    Like

  4. ასევე ძალინ კარგია, ლუნწიკი, ფიქსიკები, რაბაკა პოლი, ესენიც ძ
    ალიან ბევრს ასწავლიან ბავშვს

    Like

  5. ეს ძალიან კარგი.მიხარია რომ მსგავსი ტიპის სტატიები იდება.მაგრამ რა ვქნა როცა სკოლის ბავშვს მულთბილმი უნდა უყუროს და ესენი უკვე აგარ აინტერესებტ,იქნებ გამიზიაროთ რამე?

    Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s