პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ მოვხატეთ ქვები

%(count)s კომენტარი

თუ გიყვართ ბავშვებთან ერთად სახალისო ნივთების გაკეთება, გაგიზიარებთ იმას, რაც მე და ჩემმა 4 წლის შვილმა მარიკუნამ ერთად გავაკეთეთ. ეს იდეა ინტერნეტში ნანახი სურათებიდან მომივიდა და იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე მეც მეცადა.

ამ მიზნით  შევიძინე აკრილის საღებავები 8 ლარად რუსთაველზე მდრებარე მაღაზიაში, ასევე სპეციალური ლაქი რომელიც 9 ლარი ღირდა, ფუნჯები უკვე მქონდა სახლში, ხოლო ქვები ქუჩაში მოვძებნე. მარიკუნას ადრე ვანახე შეღებილი ქვების სურათები ინტერნეტში, ძალიან მოეწონა და ელოდებოდა, როდის გავაკეთებდით ჩვენც ასეთ რამეს. ჰოდა გუშინ დადგა ეს დღეც.

საღამოს სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი…მარიკუნამ გარეცხა ქვები.

შემდეგ ყველა ნივთი დავალაგეთ მაგიდაზე, რომ მერე არ გვეძებნა: ფუნჯები, აკრილის საღებავები, ქვები და ლაქი.

და შევუდექით ღებვას…ცოტა ხელებიც დაგვესვარა მაგრამ საპნით საღებავი ადვილად მოშორდა ხელების დაბანის დროს…უბრალოდ იმდენად ემოციებში ვიყავით, რომ დაგვავიწყდა სპეციალური წინსაფრის გაკეთება და კაბა დაგვესვარა…მაგრამ იმედია საღებავი მოშორდება🙂

რადგანაც პირველად ვაკეთებდით ასეთ რამეს საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი, საღებავი სქელი იყო და ძნელად ნაწილდებოდა ქვაზე…მაგრამ ნელ-ნელა გავერკვიე რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა.

რადგანაც უკვე გვიანი იყო მარიკუნა ცოტა დაიღალა და დავაძინე…მაგრამ მე აბა რა გამაჩერებდა და სანამ ბოლომდე არ მივიყვანე ეს საქმე არ გავჩერებულვარ და აი საბოლოო შედეგიც.

მე კმაყოფილი ვარ🙂. მემგონი პირველი მცდელობისთვის ცუდი არ არის. რაც მთავარია დილით როცა შედეგი მარიკუნას ვანახე ძალიან მოეწეონა და მაშინვე დაიწყო ქვებით  თამაში. მერე კი საბავშო ბაღში წაიღო, უნდა ვაჩვენო ბავშვებს და მასწავლებლებსო🙂.

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

One thought on “როგორ მოვხატეთ ქვები

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s