პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

მეტყველების უნარი და შესაძლო პრობლემები ადრეულ ასაკში

3 Comments

როდის რას უნდა ველოდოთ

ბავშვის მეტყველების უნარის განვითარების ყველაზე კარგი შემფასებელი მშობელია. როგორც წესი 2 წლის ბავშვების უმრავლესობის ლექსიკონის მარაგი დაახლოებით 50 სიტყვით შემოიფარგლება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამ ასაკში ბავშვები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან სიტყვების მარაგითა და მათი სწორად წარმოთქმის უნარით.

ცხოვრების მეორე წელი საკმაოდ საოცარი პერიოდია ბავშვის მეტყველების განვითარებისათვის. ამ დროს ნახავთ თუ როგორ გადადის ბავშვი მარტივი სიტყვების წარმოთქმიდან კითხვების შედგენაზე, ასევე შესაძლებელია ბავშვმა მოახერხოს მის მიერ შეთხზული ამბების მოყოლაც. არ გაგიკვირდეთ თუ ხარვეზებს შეამჩნევთ ამ პროცესში.

აი რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ასეთ დროს.

სიტყვების არასწორად წარმოთქმა: ბევრი ბავშვი ენას იჩლექს ზოგიერთი ბგერის წარმოთქმის დროს. მაგალითად, ბევრი იყენებს ასო „ლ“, ასო „რ“-ს ნაცვლად. მაგალითად „ტლაქტოლი“ – ტრაქტორის ნაცვლად.

ბავშვებს ასევე უჭირთ ხოლმე სიტყვის წარმოთქმა თუ ბევრი თანხმოვანი იყრის ერთად თავს და ხშირად გრძელ სიტყვებში მარცვლებს ერთმანეთში ურევენ. ყველა ეს შეცდომა მისაღებია 7 წლამდე, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმას თუ რამდენად იცვლება თქვენი შვილის საუბარი უკეთესობისკენ დროსთან ერთად. 3 წლის ასაკში მეტ-ნაკლებად უკვე გასაგები უნდა იყოს ბავშვის საუბრის დიდი ნაწილი.

გარკვეული ტიპის შეცდომებს ამ ასაკში ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლებელია პრობლემა იყოს ის, რომ ბავშვს არ ესმის ყველა ბგერა სიტყვაში. ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს ყურის ანთების შედეგად გამოწვეული სმენის დროებითი მსუბუქი დაქვეითებაც, რამაც შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს გამართული საუბრის უნარზე.

ენის მოჩლექა: ბავშვი შესაძლებელია ენი მოჩლექით საუბრობდეს. მაგალითად შეიძლება თქვას: ‘ჩემი და 5 წლიშ ალიშ“, მაგრამ ასეთი რამ საშიში არ არის და როგორც წესი 7 წლის ასაკამდე ასეთი ჩვევები ქრება ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

წინადადებების აწყობა: თუ ბავშვს უჭირს წინადადების აწყობა, იცოდეთ რომ ის გამონაკლისებს არ მიეკუთვნება. აბსოლუტურად ნორმალურია 2 წლის ბავშვისთვის საუბარში შეფერხებები. კარგის ნიშანია თუ ბავშვი ბრაზდება თუ მისი არ გესმით. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი კარგად ხვდება, როცა სათქმელს ვერ გაგებინებთ მაშინ, როცა დიდი სურვილი აქვს თქვენთან კომუნიკაციის.

ენის ბორძიკით ლაპარაკი: თითქმის ყველა ბავშვი გადის ენის ბორძიკით საუბრის ეტაპს. ამას როგორც წესი ადგილი აქვს განსაკუთრებულად სწრაფი ზრდის პერიოდში, როცა ბავშვს თვითგამოხატვის უნარი საკმარისად არ აქვს განვითარებული. პრობლემა მაშინ იქმნება, როცა ბავშვის გონებრივი შესაძლებლობები აჭარბებს მისი სწრაფი მეტყველების უნარს. ზოგჯერ ბავშვი ვერ ახერხებს სიტყვების გამართულად წარმოთქმას რამდენიმე მიზეზის გამო: შესაძლებელია რაღაცის გამო ძალიან აღელვებულია, დაღლილია ან, გაბრაზებული, რაც ხელს უშლის მას სწორ საუბარში.  თუ ენის ბორძიკი საუბრის დროს დროთა განმავლობაში  უფრო გაუარესდა, მაგალითად თუ სახეს ჭიმავს საუბრის დროს ან სახეს მანჭავს სიტყვების წარმოთქმის მცდელობისას, მაშინ ექიმს უნდა დაელაპარაკოთ.

აპრაქსია: ეს არის ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად გამოწვეული მეტყველების პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ბავშვს ბგერების, მარცვლებისა და სიტყვების სწორად წარმოთქმაში. ამას არ იწვევეს კუნთების სისუსტე ან პარალიზი. მიზეზი ის არის, რომ ამ დროს ტვინი ვერ აწვდის ორგანოებს სათანადო ინსტრუქციას, რაც საჭიროა ბგერების სწორად წარმოთქმისათვის.

ბავშვები, რომლებსაც აწუხებთ აპრაქსია ხშირად ძნელ ბგერებს საერთოდ ტოვებენ საუბრისას, ან ანაცვლებენ მათ უფრო მარტივი ბგერებით. ამ ბავშვებს ბევრად უფრო მეტად ესმით საუბარი ვიდრე თვითონ აქვთ საუბრის უნარი.

მიმართეთ პროფესიონალს მაშინვე თუ ოდნავ მაინც შეგეპარათ ეჭვი იმაში, რომ შესაძლებელია თქვენს შვილს ჰქონდეს აპრაქსია. ბავშვებს როგორც წესი სჭირდებათ ინტენსიური თერაპია ადრეულ ასაკშივე (თუ სერიოზულ პრობლემასთან გაქვთ საქმე), იმისათვის, რომ გადალახოთ დარღვევა მეტყველებაში იმ დონემდე მაინც, რომ მათი საუბარი სხვებისთვის გასაგები გახდეს.

 რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ?

ბავშვისთვის ბევრი წიგნების წაკითხვა მეტყველების გაუმჯობესების ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალებაა. წიგნები ეხმარებათ ბავშვებს დაამატონ სიტყვები მათ ლექსიკონს, გაიგონ გრამატიკული წესები და აზრები დააკავშირონ ნახატებთან.

ასეთივე შედეგი მოაქვს 2 წლის ბავშვთან ჩვეულებრივ საუბარს. სადილის დრო და ძილისთვის მზადების პერიოდი საკმაოდ კარგი დროა ასეთი საუბრებისთვის. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, რაც უფრო მეტ სიტყვას გაიგებს ბავშვი მით უფრო მდიდარი იქნება მისი ლექსიკონი.

რადგანაც ბავშვები სწავლობენ ენას, რომელსაც თვითონ ისმენენ, ეცადეთ მისცეღ კარგი მაგალითი. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად საყვარლად გეჩვენებათ ბავშვის მიერ არასწორად წარმოთქმული ბგერები, ყოველთვის ეცადეთ გამოიყენოთ სწორი სიტყვები, როდესაც ბავშვთან საუბრობთ და ეცადეთ ხაზი გაუსვათ იმ სიტყვებს ან ბგერებს, რომელთა წარმოთქმაც მას უჭირს. არ არის საჭირო მკაცრი შესწორებების გაკეთება – უბრალოდ თქვენ გაიმეორეთ ის სიტყვები სწორად მაშინათვე.

ასევე მიაქციეთ ყურადღება სუნთქვას, ალერგიებს ან სურდოს, რომელიც შესაძლებელია ხელს უშლის ბავშვს ნორმალურ სუნთქვის პროცესში, რაც აბრკოლებს მის საუბარს. ღია პირით სუნთქვა იწვევს ენის წინ გამოტანას, რაც აბრკოლებს გამართულ საუბარს. თუ ცხვირი სურდოს დროს გაჭედილი აქვს, ხშირად გამოუწმინდეთ, რადგანაც გაჭედილი ცხვირიც ხდება ხოლმე ბგერების არასწორად წარმოთქმის მიზეზი.

ეცადეთ მაქსიმალურად გადააჩვიოთ ბავშვი ხელების პირში ჩადებას, რამდენადაც ამ ჩვევამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ბგერების დამახინჯებას საუბრის დროს. იგივე მიზეზით მოერიდეთ მატყუარას და საწოვრიანი ბოთლებისა და ჭიქების გამოყენებას.

იმისთვის, რომ ბავშვმა წინადადებები სწორად წარმოთქვას, ასწავლეთ მას თუ როგორ უნდა ჟღერდეს სწორად წარმოთქმული წინადადებები. მაგალითად მას უნდა რომ სასწრაფოდ ჩააცვათ წინდები. მან შეიძლება თქვას: „ დედი! შენ წინდა, ჩემი წინდა, გთხოვ…“ ყველაზე სასარგებლო ამ დროს იქნება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სწორად წარმოთქვათ იგივე წინადადება. „დედა“ (ის იმეორებს „დედა“), გთხოვ დამეხმარე (ის იმეორებს „გთხოვ დამეხმარე“).

რადგანაც მას უკვე ჰქონდა წინადადების წარმოთქმის სურვილი, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ის თვითონვე მოინდომებს თქვენ მიერ წარმოთქმული წინადადების გამეორებას. თუ არ გაიმეორებს, მაშინ წარმოთქვით თქვენ თვითონ კიდევ ერთხელ. შესაძლებელია შემდეგ ჯერზე სცადოს თქვენი მიბაძვა საუბარში.

ენის ბორძიკი: ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი რეაქცია ბავშვის ენის ბორძიკის დროს. ეცადეთ თქვენი ხმა იყოს რბილი და დაძაბულობას მოკლებული და რაც მთავარია ძალიან მშვიდი.  ნუ ეტყვით, რომ შეანელოს საუბარი – უბრალოდ თქვენ თვითონ ილაპარაკეთ ნელა და ის მოგყვებათ და ეცდება მოგბაძოთ. უყურეთ თვალებში, გაუღიმეთ და იყავით მომთმენი.

თუ ზურგს შეაქცევთ და ფაცი-ფუცი შეგეტყობათ ქცევაში, ბავშვი იგრძნობს დაძაბულობას იმაზე, რომ მას მკაცრად მოეთხოვება სწორად წარმოთქმას სათქმელი, რაც კიდევ უფრო ცუდ შედეგს გამოიღებს. თუ თქვენ გაღიზიანდებით, ბავშვი ამაზე ყურადღებას გაამახვილებს, რაც გაზრდის მის დაძაბულობას საუბრის დროს.

აპრაქსია: ბავშვებს, რომელთაც აქვთ აპრაქსია, სჭირდებათ ინტენსიური მეტყველების თერაპია ლოგოპედთან. თერაპია შესაძლებელია კონცენტრირებული იყოს ბგერების, ბგერათა თანმიმდევრობისა და სამეტყველო აპარატის სხვადასხვა ტიპის მოძრაობის ხშირ გამეორებაზე, რათა ეს ყოველივე გახდეს უფრო ავტომატური.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი ვერბალური სავარჯიშოები, მაგალითად როგორიცაა მოკლე სიმღერები ან პატარა ლექსები სადაც სიტყვები მეორდება, ასევე შეგიძლიათ წაუკითხოთ ასეთი ტიპის წიგნებიც და დღის განმავლობაში ხშირად ათქმევინოთ თამაშის დროს ეს ლექსები ან ამღეროთ სიმღერები.

როდის უნდა მიმართოთ პროფესიონალს?

თუ 2 წლის ასაკში თქვენ შვილს არ აქვს საუბრის ან სხვისი მიბაძვის მცდელობა, არ აქვს რეაქცია, როცა მას ეძახით, არ აინტერესებს საუბარი – მიმართეთ ექიმს. თუ 2 წლის ბოლოს ის ჯერ კიდევ მხოლოდ თითო ოროლა სიტყვას ამბობს და მათ ხშირად არ იმეორებს ან არ პასუხობს ისეთ მარტივ შეკითხვებს, როგორიცაა “რა არის ე?” ან ” სად არის შენი ქუდი?” – მაშინ შესაძლებელია ბავშვს მეტყველების პრობლემა ჰქონდეს.

თითეული ასეთი შემთხვევის დროს აუცილებლად დაელაპარაკეთ პედიატრს.

წყარო: http://www.babycenter.com

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

3 thoughts on “მეტყველების უნარი და შესაძლო პრობლემები ადრეულ ასაკში

  1. გამარჯობათ,ჩემმა 3 წლის ვაჟიშვილმა 1,5სას დაიწყო საკმაოდ აზრიანი საუბარი,ყველას უკვირდა როგორი აზრიანი ბავშვიაო,2 წლიდან,როგორც თქვენ გაქვთ ამ ბლოგში ახსნილი ენა ებორძიკებოდა მაშინ,როდესაც სწრაფად უნდოდა ეთქვა ბევრი რამ.სიტყვებს შორის აყოლებდა” და,და,და,და” და განაგრძობდა მოყოლას. 2,5 წლისას მიატოვა უკვე ესეთი საუბარი და წინადადების წინა მარცვალს აგრძელებდა,ესეც იმ დროს როდესაც დაძაბული, ან სწრაფად საუბრობდა.უკვე 3 წლის გახდა, მირჩია ახლობელმა,გარკვეულმა ამ სფეროში, ვალერიანის ნაყენის წვეთები დაალევინეთო,დღეში სამჯერ 3 თვეთიო.მე-3 დღეს უკვე საგრძნობლად დაუმძიმდა მეტყველება,სახესაც მანჭავს და თვალებსაც ხუჭავს, რათქმაუნდა შევქყვიტეთ მიცემა.ძალიან ვნერვიულობთ,რა შეგიძლიათ მირჩიოთ?ველი თქვენს დახმარებას.პატივისცემით ხატია

    Like

    • ხატია, ჩემის აზრით თქვენს სიტუაციაში უნდა მიმართოთ კარგ ნევროპათოლოგს. შესაძლებელია ბავშვმა გადაიტანა რაღაც სტრესი, რამაც გამოიწვია ასეთი ეფექტი, ამიტომაც უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს, მითუმეტეს თუ სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა.

      Like

  2. 5 – 15 წლამდე ვკურნალობ ენის დაბმისგან გარანტიით ! ბათუმი 557 43 07 07

    Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s