პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ დავეხმაროთ მორცხვ ბავშვს

დატოვე კომენტარი

პირველი შეხება განათლების სისტემასთან ბავშვისთვის იწყება საბავშო ბაღიდან და სკოლის დაწყებითი კლასებიდან. ზოგიერთი ბავშვისთვის ბაღისა და სკოლის გარემოში ყოფნა ძალიან სახალისო გამოცდილებაა: ასეთი ბავშვები ძალიან აქტიურად ერთვებიან ყველაფერში და მზად არიან ყოველთვის პასუხი გასცენ მასწავლებლის ყველა კითხვას, მღერიან ხმამაღლა სიმღერის გაკვეთილზე და ცდილობენ ყოველთვის პირველები იყვნენ ყველაფერში.

სხვა ბავშვები კი ამ დროს ნაკლებად აქტიურები არიან და ნაკელბად კომფორტულად გრძნობენ თავს ბაღისა და სკოლის გარემოში. მორიდებული ბაშვებისთვის ასეთი სიტუაციები შეიძლება ზედმეტად დამრთგუნველი და ამაღელვებელიც იყოს. მათ შეიძლება მოერიდოთ კლასში ხმის ამოღება, ცდილობენ ჯგუფში უკან დაიმალონ, ურჩევნიათ იყვნენ თავისთვის და ითამაშონ მარტო კუთხეში.

არის თუ არა პრობლემა თუ ბავშვი მორცხვია?

თქვენ ალბათ ძალიან გინდათ, რომ თქვენი ბაშვისთვის სახალისო იყოს ბაღისა და სკოლის პირველი წლები, მაგრამ თუ ბავში მორიდებულია და თავს კარგად ვერ გრძნობს სკოლისა და ბაღის გარემოში, ეცადეთ ზედმეტად არ ინერვიულოთ. ამ ასაკის ბავშვები ჯერ კიდევ სწავლობენ იმას თუ როგორ უნდა ააწყონ ურთიერთობა თანატოლებთან და მონაწილეობა მიიღონ ჯგუფურ აქტივობებში. ბავშვების დიდი ნაწილი მაინც უფრო კარგად გრძნობს თავს, როცა აკვირდება და ბაძავს სხვებს. საბავშო ბაღში ბავშვების უმრავლესობა თამაშობს ინტერქატიულად, მაგრამ მაინც აქვთ სოციალურ გარემოსთან შეჩვევის მომენტი. საბავშო ბაღსა და დაწყებით კლასებში ბაშვები სწავლობენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ ახალ სიტუაციებში, სწავლობენ ახალ წესებსა და ქცევებს. ეს არის პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება.

ბაშვები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი ქცევებით, ისევე როგორც მოზრდილი ადამიანები მათი ხასიათის თვისებებით: ზოგიერთი მაჩვივით ზედმეტად აქტიურია და ზოგი კიდევ ჩუმია როგორც თაგუნა. ზოგიერთ ბავშვს უფრო მეტი დრო სჭირდება საკლასო რუტინასთან, მასწავლებელთან და კლასთან შესაგუებლად.  ზოგიერთი რჩება მორდიებული მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. ზომიერი სიმორცხვე არ არის ისეთი პრობლემა, რომელსაც გამოსწორება ჭირდება .

“მისაღებია თუ ბაშვი წყნარი და მორიდებულია” ამბობს ბაღის მასწავლებელი ჩარლს დარბი. “მიეცით ბაშვებს საშაულება თვითონვე გაერკვიონ იმაში თუ რა არის კომფორტული მათთვის. ნუ ეცდებით გადააქციოთ ეს ყოველივე დიდ პრობლემად”.

არ არის აუცილებელი თქვენი შვილი იყოს ჰიპერ აქტიური ან პირველ რიგში მდგომი მოსწავლე იმისთვის, რომ კარგად ისწავლოს. მაგრამ მისი შიშის ცოტათი მაინც შემსუბუქება  მისთვის უფრო სასიამოვნოდ გადააქცევს სკოლაში ან ბაღში ყოფნას, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბავშვს სწავლაში და ნამდვილად ღირს ამაზე ზრუნვა.

როგორ შეიძლება გავამხნევოთ მორცხვი ბავშვი?

“დაელაპარაკეთ მასწავლებელს” ამბობს დარბი, რომელიც ასწავლის ჩრდილო კაროლინაში და აქვს ბევრ მორცხვ ბაშვთან მუშაობის გამოცდილება. როგორც ბევრი სხვა ექსპერტი და მასწავლებელი, ისიც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მშობლები აქტიურად ურთიერთობდნენ მასწავლებლებთან და ბაღის/სკოლის თანამშრომლებთან. მშობლებისა და მასწავლებლების ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა მორიდებული ბავშვის დასახმარებლად.

დაიწყეთ დაკვირვება და შეადარეთ თუ როგორ იქცევა ბავში სახლში და როგორ იქცევა სკოლაში ან ბაღში. რისი გაკეთება უყვარს თქვენს შვილს, რაც არ არის სკოლისა და ბაღის აქტივობების ნაწილი? არის თუ არა ისეთ რამ, რისი გაკეთებაც თქვენს შვილს ძალიან უყვარს, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო საქმიანობა სკოლაში ან ბაღში. შეაგროვეთ ასეთი ინფორმაცია მასწავლებლებისგან და ეცადეთ მოიფიქროთ თუ როგორ შეიძლება უფრო სახალისო გახდეს სკოლაში ან ბაღში ყოფნა ასეთი ბავშვისთვის. “შეხვდით მასწავლებელს და შეიმუშავეთ გეგმა”, ამბობს მეგ ზვეიბექი, ოჯახის კონსულტანტი, ექრთანი და სან ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ( მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სკოლისა და ბაღის აქტივობებში მშობლის ჩართვა ადრე წარმოუდგენელიც კი იყო, ახლა სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება და  ბაღები და სკოლები უფრო მეტად მოდიან მშობლებთან თანამშრომლობაზე. განსაკუთრებით შესაძლებელია ასეთი მიდგომა საქართველოში თუ ბაშვი კერძო ბაღში ან სკოლაში დაგყავთ).

ეცადეთ სკოლაშიც/ბაღშიც ჰქონდეს საშუალება აკეთოს მისთვის საინტერესო საქმეები: მაგალითად, თუ თქვენი შვილი გიჟდება ხოჭოებზე, მაგრამ სკოლაში ეს თემა არ არის განხილვის საგანი, მიეცით საშუალება წაიღოს მისი ხოჭოების კოლეცქცია სკოლაში. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რომ მასწავლებელმა ბავშვს არ მოთხოვოს ფორმალური პრეზენტაციის გაკეთება. სთხოვეთ მასწავლებელს, რომ მისცეს ბავშვს ხოჭოებზე საუბარის საშუალება. შესაძლებელია მასწავლებელმა მოაწყოს განხილვა ხოჭოების თემაზე და ამისათვის გამოიყენოს თქვენი შვილის კოლექცია, როგორც ვიზუალური მასალა.

ჩიკაგოელ ლიდია ლუისის ქალიშვილს ძალიან უჭირდა მონაწილეობა მიეღო დაწყებითი სკოლის აქტივობებში. დედამ აღმოაჩინა, რომ საკმაოდ დადებითი შედეგი მოიტანა მისი საყვარელი საქმეების წახალისებამ სკოლაში. ” მე წავახალისე ჩემი შვილი სკოლაში წაეღო ის ნივთები და სათამაშოები, რომელთა ჩვენებაც უნდოდა მისი მეგობრებისთვის”, ამბობს ლიდია. “მისი ნიჟარების კოლეცქცია, ზაზუნა, ლამაზი ქვების კოლექცია. ეს დაეხმარა მას საკუთარი თავი გაეცნო სხვებისთვის”.

თუ თქვენი ბავშვი თავიდანვე აქტიურად არ ალაპარაკდება ჯგუფელებთან, მისი საყვარელი ნივთების გაზიარება ბავშვებისთვის დაეხმარება მას სიმორცხვის გადალახვაში. ასე მას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და იგრძნოს თავი ჯგუფის ნაწილად ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, რაც უკვე შეიძლება კარგი დასაწყისი იყოს სიმორცხვის გადალახვისთვის.  არა აქვს მნიშვჰნელობა თქვენს შვილს რა უყვარს: ხოჭოები, კატები თუ მატარებლები, თუნდაც მისი საყვარელი წიგნის ან სათამაშოს გაზიარება სხვა ბაშვებისთვის სკოლაში ან ბაღში კარგი საშუალება იქნება მისთვის სიმორცხვის გადალახვაში.

გაყევით სკოლაში/ბაღში

თქვენი ყოფნა საკლასო ოთახში დაეხმარება ბავშვს უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი ახალ გარემოში. თქვენი განრიგის გამო შესაძლებელია ამის გაკეთება ხშირად ვერ მოახერხოთ, მაგრამ თუ ამას რამდენჯერმე მაინც მოახერხებთ პერიოდულად შესაძლებლობა გექნებათ დააკვირდეთ რა ცვლილებებს განიცდის თქვენი შვილი. ბავშვების უმრავლესობა მშობლის სტუმრობას ბაღში ან სკოლაში აღიქვამს როგორც განსაკუთრებულ მოვლენას. “მე მივდიოდი და ვუკითხავდი ხოლმე ჯულიას კლასელებთან ერთად” ამბობს ლევისი, “ეს მეხმარებოდა გამეგო თუ რა ხდებოდა სკოლაში რეალურად”.

განაწყვეთ წარმატებისკენ

თუ თქვენ მოახერხებთ და ეწვევით თქვენს შვილს სკოლაში ან ბაღში, დააკვირდით იმ თამაშებს, პროექტებს და სხვადასხვა აქტივობებს, რომლბსაც თქვენი შვილი აკეთებს სკოლის ან ბაღის ფარგლებში და გაანალიზეთ შეეფერება თუ არა ისინი თქვენი შვილის მოთხოვნებს, აძლევენ თუ არა ისინი მას საკმარის სტiმულს და შესაძლებლობას წარმატების მისაღწევად. “შესაძლებელია, რომ თქვენი შვილი თავს არიდებს თამაშებსა და აქტივობებს იმის გამორ, რომ ჰგონია რომ მათი გაკეთების უნარი არ აქვს”, ამბობს კანზასის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების პროფესორი დეილ ვოლკერი.

თუ აქტივობების დიდი ნაწილი თქვენი შვილის შესაძლებლობებს აღემატება, დაელაპარაკეთ მასწავლებელს და სთხოვეთ მათი გამარტივება. თუ თქვენს შვილს უჭირს ყველა ასოს დამახსროვრება, მასწავლებელს შეუძლია მხოლოდ რამდენიმე ასოზე გააკეთებინოს აქცენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში.  თუ თქვენს შვილს ჯერ გარგად არ აქვს გავარჯიშებული მაკრატელისა და წებოს გამოყენება, ეცადეთ რომ ხატვაც იყოს მისთვის ერთ-ერთი არჩევანი. ” თუ რაიმე ბავშვის შესაძლებლობების აღემატება, ეცადეთ იგი გაამარტივოთ”, ამბობს ვოკერი. “ეცადეთ თქვენი შვილი არ გაღიზიანდეს”.

შესაძლებელია ასევე, რომ სკოლის აქტივობები იყოს თქვენი შვილისთვის საკმაოდ მოსაწყენი, რადგანაც ისინი ზედმეტად ადვილია.  თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ ეცადეთ დაელაპარაკოთ მასწავლებელს ამის შესახებ. შესაძლებელია მასწავლებელმა ასეთ დროს მოიძიოს მასალები უფრო მაღალი კლასებიდან, რომ გამოიყენოს თქვენი შვილისთვის.

დაეხმარეთ მას სახლში

ზოგიერთ ბავშვს უფრო უადვილდება ახალი უნარების განვითარება სიწყნარეში, ზედმეტი სტიმულირებისა და კლასში არსებული დაძაბულობის გარეშე. თუ თქვენს შვილს უჭირს ფუნჯით ხატვა, ეცადეთ ერთად ხატოთ ხოლმე სახლში. ასევე გაარკვიეთ რომელი სკოლის სიმღერები უყვარს თქვენს შვილს ყველაზე მეტად და იმღერეთ ხოლმე ეს სიმღერები სახლში ერთად.

მიეცით თქვენს შვილს საშუალება გაივარჯიშოს სხვადასხვა უნარები, მაგრამ არ დააძალოთ. პატარები ახალ უნარებს სხვადასხვა სისწრაფით ითვისებენ და არანაირი საჭიროება არ არსებობს იმისთვის, რომ ეს ყოველივე აქციოთ სერიოზულ სამუშაოდ. აქ მთავარია ბავშვს დავეხმაროთ საკუთარი თავისადმი რწმენის განვითარებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება  ბავშვს მოთხოვოთ ზედეტი.

გაამახვილეთ ყურადღება მის მიღწევებზე

ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ პრობლემურ საკითხებზე. სასიამოვნო და გასართობი აქტივობების გაკეთება სახლში ბავშვს დაეხმარება გადალახოს ღონისძიებებში მონაწილეობის შიში. ყველა ჯგუფს სკოლაში ან ბაღში აქვს საყვარელი სიმღერები; გაარკვიეთ, რომელი მოსწონს ყველაზე მეტად თქვენს შვილს და აქციეთ იგი თქვენი საღამოს რუტინის ნაწილად. ეს ბავშვს დაეხმარება სიმორცხვის გადალახვაში და სკოლაშიც ადვილად ამღერდება ჯგუფთან ერთად.

იყავით მისი “მოსწავლე”

მშობლების ტრენერი ზვეიბექის რეკომენდაციის მიხედვით, სასარგებლოა ბავშვებისთვის “სკოლობანას” თამაში თოჯინებთან ერთდ, რადგანაც ეს ეხმარება მათ გაივარჯიშონ კლასში ყოფნის ჩვევები. “მოუწყვეთ თქვენს სვილს სახლში სკოლა დათუნიებით. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს თამაშის ორგანიზებაში და მონაწილეობა მიიღოთ თამაშში, როგორც ერთ-ერთმა მოსწავლემ.  თქვენ ამ დროს შეიძლება გაიგოთ თუ რა აწუხებს მას; ეს შეიძლება იყოს ცუდი ბაშვები და მასწავლებელი, რომელიც დასცინის. თუ თქვენ სასაცილო სცენარს მოიფიქრებთ და სახალისოდ გაითამაშებთ თუ როგორ გეშინიათ ბავშვების ან მასწავლებლის. თქვენი ბავშვისთვის ასეთი რამის მოსმენა ძალიან სასაცილო იქნება; სიცილი კი დაეხმარება მას გადალახოს შიშის გრძნობა და ეს უფრო მეტ თვითდაჯერებულობას შემატებს. ესაუბრეთ ბავშვს, დაუსვით კითხვები და მიღებული ინფორმაცია გამოიყენეთ სკოლისა და ბაღის ადმინისტრაციასთან სასაუბროდ.

როგორ მივხვდეთ თუ პრობლემა ცდება სიმორცხვეს?

სიმორცხვე როგორც წესი არ არის სერიოზული პრობლემა, მაგრამ ზოგიერთი ქცევა და თვისება სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს. თუ თქვენი შვილი ტირის რეგულარულად სკოლაში, განცალკევებულია უმეტესად სხვა ბავშვებისგან, თვალებში შეხედვას თავს არიდებს, იქცევა ზედმეტად აგრესიულად სკოლაში, ურტყამს ბავშვებსა და მასწავლებლებს აუცილებლად დაელაპარაკეთ ექიმს ან სკოლის/ბაღის ფსიქოლოგს ამის შესახებ.

წყარო: http://www.babycenter.com

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s