პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ აღწევენ ფინელები წარმატებას განათლებაში

4 Comments

როგორც ნეტგაზეტის 2011 წლის 17 დეკემბერის სტატიიდან გავიგეთ “ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” შედეგების თანახმად, საქართველო 15 წლის მოსწავლეების კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში შედეგების მიხედვით, მონაწილე 74 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შედეგების მქონე ქვეყნებს შორისაა” (სტატიის ლინკი http://netgazeti.ge/GE/84/News/7470/.htm#.TuwybQHYcbs

საქართველოს შედეგების ფონზე, 15 წლის ფინელ მოსწავლეებს კი საშუალოზე ბევრად მაღალი მაჩვენებელი აქვთ და მოწინავე ადგილზე არიან.

რა არის ფინეთის განათლების სისტემის საიდუმლო?

ამ საიდუმლოს გასაგებად ფინეთს ამერიკელ მასწავლებელთა ფედერაციის პრეზიდენტი ქალბატონი რანდი ვაინგარტენი ეწვია და მისი შთაბეჭდილებებიც გაუზიარა სხვებს ამ ვიდეოს საშუალებით:

ქალბატონი ვაინგარტენი რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:

  • ურთიერთპატივისცემა სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს შორის – პირველი რასაც აღნიშნავს ქალბატონი რანდი ვაინგარტენი არის მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის არსებული ურთიერთპატივისცემა. როგორც ის ამბობს, ეს ძალიან შესამჩნევია ფინურ სკოლებში ყოფნის დროს.
  • ჯგუფების ზომა – ასევე მნიშვნელოვანია ჯგუფების ზომა. ფინეთის სკოლებსა და ბაღებში ჯგუფები პატარაა, რათა მასწავლებელს ჰქონდეს საშუალება იმუშაოს თითოეულ ბავშთან ინდივიდუალურად და გაამახვილოს ყურადღება თითოეული მათგანის საჭიროებებზე.
  • სასწავლო გარემო – ფინეთში დიდი ყურადღებაა გამახვილებული სასწავლო გარემოზე და ყველაფერი შენობის ჩათვლით ბავშვზეა ორიენტირებული.
  • მასწავლებლების მომზადების დონე –  ყველა მასწავლებელს აქვს მაგისტრის ხარისხი და ისინი ძალიან მაღალ დონეზე არიან მომზადებული ამ პროფესიისთვის.
  • მასწავლებლების დაფასება – მასწავლებლის პროფესია ფინათში ძალიან დაფასებულია, რაც სბოლოო შედგებზეც პირდაპირაა ასახული. როგორც ქალბატონი ვაინგარტენი ამბობს, ფინელი მასწავლებლები განსაკუთრებულად ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მათ საზოგადოებაში მასწავლებლის პროფესია ძალიან დაფასებულია და რომ საზოგადოება და მოსწავლეები ძალიან ამაყობენ მათი მასწავლებლებით. როგორც აღმოჩნდა ფინეთში სწორედ მასწავლებლების შენიშვნების საფუძველზე ხდება ცვლილებების შეტანა წიგნებში. მასწავლებელს შეუძლია თვითონვე დაუკავშირდეს გამომცემლობას და მიაწოდოს შენიშვნები.
  • მასწავლებლების ჩართულობა სხვადასხვა ტიპის სამუშაოებში – ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ფინელ მასწავლებლებსა და სხვა ქვეყნის მასწავლებლებს შორის ის არის, რომ ფინელი მასწავლებლები სწავლების გარდა ბევრ სხვა ტიპის სამუშაოში არიან ჩართულები, მაგალითად როგორიცაა სასწავლო გეგმის შემუშავება, მშობლებთან საუბარი ან მოსწავლეებისთვის კონსულტაციების გაწევა და ა.შ.
  • ყველა საგანს თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება – სწავლის დროს ყველა საგანს აქვს თანაბარი მნიშვნელობა და არ არის გამორჩეული მათემატიკა ან მეცნერებანი, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საგანი. ფინეთში კულინარია და ხელოვნებაც იგივე დონეზე ისწავლება, როგორც მაგალითად ალგებრა. სწავლას აქ სულ სხვა კუთხით – მთლიანობაში უყურებენ და არა ცალკეულ საგნებზე ყურადღების გამახვილების გზით.
  • განათლების დეცენტრალიზაცია – განათლების სისტემა იმართება თვითონ განათლების სპეციალისტების მიერ ლოკალურად.
  • ორიენტაცია შედეგზე – ქალბატონი რანდის აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი ფინური განათლების სისტემისა ის არის, რომ ადამიანები ჩართული არიან პრობლების გადაჭრის ძიეაბაში და კონცენტრაციას იმაზე არ აკეთებენ თუ ვინ გაიმარჯვებს კამათში. ვინმეს მიერ ბარიერის შექმნა განათლების პროცესში აბსოლუტურად არაადეკვატურია ფინური რეალობისთვის.

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

4 thoughts on “როგორ აღწევენ ფინელები წარმატებას განათლებაში

  1. sulac ar mikvirs, samwuxarod. roca chveni xelisufleba dagvafasebs chven, shedegic ise dafasdeba mere…..

    Like

  2. dafaze saqartvelos drosha gaichita😀

    Like

  3. რა სამწუხაროა რომ ჩვენ ასე შორს ვართ ამ ყველაფრისგან😦

    Like

  4. Pingback: როგორ აღწევენ ფინელები წარმატებას განათლებაში? | ახალი ამბები განათლების სფეროში | news.edu.aris.ge

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s