პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

რა არის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა ვასწავლოთ 6 წლის ბავშვს?

დატოვე კომენტარი

ჯერ ჩემი შვილი მხოლდო 4 წლისაა და იმაზე ჯერ არ მიფიქრია თუ რა უნდა ვასწავლო კონტრეტულად როცა 6 წლის გახდება. დღეს კი შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში  TED Conversations -ის გვერდზე დისკუსიას ამ თემაზე და მინდოდა ჩემი ბლოგის საშუალებით გამეზიარებინა თქვენთვისაც თუ რას ფიქრობს ხალხი ამაზე სხვა ქვეყნებში. დისკუსიაში, რომელსაც წავაწყდი, მონაწილეობას იღებდა ხალხი სხვადასხვა ქვეყნებიდან და საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა საკუთარი აზრი და ისაუბრა პირად გამოცდილებაზე. ზოგიერთი მათგანი ძალიან მომეწონა და სურვილი გამიჩნდა გამეზიარებინა ჩემი ბლოგის საშუალებით.

დისკუსიის ერთ-ერთმა მონაწილემ მელინდა პულმა დაწერა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ შემდეგი 5 რამ:

  1.  მოეპყარი ყველას ისე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ. ამის სწავლება აგვარებს და-ძმებს შორის უთანხოებებს და ავითარებს თვითშეფასების უნარს. როგორც მელინდა ამბობს, როცა მისი შვილები კინკლაობენ, იგი მათ უსვამს ერთ მარტივ შეკითხვას: “ექცევით ერთმანეთს ისე, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ?”
  2. სწავლა სახალისოა! როგორც მელინდა ამბობს, თავისუფალ დროს ის ბავშვებთან ერთად ატარებს ექსპერიმენტებსა და აკეთებს სახალისო პროექტებს. როგორც ის ამბობს ისინი ხშირად ერთად სწავლობენ სხვადასხვა სახალისო საკითხებს, მაგალითად: რატომ დაფრინავს ფრანი? რატომ მღერიან ჩიტები დილით და ა.შ. რაც სწავლის პროცესს ძალიან ახალისებს და სასიამოვნოს ხდის.
  3. ჩვენ ვართ ბეჯითები და არ ვართ მატყუარები  ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
  4. ჩვან გვაქვს გეგმა და მივყვებით მას – ჩვენ ვამზადებთ გასაკეთებლი საქმეების სიას ყოველდღიურად და მივყვებით მას. ამ სიაში შეიძლება შევიდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა იმის შესწავლა თუ როგორ უნდა დავხვეწოთ სათამაშო “იო-იო”-ის ილეთები, აქ შეიძლება ისეთი საკითხებიც შევიდეს, რომლებიც მშობლებმაც კი არ იციან და ვგეგმავთ ამ ყველაფრის ერთად შესწავლას.
  5. სიყვარული – ჩვენი საყვარელი თამაშია “მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე…” და ვიგონებთ ათას სასაცილო რამეს, რაზე უფრო მეტადაც გვიყვარს ერთმანთი, ამბობს მელინდა.

სტეფან აბოტის აზრით კი საჭიროა შემდეგი 5 რამ ვასწავლოთ ბავშვებს ამ ასაკში:

  1. სიცოცხლის დაფასება – სტეფანის აზრით, მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ბავშვებს თუ რამდენად ძვირფასია ცხოვრება, როგორია ბუნება – და ეკოლოგია.
  2. შემოქმედებითობა/კრეატიულობა მხოლოდ გართობისთვის როდია. კრეატიულობა ყველა პროფესიაშია საჭირო.
  3. საკუთარი თავის გამოცდა და გამოწყვევა, შეცდომების დაშვება  აბსოლუტურად ნორმალურია – ვაჩვენოთ, რომ შეცდომების დაშვების მიუხედავად ყველაფერი შესაძლებელი კარგად დასრულდეს.
  4. შეიძლება ზოგჯერ იყო სწორი და ზოგჯერ არასწორი – ირგვლივ ძალიან ბევრი შეხედულება არსებობს. მთავარია გაარჩიო ეს ორი ერთმანეთისგან მაშინ, როცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

შერონ ლარისეის აზრით კი მთავარია ბავშვებს ვასწვალოთ შემდეგი 5 რამ:

  1. აჩვენეთ მაგალითი ყოველთვის როცა ამის შესაძლელობა გაქვთ.
  2. ცნობისმოყვარეობა სამყაროს მიმართ. მნშვნელოვანია გააგებინოთ ბავშვებს, რომ თქვენც არ იცით ყველაფერი – ისწავლეთ ერთად.
  3. შესაძლებლობის მაქსმიმუმის გამოყენება. ასწავლეთ ბავშვებს, რომ მიუხედავად იმისა იქნება თუ არა მათი მცდელობა საკმარისი სხვისთვის, მთავარია მათ გაკეთონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი და იამაყონ კიდევაც ამით. ასეთ დროს შესაძლებელია დაგეხმაროთ ფრთხილად იმის შეხსენება, რომ სრულყოფილი არავინ არ არის.
  4. ერთმანეთის ინტერესის გათვალისწინება.
  5. სიყვარული – აჩვენეთ თუ როგორ გიყვართ ისინი.

თუ გაინტერესებთ სხვა მშობლების აზრიც გაიგოთ ამ საკითხზე, შეგიძლიათ ამ ბმულით გადახვიდეთ დისკუსიის გვერდზე: http://www.ted.com/conversations/6995/what_are_the_top_5_things_you.html

სწავლა

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s