პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ ავამაღლოთ ბავშვის თვითშეფასება

დატოვე კომენტარი

სკოლამდელი ასაკის ბავშვის თვითშეფასების ამაღლება შესაძლებელია მოგეჩვენოთ საკმაოდ რთულ საქმედ, მაგრამ ამაზეა დამოკიდებული მისი მომავალი – თუ რამდენად წარმატებული იქნება იგი ზრდასრულ ასაკში. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის თვითშეფასება ძალიან ცვალებადია – როგორც წესი საკუთარ თავზე წარმოდგენა საკმაოდ ხშირად გვეცვლება: ზოგჯერ შეიძლება საკმაოდ მაღალი თვითშეფასება გვქონდეს, ზოგჯერ კი პირიქით, ამიტომაც მთავარია ბავშვებს ვასწავლოთ ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარები, ისწავლოს საკუთარი თავის პატივისცემა და ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება.

გაგიზიარებთ ათ რჩევას, რომელიც დაეხმარება ბავშვს თვითშეფასების ამაღლებაში.

1. უპირობო სიყვარული: ბავშვის თვითშეფასება განსაკუთრებით მაშინ არის მაღალი, როცა იგი გრძნობს უპირობო სიყვარულს მშობლებისგან, ანუ როცა ბავშვს ეუბნებით: “მე შენ მიყვარხარ ყველაფრის მიუხედავად – არა აქვს მნიშვნელობა როგორი ხარ ან რას აკეთებ მაინც ძალიან მიყვარხარ”. ყველაზე საუკეთესო მიდგომაა, როცა ბავშვი გრძნობს რომ არა აქვს მნიშვნელობა მისი მშობლებისთვის თუ რა უნარები აქვს მას, რამდენად ცელქია ან რა პრობლემები აქვს, ის მაინც უყვართ ყველაფრის მიუხედავად. ასე, რომ ეცადეთ გაანებივროთ ბავშვი სიყვარულით, ეცადეთ ხშირად ჩაეხუტოთ და აკოცოთ და არ დაგავიწყდეთ იმის თქმა, რომ ის ძალიან გიყვართ. როდესაც აუცილებელი ხდება შენიშვნის მიცემა, კარგად აუხსენით ბავშს, რომ პრობლემა მის საქციელშია და არა პირადად მის პიროვნებაში. მაგალითად იმის ნაცვლად, რომ უთხრათ „შენ ცუდი ბიჭი ხარ? რატომ არ შეგიძლია კარგად მოგცევა?” უთხარით “გიორგის დაჯიკავება არ არის კარგი საქციელი. შეიძლება ეტკინოს. გთხოვ ნუ დაუჯიკავებ”.

2. იყავით ყურადღებიანი: ეცადეთ დღის განმავლობაში გამოყოთ ხოლმე დრო, როდესაც მთელ ყურადღებას დაუთმობთ მხოლოდ ბავშვს. ასეთი დამოკიდებულება საოცრად მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე და აფიქრებინებს, რომ ის მნიშვნელოვანი და ძვირფასია თქვენთვის. ამ ყველაფერს არც ისე დიდი დრო სჭირდება, ზოგჯერ საკმარისია თავი დაანებოთ კომპიუტერს, ტელევიზორს ან სხვა საქმიანობას და უბრალოდ მოუსმინოთ ბავშვს ყურადღებით, როცა რაღაცის მოყოლას ცდილობს. ეცადეთ თვალებში უყუროთ, რათა ბავშვი დარწმუნდეს, რომ თქვენ მას ნამდვილად ყურადღებით უსმენთ. როცა დროის სიმცირე გაქვთ, მისი თხოვნის იგნორირების ნაცვლად აუხსენით ამის შესახებ. უთხარით: ” მომიყევი შენი ნახატის შესახებ და როცა მოყოლას დაამთავრებ, სადილი უნდა მოვამზადო”.

3. ასწავლეთ შეზღუდვების შესახებ: შეიმუშავეთ რამდენიმე კეთილგონიერი და მისაღები წესი თქვენი ბავშვისთის. მაგალითად, თუ თქვენს შვილს ეტყვით, რომ ჭამა შეიძლება მხოლოდ სამზარეულოს მაგიდასთან, არავითარ შემთხვევაში მეორე დღეს არ მისცეთ უფლება თეფშით ხელში მოიაროს მთელი სახლი. თუ ეტყვით, რომ ჭუჭყიანი ტანსაცმელი უნდა ჩაყაროს აბაზანის კალათაში, მეორე დღეს არ უთხართ, რომ არაუშავს თუ ის ჭუჭყიან ტანსაცმელს იატაკზე დაახვავებს. თუ ბავშვი მიხვდება, რომ ოჯახში არსებული წესები მყარია, ის ბევრად უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს. შესაძლებელია საკმაოდ ბევრჯერ მოგიწიოთ ამ წესების გამეორება თქვენი შვილისთვის, მაგრამ საკმარის დროში ბავშვი ამ წესებს აუცილებლად კარგად აითვისებს. უბრალოდ ეცადეთ მაქსიმალურად გარკვევით და ნათლად განუმარტოთ ეს წესები. იყავით თანმიმდევრული და დაიცავით ის წესები, რაც შეიმუშავეთ. უთხარით, რომ გჯერათ, რომ მას შეუძლია ამ წესების შესრულება.

4. მხარიდაუჭირეთჯანსაღ”რისკს: ხელი შეუწყვეთ თქვენს შვილს შეისწავლოს და გამოსცადოს რაიმე ახალი, ჭამოს ახალი საჭმელი, ატაროს ველოსიპედი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ ახალი რამეს გაკეთების მცდელობა დასრულდეს წარუმატებლად, რისკის გარეშე წარმატების მიღწევის ძალიან მწირი შანსი არსებობს. ასე, რომ ეცადეთ და მიეცით თქვენს შვილს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება და მაქსიმალურად ეცადეთ თავი შეიკავოთ ჩარევისგან. მაგალითად, ნუ ეცდებით “იხსნათ” თქვენი შვილი გაღიზიანებისგან, როცა იგი ცდილობს გაერკვიოს იმაში თუ როგორ მუშაობს ახალი სათამაშო. თუნდაც მხოლოდ სიტყვებმა ” მე გავაკეთებ ამას” შეიძლება გამოიწვიოს  თქვენზე ზედმეტად დამოკიდებულება და თქვენი შვილის თავდაჯარებულობაზე ნეგატიურად იმოქმედოს. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს თვითშეფასების ამაღლებაში თუ დააბალანსებთ მისი დაცვის მოთხოვნილებასა და მისთვის აუცილებელ უნარის გამომუშავებას: ადვილად შეეჭიდოს ახალ გამოცდილებებს.

5. მიეცით შეცდომების დაშვების საშუალება: არჩევანის გაკეთებისა და გარისკვის საშუალების არსებობის მეორე მხარე ის არის, რომ თქვენი შვილი ზოგჯერ შეცდომებსაც დაუშვებს. ეს ღირებული გაკვეთილებია თქვენი შვილის თვითდაჯერებულობისთვის. თუ თქვენი შვილი მაგიდის ნაპირთან ახლოს დადებს თეფშს და თეფში გადმოვარდება, ეცადეთ ზედმეტი ემოციების გარეშე უბრალოდ დააფიქროთ იგი იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს შემდეგში, რომ იგივე არ განმეორდეს. ასე ბავშვის ღირსება არ შეილახება. ის გაიგებს, რომ შეცდომების დაშვება ზოგჯერ დასაშვებია. როცა თქვენც დაუშვებთ ხოლმე შეცდომას, აღიარეთ და მასთან ერთად ისაუბრეთ ამაზე, რადგანაც ასე თქვენ ბავშვს აწვდით საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომ შეცდომების დაშვება ტრაგედია არ არის. ასეთი მიდგომის შედეგად ის ადვილად გადაიტანს მის მიერ დაშვებულ შეცდომებს და ამის გამო არ დაითრგუნება.

6. ხაზი გაუსვით დადებით მომენტებს: ყველა დადებითად რეაგირებს წახალისებასა და შექებაზე, ასე რომ ყოველთვის ეცადეთ შეამჩნიოთ და აღნიშნოთ თქვენი შვილის კარგი ქმედებები. მაგალითად: უთახარით მამას: “დღეს მარიმ ბოსტნეული გარეცხა სადილისთვის”. თქვენი სიტყვები და მამის შექება ამ საქციელისთვის ბავშზე ძალიან დადებითად იმოქმედებს. მოერიდეთ ზოგად ფრაზებს და იყავით უფრო კონკრეტული შექების დროს, იმის ნაცვლად, რომ უთხართ “ყოჩაღ”, უთხარით “მადლობა, რომ ასე მოთმინებით იდექი რიგში”. ასეთი სიტყვები აამაღლებს მის თვითშეფასებას და ბავში კარგად გაიგებს კონკრეტულად რისთვის დაიმსახურა შექება.

7. მოუსმინეთ ყურადღებით: თუ თქვენს შვილს აქვს რაიმე თქვენთვის სათქმელი, ეცადეთ კარგად მოუსმინოთ. მას აუცილებლად სჭირდება იმის გაგება, რომ მისი აზრები, გრძნობები, სურვილები და შეხედულებები მნიშვნელოვანია. მისი გრძნობებს თუ კრიტიკულად არ მიუდგებით და სათანადოდ მიიღებთ, ის მიხვდება რომ თქვენ მის გრძნობებსა და სიტყვებს ნამდვილად პატივს სცემთ. თუ თქვენც გაუზიარებთ ხოლმე თქვენს გრძნობებს (მაგ. ძალიან მიხარია, რომ დღეს ზოოპარკში ერთად მივდივართ) ეს მას წაახალისებს და ისიც თავისუფალად გაგიზიარებთ ხოლმე მის გრძნობებს.

8. ეცადეთ თავი შეიკავოთ შედარებებისგან: კომენტარები, როგორიცაა ” რატომ არ შეგიძლია იყო ისეთი, როგორიც შენი დაა?” ან “რატომ არ შეგიძლია იყო ისეთი კარგი, როგორიც გიორგია” მხოლოდ შეახსენებს თქვენს შვილს მის პრობლემებზე და გამოიწვევს სირცხვილის, შურისა და ნეგატიური შეჯიბრის გრძნობას. თუნდაც ისეთი პოზიტიური შედარებები, როგორიცაა “შენ ყველაზე კარგი მოთამაშე ხარ” პოტენციურად ზიანის მომტანია, რადგანაც შეიძლება ბავშვს საკმაოდ რთულად მოეჩვენოს ამ მოლოდინის გამართლება მუდმივად. თუ თქვენს შვილს აგრძნობინებთ, რომ თქვენ მას აფასებთ და გიყვართ იმისთვის, რაც ის რეალურად არის, დიდია ალბათობა იმისა, რომ ისიც უფრო დააფასებს საკუთარ თავს.

9. გამოიჩინეთ გულისხმიერება: თუ თქვენი შვილი საკუთარ თავს ნეგატიურად შეადარებს მის თანატოლებს (მაგ: “რატომ ვერ ვიჭერ ბურთს, როგორც სოფო?”) გულისხმიერად მოეკიდეთ მის სიტყვებს, მაგრამ ამ დროს ხაზი გაუსვით მის განსაკუთრებით ძლიერ მხარეს. მაგალითად უთხარით: “მართალია, სოფო კარგად ისრვის ბურთს, მაგრამ შენ კარგად შეგიძლია ხატვა”. ასეთი სიტყვები ბავშვს აჩვენებს იმას, რომ თითეოულ ჩვენგანს სხვადასხვა ძლიერი და სუსტი მხარე აქვს და რომ სულაც არ არის აუცილებელი ვიყოთ სრულყოფილები, იმსითვის, რომ პატივი ვცეთ საკუთარ თავს.

10. გაამხნევეთ: ყველა ბავშვს სჭირდება გამხნევება და მისი საყვარელი ადამიანებისგან ისეთი სიტყვების გაგება, როგორიცაა “მე მჯერა შენი. მე ვხედავ შენს მონდომებას. ასე გააგრძელე!” გამხნევება ნიშნავს პროგრესის აღიარებას და არა მხოლოდ მიღწევების დაჯილდოებას. ასე რომ თუ თქვენი შვილი ცდილობს თასმების შეკვრას, უთხარით “ძალიან მაგრად ცდილობ და თითქმის გააკეთე კიდეც”. ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ: “ასე კი არა. მოდი მე გაგიკეთებ”.

შექებასა და წახალისებას შორის განსხვავებაა. ერთი აჯილდოებს შესრულებულ სამუშაოს, მეორე კი პიროვნებას (უთხარით “მე ვამაყობ შენით” და არა “შენ ეს გააკეთე”). შექება ბავშვს აფიქრებინებს, რომ იგი “კარგია” მხოლოდ მაშინ, როცა რამეს სრულყოფილად გააკეთებს. წახალისება კი ამ დროს აქცენტს მონდომებაზე აკეთებს. “მომიყევი შენი ნახატის შესახებ. როგორც ვხედავ ძალიან მოგწონს იისფერი”–ს თქმა უფრო სასარგებლოა  ვიდრე უთხრათ ისეთი რამ, როგორიცაა” ეს ყველაზე ლამაზი სურათია, რაც კი ოდესმე მინახავს”. ზედმეტმა შექებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, რადგანაც იგი გარკვეულწილად წნეხის ქვეშ აგდებს ბავშვს და აფიქრებინებს, რომ შექების დამსახურებისთვის მუდმივად მხოლოდ საუკეთესოდ უნდა გააკეთოს ყველაფერი. ასე რომ შეამცირეთ შექება და უფრო მეტად წაახალისეთ. ასე თქვენს შვილს საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენა ჩამოუყალიბდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი წარმატებისთვის.

წყარო: www.babycenter.com 

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s