პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

რა კავშირშია ძილი ბავშვის განვითარებასთან

2 Comments

ძილი აუცილებელია მცირეწლოვანი ბავშვისთვის ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში იგი აუცილებელია ენერგიის აღსადგენად და ბავშვის ტვინში არსებული კავშირების განსავითარებლად. უახლესმა მეცნიერულმა კვლევებმა კი უჩვენა, რომ ძილი ასევე ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ ზრდას.

რა შეიძლება გამოიწყვიოს ძილის ნაკლებობამ?

ძილის ნაკლებობამ  შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები:  ნელი ზრდა ან საერთოდ ზრდის შეჩერებაც. არასკმარისმა ძილმა შეიძლება ჰორმონებზეც იქონიოს ნეგატიური გავლენა, კონკრეტულად კი ისეთ ჰორმონებზე, რომლებიც არეგულირებენ შიმშმილის შეგრძნებას ორგანიზმში. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს მადის დაკარგვა ან პირიქით მადის ზედმეტად მომატება, რაც გამოიწვევს ბავშვის წონაში ზედმეტად მომატებას.  ძილის ნაკლებობამ შეიძლება ასევე სერიოზულად შეაფერხოს მეტაბოლიზმი და გამოიწვიოს რეზისტენტულობა ინსულინზე, რაც შესაძლებელია დიაბეტის გამომწვევი მიზეზიც გახდეს. ასევე ძილის ნაკლებობამ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის მოტორულ უნარებზე და კონცენტრაციაზე. ეს კი აისახება ბავშვის ქცევაზე და მის აღქმის უნარზე.

როგორ უზრუნველყოთ კარგი ძილი ღამით

როგორც წესი, ბავშვების უმრავლესობას უფრო მეტი ძილი სჭირდება ვიდრე მშობლების დიდ ნაწილს ჰგონია.

ძილის ნაკლებობის ნიშანია ბავშის ჭირვეულობა ან უღონობა, ასევე თუ ბავშვს ყოველთვის ეძინება მანქანით მგზავრობის დროს ან თუ ძნელია ხოლმე მისი გაღვიძება დილით. თუ ბავშვი ჰიპერაქატიულია დაძინებამდე ან ზედმეტად დაღლილია, ეს იმის ნიშანია, რომ მისი დღის განრიგი არ არის მოწესრიგებული.

იმისთვის, რომ დაეხმაროთ ბავშვს მიიღოს საკმარისი რაოდენობის ძილი:

  • შეადგინეთ ბავშვის დღის განრიგი და აუცილებლად დაიცავით იგი;
  • შეიმუშავეთ ძილისპირული რუტინა – რაიმე რიტუალი, რომელიც ბავშვს მიანიშნებს, რომ უკვე მოვიდა ძილისა და დასვენების დრო. ასეთი რიტუალი შეიძლება იყოს ბანაობა, წიგნის წაკითხვა, სიმღერა დ ა.შ.
  • დღისით ძილის დროს აუცილებელია, რომ ბავშვის ოთახი იყოს ჩაბნელებული და ბავშვი არ შეაწუხოს ხმაურმა.
  • თავიდან აიცილეთ ხმაურიანი თამაში და სირბილი ძილის წინ, რდგანაც ეს გამოაფხიზლებს ბავშვს და გაგიჭირდებათ მისი დაძინება.
  • ეცადეთ დაიცვათ ძილის იგივე რეჟიმი დასვენების დღეებშიც და შვებულებების დროს. განრიგის დარღვევამ შეიძლება შეაფერხოს ძველი რეჟიმის დაბრუნება დიდი ხნით. არეულმა ძილის რეჟიმმა კი შეიძლება საბოლოოდ ბავშვს დაურღვიოს ნორმალური ძილის რიტმი და უძილობის სერიოზული პრობლემის მიზეზიც გახდეს გრძელ ვადაში.

ძილი

ძილის მოთხოვნილება მაინც ინდივიდუალურია და ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა სჭირდებოდეს ოდნავ ნაკლები ძილი სხვებთან შედარებით.

* სტატიის წყარო: www.babycenter.com

Author: თამუნა გაბისონია

როგორც დედა და განათლების სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობ გავეცნო ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვებსაც გავუზიარო ისინი ჩემი ბლოგის საშუალებით. ამავე დროს, ვცდილობ ვიყო ძალიან ახლოს ბავშვებთან და მათი ცხოვრებითაც კი ვიცხოვრო ხანდახან, რომ ექსპერტთა თეორიების მართებულობა, რეალობაში გადავამოწმო.

2 thoughts on “რა კავშირშია ძილი ბავშვის განვითარებასთან

  1. ძალიან კარგი სტატიაა!! სამწუხაროა, რომ საბავშვო ბაღებში ძილის საკითხს აღარ აქცევენ სათანადო ყურადღებას. ბევრ ბაღში უკვე 3 წლის ბავშვებსაც აღარ აძინებენ, რომ არაფერი ვთქვათ 4 წლის ბავშვებზე. კარგი იქნება თუ ამ სტატიას საბავშვო ბაღების გაერთიანებებში წაიკითხავენ. მშობლებს მაინც ნუ ატყუებენ, არ სჭირდებათ თქვენ შვილებს ძილი ამ ასაკშიო (((

    Like

    • მადლობა ნინო გამოხმაურებისთვის. ნადვილად სამწუხაროა, რომ საბავშვო ბაღებში ძილის საკითხს ვერ აგვარებენ და კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ მშობლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდიან იმაზე, რომ თურმე მცირეწლოვან ბავშვს ძილი სულაც არ სჭირდება. ამ დროს ძილი ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მისი გონებრივი განვითარებისთვის, ასევე მისი ჯანმრთელობისთვის ზოგადად.

      Like

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s