პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

როგორ გავაკეთეთ ჩიტუნების სახლი რძის ყუთებიდან

| 2 Comments

გასულ შაბათს გადავწყვიტეთ ჩიტუნების სახლი (საკენკის ჩასაყრელად) რძის ყუთებიდან  გაგვეკეთებინა. ყუთები შენახული გვქონდა და ველოდებოდით შესაფერის დროს ჩანაფიქრის განსახორციელებლად. შაბათს კი როგორც იქნა დადგა ეს დრო :) .

მოვამზადეთ ყველა საჭირო ნივთი: ფუნჯები, აკრილის საღებავები, მაგიდასაც ცელოფნის პარკი გადავაფარეთ და დავიწყეთ ამ ყუთების ჩიტუნების სახლებად გადაქცევის პროცესი.

FUN FENCE

ჯერ ამოვჭერით საკენკის ჩასაყრელი ფანჯარა.

DSC_0094

ამის შემდეგ გადავღებეთ ყუთები თეთრი აკრილის საღებავით, რომ წაგვეშალა წარწერები და ფოტოები.

DSC_0104

შემდეგ კი დაიწყო ყველაზე სასიამოვნო პროცესი – ყუთების მოხატვა :)

DSC_0109

მოხატვის დასრულების შემდეგ საღებავი თმის “ფენით” გავაშრეთ და გავიქეცით ეზოში სახლების ხეზე დასაკიდებლად.

DSC_0113

სახლებს თოკი გამოვაბით, საკენკი ჩავყარეთ და ხეზე დავკიდეთ :)

DSC_0119

საბოლოოდ აი ასეთი რამ გამოგვივიდა :)

drawing-dolphin

კარგა ხანი ველოდეთ ჩიტებს მაგრამ ახლოს არ მისულან :) მერე შეგვცივდა და სახლში წავედით. იმედია ჩიტებს მოეწონათ სახლები და საკენკიც მიირთვეს. ჩვენ კი ნამვილად ვიხალისეთ ამ საქმით :)

About these ads

2 thoughts on “როგორ გავაკეთეთ ჩიტუნების სახლი რძის ყუთებიდან

  1. ძალიან ლამაზია, მეც უნდა გავაკეთო ჩემს დიშვილთან ერთად :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.