პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება


4 Comments

როგორ დავთესეთ ვაშლის ხეები

33

შარშან, ნოემბერში ჩვენს ეზოში მოვაწყვეთ ხეების დარგვის დღე ბავშვებისთვის. ეზოს ბავშებთან ერთად ამ პატარა ღონისძიებაში ჩვენი მეგობრები და მათი შვილებიც მონაწილეობდნენ. რადგანაც, ხეების დარგვაში დიდი გამოცდილება არ გვქონდა, დახმარება ვთხოვეთ ნატა ფერაძეს „პარტიზანული მებაღეობიდან“, რომელმაც მოგვამარაგა ყველანაირი ხელსაწყოთი, გვასწავლა რა როგორ უნდა გაკეთებულიყო და ჩვენთან ერთად დარგო 15 ხეხილის ხე ჩვენს ეზოში.

21

ეს პატარა ღონისძიება საკმაოდ სახალისო გამოგვივიდა. ხეების დარგვასთან ერთად ბავშვებს ერთი ამბავი მოვუყევით  ამერიკელ ჯონ ჩემპენზე, რომელსაც უფრო ხშირად მოიხსენიებენ როგორც ჯონ ეფპლსიდ (Johnny Appleseed), რომელმაც ვაშლის ხეები გაავრცელა მთელს ამერიკაში, ძირითადად მათი დათესვის გზით.

22

ამ ამბის დემონსტრირებისთვის, ნატამ ბავშვებს აჩვენა თუ როგორ შეიძლებოდა მართლაც ვაშლის ხის დათესვა. ყველა ბავშვმა ნატას დახმარებით ერთჯერად ჭიქაში ჩათესა ვაშლის ხე და დადო პირობა, რომ მოუვლიდა ისე როგორც ნატამ ასწავლა :).

23

მარისაც ჰქონდა ერთი ასეთი ჭიქა და ველოდეთ და ველოდეთ მოკლედ ამ ვაშლის ამოსვლას, მაგრამ არ ამოდიოდა. ვიფიქრეთ იქნებ თესლი ზედმეტად ღრმად მოვათავსეთ ჭიქაში და ამიტომაც არ გამოგვივიდაო (ნატამ როგორც გვასწავლა თესლი მხოლოდ თითის სიგრძეზე უნდა ჩავიდეს მიწაში, რომ მცენარემ მიწიდან ამოსვლა მოახერხოს). გადავწყვიტეთ მეორედ გვეცადა ბედი და აი მეორე მცდელობამ კი გაამართლა. ჩვენი წითელი ვაშლის თესლებიდან გაიზარდნენ პაწაწუნა ხეები, რამაც მარი ძაააალიან გაახარა.

34

გაზაფხულზე ვაშლის პაწაწუნა ხეები ნელ-ნელა გაიზარდნენ.

35

აი ზაფხულისთვის კი უკვე საკმაოდ დიდებიც გახდნენ.

36

მოკლედ ჩვენმა ექსპერიმენტმა გაამართლა :) თურმე ნამდვილად ამოდის ვაშლის ხე თესლიდან. ახლა უკვე ჩვენი ხეები დიდ ქოთანში გადავრგეთ და ველოდებით იმას თუ როდის გახდებიან დიდი და ლამაზი ხეები :)

თუ თქვენც გიცდიათ ან აპირებთ მსგავსი ექპსერიმენტის ჩატარებას, ჩვენც გაგვიზიარეთ თქვენი ამბები:)


2 Comments

მშობლებისთვის აუცილებელია ისწავლონ შვილებთან ურთიერთობა

9მშობლებისთვის აუცილებელია ისწავლონ შვილებთან ურთიერთობა, შეიმუშაონ სასაუბროდ განსაკუთრებული მიდგომა და ეცადონ, რომ კარგად გაუგონ მათ.

წარმოიდგინეთ, როგორ ვიგრძნობდით თავს საოპერაციო ოთახში რომ შემოსულიყო ქირურგი და ოპერაციის წინ ჩვენთვის ეთქვა: “სიმართლე გითხრათ არ მაქვს დიდი განათლება მიღებული ქირურგიაში, მაგრამ მე მიყვარს ჩემი პაციენტები და საქმეში მე ვიყენებ საღ აზრს?“ ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავვარდებოდით პანიკაში და გავიქცეოდით ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად.

ის ბავშვებიც, ასევე რთულ სიტუაციაში არიან, რომელთა მშობლებსაც სჯერათ, რომ სიყვარული და საღი აზრი საკმარისია ბავშვის

აღზრდის პროცესში. როგორც ქირურგებს, მშობლებსაც სჭირდებათ განსაკუთრებული უნარების შეძენა, რათა გაუმკლავდნენ საკუთარი შვილების ყოველდღიურ საჭიროებებს. როგორც გამოცდილი და ნასწავლი ქირურგი, რომელიც ძალიან ფრთხილად არჩევს გაკვეთის ადგილს, მშობელიც  ასევე ფრთხილი და კარგად გათვითცნობიერებული უნდა იყოს იმაში  თუ როგორი სიტყვები შეარჩიოს შვილთან ურთიერთობისას. რადგანაც სიტყვას, იგივე ძალა აქვს, როგორც დანას. მას, ფიზიკური თუ არა, ბევრი ფსიქოლოგიური ჭრილობის მიყენება შეუძლია.

ნაწყვეტი წიგნიდან “მშობელსა და ბავშვს შორის”.

ავტორი დოქტორ ჰეიმ გ. გინიოტი

ფსიქოლოგი, ბავშვთა თერაპევტი, მშობელთა საგანმანათლებლო ჯგუფების დამაარსებელი 


Leave a comment

როგორ შექმნეს მარიმ და ნიკუშამ სახალისო ხელოვნების ნიმუში

18ამ ზაფხულს, მარის და ნიკუშას ხშირად უჩდნებოდათ სურვილი სახალისო აპლიკაციების გაკეთების და შესაბამისად ბევრი სხვადასხვა რამ გააკეთეს კიდეც.

ერთ დღეს გადავწყვიტეთ სახალისო ხელოვნების ნიმუშის შექმნა :)

DSC_0556

 

ამ ხელოვნების ნიმუშზე მუშაობა კი დაიწყო იმით, რომ სახატავ ტილოზე გადააკრეს სკოჩი სხვადასხვა მიმართულებით.

4

 

შემდეგ დაიწყეს ღიად დარჩენილი ადგილების ფუნჯით გაფერადება.

10

მარიმ გადაწყვიტა სხვადასხვა ფერები გამოეყენებინა მისი ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად.

8

ნიკუშამ კი გადაწყვიტა წითელი და თეთრი ფერების კომბინაცია წარმოედგინა მის ნამუშევარში.

13

ფერებზე მუშაობის დასრულების შემდეგ დიდი შესვენება გამოვაცხადეთ და დაველოდეთ საღებავების გაშრობას, რის შემდეგაც დადგა ბოლო და გადამწყვეტი ეტაპი :) – ტილოდან სკოჩის მოძრობა.

საბოლოო სახალისო ნამუშევრები კი მარის და ნიკუშას აი ასეთი გამოუვიდათ :)

15


1 Comment

როგორ ვეუბნებით ბავშვებს გაუცნობიერებლად იმას, რომ არ გვისმინონ

 

notlisten

 როგორც წესი მშობლების უმეტესობა წუხს იმაზე, რომ ბავშვები არ უსმენენ და არ ითვალისწინებენ მათ მითითებებს. მოსმენის უნარის გამომუშავება კი ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს სჭირდებათ ისწავლონ თუ როგორ უნდა გახდნენ აქტიური მსმენელები, მაგრამ უფროსებსაც ასევე უნდა ახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია თვითონაც იყვნენ ყურადღებიანი, კარგი მსმენელები. არის გარკვეული ნიუანსები, რომელთა გათვალისწინებაც გაცილებით ზრდის იმის ალბათობას, რომ ბავშვები მოისმენენ ჩვენს ნათქვამს.

 

გაგიზიარებთ იმ გავრცელებული შეცდომის ჩამონათვალს, რომელთა გამოყენებითაც თქვენ გაუცნობიერებლად ეუბნებით ბაშვებს რომ არ გისმინონ. ასევე გაგიზიარებთ რჩევებსაც, რომლებიც დაგეხმარებათ ამ  შეცდომების თავიდან აცილებაში.

  1. ეუბნებით ისე, თითქოს სხვა არჩევანის საშუალებაც აქვს:

ზოგჯერ, როდესაც ბავშვს ვაძლევთ მითითებას, ამას ისე ვაკეთებთ თითქოს მას სხვა არჩევანის საშუალებასაც ვუტოვებდეთ. მაგალითად ვეუბნებით: „მიირთმევ საუზმეს“? ან „შენი ტანსაცმელი ჩაალაგე კარადაში, კარგი?“

უფროსებისთვის გასაგებია, რომ ამ ნიუანსებში სულაც არ იგულისხმება სხვა არჩევანის არსებობა, მაგრამ ბავშებისთვის ეს, ასე არ არის.

თუ საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომლის შესრულება ბავშვის მხრიდან აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაშინ თქვენი სიტყვებიც და საუბრის ტონიც შესაბამისი უნდა იყოს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ბავშვს უნდა უყვიროთ ან იყოთ უხეში მასთან.

კვლევები უჩვენებენ, რომ ბაშვები ყველაზე კარგად რეაგირებენ მაშინ, როდესაც უფროსები მშვიდი, რბილი ტონით და პოზიტიური სიტყვების გამოყენებით ესაუბრებიან მათ.  

ზემოთ მოცემული წინააღმდეგობრივი მაგალითის ნაცვლად, შეგიძლიათ სცადოთ იგივე აზრის ბავშვისთვის ასეთი გზით მიწოდება: „საუზმის დროა და ახლა შენც უნდა შემოგვიერთდე“,  „გეთაყვა, ჩაალაგე შენი ტანსაცმელი კარადაში.“

  1. მითითების არასწორად გადმოცემა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვები ყველაზე კარგად მაშინ რეაგირებენ უფროსების მითითებებზე, როდესაც ეს პოზიტიურად არის გამოხატული. ამ მიდგომას შესაძლებელია ვუწოდოთ „თქვი ის რისი ნახვაც გსურს“.

თუ არის იმის ალბათობა, რომ თქვენი მითითება ბავშვის გონებაში წარმოქმნის განსხავებულ სურათს იმისგან, რის მიღწევასაც ცდილობთ ანუ თუ პირდაპირ და გარკვევით არ ეუბნებით იმას, რასაც მისგან ითხოვთ, არ გაგიკვირდეთ თუ თქვენი მიზნისგან სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღეთ.

მაგალითად, ეუბნებით ბავშვს „ ნუ ხტუნაობ სკამზე“. ასეთ დროს ბავშვი როგორც წესი წარმოიდგენს თუ როგორ ხტუნაობს ვიღაც მის სკამზე და უმეტეს შემთხვევაში, უფრო მეტი მონდომებით იწყებს სკამზე ხტუნვას და თუ ამ დროს სხვა ბავშვებიც სხედან მაგიდასთან, ისინიც იწყებენ სკამზე ხტუნვას. საქმე იმაშია, რომ ამ დროს ბავშვების გონებაში წარმოიქმნება სურათი იმისა, თუ როგორ ხტუნაობს ვიღაც სკამზე და ყველას უჩნდება სურვილი თვითონაც ჩაერთოს ამ პროცესში.

ამ დროს, უმჯობესია ბავშვს უთხრათ: „გთხოვ, ჭამის დროს გააჩერე ტანი სკამზე და ფეხებიც იატაკზე დადევი“. ანუ ასე თქვენ პირდაპირ ეუბნებით ბავშვს იმას, რისი დანახვაც გინდათ. ასეთი მითითება არ აბნევს ბავშვს და თან თქვენი სიტყვებიც არ ეწინააღმდეგება იმას, რისი მიღწევაც რეალურად გსურთ.

  1. საუბრის დროს თვალებში ყურების ეფექტის უგულებელყოფა

მშობლები, როგორც წესი, ძალიან დაკავებულები ვართ. მაგრამ თუ არ მოვიცლით იმისთვის, რომ როგორც საჭიროა ისე დაველაპარაკოთ ბავშვებს, მაშინ არც უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ბავშვები ჩვენს ნათქვამს გაიგებენ და ჩვენს თხოვნას შეასრულებენ.

სულაც არ არის ისე, როგორც ჩვენ ხშირად გვგონია, რომ თითქოს ბავშვები მიზანმიმართულად  ცდილობენ ჩვენს იგნორირებას. საქმე იმაშია, რომ ჩვენ საჭირო მიდგომის გამოყენებით არ ვთხოვთ მათ ჩვენთან მოსვლას და მოსმენას.

თუ გინდათ ბავშვმა გაიგოს თქვენი ნათქვამი, ეცადეთ საუბრის დროს არ იაროთ და პარალელურად სხვა საქმე არ აკეთოთ. როცა ცდილობთ რაიმეს ახსნას ბავშვისთვის, დაიხარეთ ბავშვის სიმაღლემდე და შეხედეთ მას თვალებში. გაგიკვირდებათ თუ რამდენად უფრო ყურადღებით მოისმენს ბავშვი თქვენს ნათქვამს ასეთ ვითარებაში.

  1. ზედმეტად რთული მითითებები

მცირეწლოვან ბავშვებს უჭირთ მითითებების გაგება განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ მათ ვაძლევთ ისეთ მითითებებს, რომლებიც რამდენიმე შესასრულებელ ეტაპს შეიცავენ. თუ ასეთ დროს ბავშვები ჩვენს მითითებებს სრულიად უგულებელყოფენ, უნდა ვცადოთ მითითებების გამარტივება და ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ან ორი მითითების გაკეთება. შესაძლებელია დაგვჭირდეს საუბრის ტემპის შენელებაც და თითოეული მითითების შემდეგ გარკვეული პაუზის გაკეთებაც, რათა პატარას მივცეთ საშუალება გაანალიზოს ის, რაც უკვე ვუთხარით. მაგალითად ვთხოვოთ ასე: „დადევი სათამაშო (პაუზა), დაჯექი წყნარად (პაუზა) და ნელა ჭამე საჭმელი.

  1. ახლო ურთიეთრობის დამყარების მნიშვნელობის იგნორირება

თუ გვინდა რომ ბაშვებს ჩვენი ესმოდეთ, აუცილებელია პირველ რიგში მათ ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მათზე მთელი სულითა და გულით ვზრუნავთ. ამისთვის კი აუცილებელია, ჩვენი ზრუნვა მათთან ურთიეთრობის ყველა ნიუანსში ჩანდეს, განსაკუთრებით კი მითითებების მიცემის დროს. ამისთვის სხვადასხვა ხერხი არსებობს. შესაძლებელია იუმორის გამოყენება ან პატარა ისტორიების მოყოლა, რომლითაც ბავშვი იგრძნობს, რომ მითითების მიცემა მასზე ზრუნვის ნაწილია.

მაგალითად: უფროსი ძმა ძალიან ბრაზდება ხოლმე, როდესაც მისი უმცროსი ძმა მიდის და უნგრევს ლეგოს კონსტრუქციებს. ასეთ სიტუაციებში დედა მიუთითებს ხოლმე, რომ მას არ უნდა დაედო კონსტრუქციები ისეთ ადგილას, სადაც პატარა ძმა ადვილად მივიდოდა.

რა შედეგი მოაქვს ამ დროს დედის ასეთ მითითებას? თითქმის არანაირი. ადვილი შესაძლებელია, რომ ბავშვი ვერაფერს მიხვდა გარდა იმისა, რომ დედამ უთხრა დამნაშავე მხოლოდ შენ ხარო.

შემდეგ ბავშვი მიდის მამასთან და მის გასაჭირზე უყვება. ის გულდასმით უსმენს, ჯდება მასთან ერთად იატაკზე და უყვება ისტორიას მისი ბავშვობიდან იმაზე

თუ როგორ უშლიდა მუდმივად ხელს მისი პატარა ძმა, ანუ ბიძია ჯონი მისი საყვარელი პაზლების აწყობაში ხელს. როგორ უნებართვოთ იღებდა და ფანტავდა პაზლის ნაწილებს ოთახში და ამ მოქმედებით როგორ ძალიან აბრაზებდა მას. ერთხელაც ბებომ ურჩია, რომ პაზლები აეწყო მეორე ოთახში ჩაკეტილ კარს მიღმა, იქ სადაც ჯონი მას ხელს ვერ შეუშლიდა. ამბის დასრულების შემდეგ კი მამა ეკითხება შვილს: „არ შეგიძლია შენც იპოვო სადმე სახლში ისეთი ადგილი, სადაც ხელის შეშლის გარეშე შეძლებ შენს ლეგოს კონსტრუქციებზე წყნარად მუშაობას?“

ეს უკვე აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებაა. მამის ასეთი მოქცევა ბავშვს კარგად აგრძნობინებს, რომ ის გულით ზრუნავს შვილზე და  ნამდვილად აწუხებს მისი გასაჭირი. ასე გადმოცემული მითითება ადვილად გასაგები ხდება და თან ბავშვი მეტ სიახლოვეს და კავშირს გრძნობს მშობელთან. ასეთი ურთიეთრობის დროს, ბავშვი ზოგადად უფრო გულისხმიერი ხდება მშობლის მითითებების მიმართ და მეტი სითბოთი და პატივისცემითაც იმსჭვალება მის მიმართ.

  1. როცა არ ვასრულებთ იმას, რასაც ვამბობთ

სიტყვები კარგავენ მნიშვნელობას, როდესაც ისინი არ არიან მოქმედებითაც გამყარებული. თუ გვინდა ბავშვებმა სახლში დაიცვან გარკვეული წესები (მაგალითად ის, რომ ბურთის თამაში შეიძლება მხოლოდ ეზოში და არა სახლში), უნდა ვიზრუნოთ კიდეც იმაზე, რომ ბავშვებმა არ გაუკეთონ ამ წესს იგნორირება.  თუ არაფერს ვეტყვით ბავშვებს, როცა ისინი ცოტა ხნის წინ დათქმულ წესს არღვევენ, ჩვენს სიტყვებს ვუკარგავთ ფასს და ბავშვებსაც ვუბიძგებთ იმისკენ, რომ ჩვენც გაგვიკეთონ ხოლმე იგნორირება. თუ ერთ წესზე დავუშვებთ გამონაკლისს, მაშინ სხვა წესებსაც იგივე ბედი ეწევა.

თუ ვამბობთ რომ „კბილები უნდა გავიხეხოთ ზღაპრის წაკითხვის შემდეგ“ უნდა ვეცადოთ და შევასრულოთ ის რაც ვთქვით. თუ ბავშვს უხსნით, რომ მაგიდაზე ასვლა არ შეიძლება“, მაშინ უნდა ეცადოთ და არ მისცეთ მაგიდაზე ასვლის უფლება და ყოველი მცდელობის შემდეგ ჩამოიყვანოთ ის დაბლა მაგიდიდან.

გასაგებად ახსნილი ქცევის წესების არსებობა და შემდეგ იმის უზრუნველყოფა, რომ მოხდეს მათი დაცვა მუდმივად, კარგი აღზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს აუცილებელია უფროსებსა და პატარებს შორის ურთიერთპატივისცემის დასამყარებლად, რაც საერთოდ არ საჭიროებს  მშობლების მხრიდან არც უხეშობასა და მითუმეტეს ავტორიტარულ მიდგომას.

როგორია თქვენი მიდგომა ბავშვის აღზრდისადმი? გაგვიზიარეთ თუ როგორ ახერხებთ იმას, რომ ბავშვებმა თქვენი მითითებები გაითვალისწინონ და შეასრულონ?

 

წყარო:

http://notjustcute.com/2014/09/10/six-ways-youre-unintentionally-telling-kids-not-to-listen/

 

 


Leave a comment

სათაფლიის ნაკრძალი და პრომეთეს მღვიმე

ამ ზაფხულს სხვადასხვა საინტერესო ადგილს ვეწვიეთ, მათ შორის სათაფლიას ნაკრძალს და პრომეთეს მღვიმეს. ორივე ადგილი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის. განსაკუთრებული ინტერესი კი რა თქმა უნდა დინოზავრების ამბებმა და დინოზავრის ნაკვალევმა გამოიწვია. ამ ვიზიტის შემდეგ, მარიმ გადაწტვიტა დინოზავრები უფრო კარგად შეისწავლოს და ითხოვა დინოზავრებზე წიგნების შეძენა, რაზეც რა თქმა უნდა თანხმობა მიიღო.

1234

პრომეთეს მღვიმეც ძალიან შთამბეჭდავი იყო ორივესთვის. მარიმ თქვა, რომ ეს მღვიმე ზღაპრულ სასახლეს ჰგავდა. მოკლედ ორივე აღფროთავენბულები დარჩნენ ნანახით.

თუ ჯერ არ ყოფილხართ ამ ადგილებში, ჩვენი ვიდეო წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე თუ როგორია ისინი. მართალია, მთელი სილამაზის გადმოცემა გაგვიჭირდა ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეიქმნით ამ ადგილებზე ჩვენი პატარა ვიდეოთი.


Leave a comment

როგორ გავაკეთოთ ხილის ნაყინი

ნაყინი ბავშვებს ძალიან უყვართ, თუმცა სასარგებლო თვისებები ჩვეულებრივ ნაყინს ნაკლებად აქვს. ამ ვიდეოში კი ნიკუშა და მარი გაჩვენებთ ისეთი ნაყინის მომზადების წესს, რომელიც სასარგებლოა და ძალიან გემრიელიც.


1 Comment

ზღვა და ჯადოსნური ქვები

მარი და მე ხშირად ვიყენებთ ქვებს სახალისო ნივთების გასაკეთებლად. შარშან ზღვაზე ყოფნის დროს კი ჩვენს ფანტაზიას მეტი გასაქანი მივეცით და ამ მიზნით ქვების გამოყენების არეალი საკმაოდ გავაფართოვეთ.

ქვებს ვიყენებდით სხვადასხვა სიტუაციებში მოწყენილობის დროს თავის დასახსნელად და ბოლოს არქიტექტურული ექსპერიმენტიც კი ჩავატარეთ :)

11

 

აი მაგალითად, ვხატავდით ქვებზე ჩრდილში დასვენებისას.

რადგანაც ასეთ სიტუაციებში საღებავის გამოყენება არ არის მოსახერხებელი, ვიპოვეთ მარტივი გამოსავალი და საღებავის ნაცვლად გამოვიყენეთ ფლომასტერი.

12

ჩვენი საქმიანობით ძალიან დაინტერესდა იქვე მყოფი პატარა ქალბატონი და გვთხოვა მისთვისაც მიგვეცა ქვებზე ხატვის საშუალება.

15

ნამუშევრები ბლომად შეგვიგროვდა

14

და ამ ნამუშევრებით გარემოს გალამაზებაც ვცადეთ :)

17

შემდეგ ქვები ძალიან გამოგვადგა რესტორანშიც.

სადილის მოტანამდე ლოდინი საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით ზღვაზე და მითუმეტეს ბავშვისთვის. მოკლედ ამ დროის მხიარულად და საინტერესოდ გატარებაში ისევ ქვები გამოვიყენეთ და სანამ სადილი მოიტანეს, იქვე სახელდახელოდ მოვიფიქრეთ და გავითამაშეთ ამბავი ორ თევზზე.

1

არც წყალში ყოფნის დროის დავიწყებია მარის “ჯადოსნური ქვები” და იქ უკვე ახალ მეგობართან ერთად მისი ორი თევზი სხვა თავგადასავალში გადაეშვა.

7

უცებ, უბრალო ქვები განსაკუთრებულ სათამაშოებად გადაიქცნენ.

6

ბოლოს დიდ ქვებზე გადავედით.

გადავწყვიტეთ არქიტექტურისთვის მოგვეკიდა ხელი და კოშკების მშენებლობა დავიწყეთ.

IMG_1716

მშენებლობა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.

ბოლოს სამი კოშკი ავაშენეთ – შვილი კოშკი, დედა კოშკი და მამა კოშკი.

IMG_1783

მოკლედ ასეთი იყო ჩვენი ზღვისა და ჯადოსნური ქვების ამბავი.

თუ თქვენც გაქვთ მსგავსი ისტორიები, გაგვიზიარეთ, რომ სხვა მშობლებმა და ბავშვებმაც გაიგონ ამის შესახებ.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 130 other followers